გზავნილი
1. AC MILAN (Off)
[ 22 Oct 2013, 14:38 ]
საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი, საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში უმაღლეს ლიგაში გამოდის.
სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 მერცხალი
1.2 ოდიში
1.3 ზუგდიდის დინამო
1.4 უახლესი ისტორია
2 სახელწოდება
3 შემადგენლობა 2013–14
4 ტიტულები
5 გამოჩენილი ფეხბურთელები
6 მწვრთნელები
7 სეზონები
8 რესურსები ინტერნეტში
ისტორია[რედაქტირება]

მერცხალი[რედაქტირება]
ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20–ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება–განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4:1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.
პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური სტადიონი)ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და საზეიმო განწყობა სუფევდა ყველგან. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. სამწუხაროდ, პირველი გუნდის ამსახველი ფოტო–მასალა არ არსებობს.


ზუგდიდის შემადგენლობა 1938-39
ოდიში[რედაქტირება]


ზუგდიდის ოდიშის შემადგენლობა 1964
ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა 8–ე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.
ზუგდიდის დინამო[რედაქტირება]


ზუგდიდის დინამოს შემადგენლობა
1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი გახდა, საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა. 1977-78-79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე–მასამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავსირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული დიდოსტატი (აწ უკვე სპორტის რაინდი) მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა. ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. გვინდა გამოვყოთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ასახელეს ზუგდიდი. პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა ეს გივი ხოჭოლოვა იყო. შემდეგ სახელოვან ზუგდიდელთა შორის არიან: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.
1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“, სსრკ–ს მილიონთა თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა რა ოდესის „სკა“, აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.
უახლესი ისტორია[რედაქტირება]
1990–1995 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრება ( თუ არ ჩავთვლით ბავშვთა ფეხბურთს) ხანგრძლივი პაუზით შეჩერდა. ამის შემდეგ ჩვენს ქალაქს ზუსტად 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობსდა ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის 7–ე ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაშიუკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და დღეის ჩათვლით ზუგდიდური გუნდი უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდი“–ს სახელით ასპარეზობს.
სახელწოდება[რედაქტირება]


საფეხბურთო კლუბ ბაიას ლოგო.

საფეხბურთო კლუბ მგლების ლოგო.
1918–????: ოდიში ზუგდიდი
1964–1965: ენგურჰესი ზუგდიდი
1965–1973: ენგური ზუგდიდი
1974–1990: დინამო ზუგდიდი
1990–1994: ოდიში ზუგდიდი
1994–1995: დინამო ზუგდიდი
1995–1996: დინამო-ოდიში ზუგდიდი
1996–1999: ოდიში ზუგდიდი
2000–2001: დინამო ზუგდიდი
2001–2003: ლაზიკა ზუგდიდი
2003: სპარტაკ-ლაზიკა ზუგდიდი (კლუბი გაერთიანდა სპარტაკი თბილისთან)
2004: დინამო ზუგდიდი (კლუბი გამოეყო სპარტაკი თბილისს, რომელმაც შეინარჩუნა სპარტაკ-ლაზიკას კუთვნილი ადგილი ჩემპიონატში)
2004–2006: ზუგდიდი
2006–2009: მგლები ზუგდიდი (მგლები დაარსდა 2005 წელს, 2006 წელს კი მას შეუერთდა სკ ზუგდიდი)
2009–2012: ბაია ზუგდიდი (ბაია დაარსდა 2006 წელს, 2009 წელს კი მას შეუერთდა მგლები ზუგდიდი)
2012 წლიდან: ზუგდიდი
შემადგენლობა 2013–14[რედაქტირება]

2013 წლის 31 აგვისტოსთვის.
ნომერი პოზიცია მოთამაშე
3 საქართველოს დროშა მცველი მაკარ აქუბარდია
4 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვალიკო ტყემალაძე
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკა შონია
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზვიად სიხარულია
11 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია
13 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზურაბ კვარცხავა
14 საქართველოს დროშა ნახევარმცველი შოთა ლომია
15 საქართველოს დროშა მცველი ნიკა აფაქიძე
16 საქართველოს დროშა მცველი რომეო კანკია
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი აკაკი ფარჯიკია
18 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან წურწუმია
19 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ლაშა კუკავა
20 საქართველოს დროშა მცველი ლევან აკობია(კაპიტანი)
20 საქართველოს დროშა მცველი გიორგი კვარაცხელია
ნომერი პოზიცია მოთამაშე
22 საქართველოს დროშა ნახევარმცველი როინ ონიანი
23 საქართველოს დროშა მეკარე არჩილ მაქაცარია
24 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ხუბუა
25 საქართველოს დროშა მცველი ნიკა ხუხია
25 საქართველოს დროშა მცველი გიორგი პაჭკორია
- საქართველოს დროშა მეკარე ზურაბ მამალაძე
- საქართველოს დროშა მცველი ამირ აზმი მეგაჰედ
- საქართველოს დროშა მცველი ბაქარ მირცხულავა
- ეგვიპტის დროშა მცველი აბუ მოსალემი
- საქართველოს დროშა მცველი დათა რიგვავა
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზვიად კვარაცხელია
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვილი ჭრელაშვილი
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი კონსტანტინე ახალაია
- ეგვიპტის დროშა თავდამსხმელი გალამ ჰამზა
ტიტულები[რედაქტირება]

საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
ჩემპიონი: 1964, 1973
საქართველოს საბჭოთა თასი
ჩემპიონი: 1973, 1984
პირველი ლიგა
ჩემპონი: 2003, 2007
მეორე ადგილი: 2009
გამოჩენილი ფეხბურთელები[რედაქტირება]

საქართველოს დროშა ნიკა ძალამიძე
ზამბიის დროშა ჩსამბა ლუნგუ
მწვრთნელები[რედაქტირება]

საქართველოს დროშა ელგუჯა ქომეთიანი (დეკემბერი 2009–დეკემბერი 2012)
საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა (იანვარი 2012–მაისი 12)
საქართველოს დროშა ელგუჯა ქომეთიანი (მაისი 2012–)
სეზონები[რედაქტირება]

ოდიში ზუგდიდი (1990-1994)
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 8 34 12 10 12 47 38 46 1/8 ფინ.
1991 უმაღლესი ლიგა 19 8 3 8 33 27 27 არ ჩატ.
1991-92 უმაღლესი ლიგა 6 38 16 6 16 56 56 54 1/2 ფინ.
1992-93 უმაღლესი ლიგა 6 32 11 3 18 52 64 36 1/16 ფინ.
1993-94 უმაღლესი ლიგა 12 30 13 3 14 67 56 29 42 1/16 ფინ.
დინამო ზუგდიდი (1994-1995)
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
1994-95 უმაღლესი ლიგა 5 30 14 4 12 58 54 46 1/2 ფინ.
დინამო ოდიში ზუგდიდი (1995-1996)
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
1995-96 უმაღლესი ლიგა 11 30 9 3 18 42 63 30 1/8 ფინ.
ოდიში ზუგდიდი (1996-2001)
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
1996-97 უმაღლესი ლიგა 11 30 13 1 16 51 57 40 1/4 ფინ.
1997-98 უმაღლესი ლიგა 11 30 15 4 11 43 51 49 1/8 ფინ.
1998-99 უმაღლესი ლიგა 15 30 6 2 22 21 70 20 1/8 ფინ. დაქვეითდა
1999-00 პირველი ლიგა
2000-01 პირველი ლიგა დაქვეითდა
2001-02 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2002-03 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2003-04 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2004-05 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2005-06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006-07 რეგიონული ლიგა დასავლეთი
სკ ზუგდიდი
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005-06 პირველი ლიგა 12 34 12 7 15 24 33 43 Round of 32
მგლები ზუგდიდი
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005-06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006-07 პირველი ლიგა 1 34 24 4 6 58 24 76
2007-08 უმაღლესი ლიგა 7 26 10 3 13 27 33 33 Round of 16
2008-09 უმაღლესი ლიგა 7 30 10 6 14 36 41 36 Round of 32
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური საიტი
პროფილი Transfermarkზე
პროფილი Soccerwayზე
პროფილი Uefa.comზე
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას