გზავნილი
1. Shoti (Off)
[ 21 Oct 2013, 21:59 ]
გამარჯობა, თემაში მინდა გესაუბროთ HTML5 - ის სწორ სემანტიკურ აგებაზე. სემანტიკა თავის თავში გულისხმობს ვებ დოკუმენტში ამა თუ იმ ელემენტის შესაბამისი ტეგებით გაფორმებას. გასათვალისწინებელია ისიც,რომ სემანტიკურად სწორად აგებული დოკუმენტი კარგად მოქმედებს SEO - ზეც...



როგორც იცით HTML5 - ში რეალიზებული იქნა რამდენიმე ახალი ტეგი, რომლებსაც აქვთ სემანტიკური დატვირთვა, სწორედ ამ ტეგებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.



როცა ამ თემის დაწერა გადავწყვიტე არჩევანი მქონდა ორ ვარიანტს შორის:



პირველი - ჩამომეწერა ეს ტეგები შესაბამისი განმარტებებით.



მეორე - დამეწერა პატარა კოდი ამ ტეგების გამოყენებით და გამეფორმებინა კომენტარებით.



არჩევანი მეორეზე შევაჩერე, ვფიქრობ ცალსახაა, რომ კოდში უკეთ აღიქმება ყველაფერი. მოკლედ დავიწყოთ.



<!DOCTYPE html>
<html lang="ka">
<head>
<title>HTML5 Semantic Structure</title>
<meta charset="utf-8" />
</head>

<body>

<header><!-- header განსაზღვრავს ვებ დოკუმენტის ან/და სექციის თავს. header - ის გამოყენება მრავალჯერ შეგვიძლია დიკუმენტში სადაც იქნება საჭირო რაიმის დასათაურება -->
<nav> <!-- ტეგი <nav> გამოიყენება ნავიგაციის ასაგებად, <nav> - ტეგის გამოყენება ხშირად ხდება <footer> - ში ჩამონათვლის გაკეთების დროს -->
<ul>
<li>პირველი</li>
<li>მეორე</li>
</ul>
</nav>
</header>

<article> <!-- <article> განსაზღვრავს ბლოგ-პოსტის, კომენტარის ან კონტენტის შემადგენლობას -->

<header> <!-- აქ <header> - ის და <footer> - ის სახმარებით აღვწერე სათაური და მისი აღწერა -->
<h2>რაღაცა</h2>
</header>

<footer>
<p>ქვე რაღაცა</p>
</footer>

<section> <!-- <section> განსაზღვრავს თემატურად დაჯგუფებულ კონტენტს ამ შემთვავში ბლოგ-პოსტს -->
<p>ლორემ იპსუმ მოწაფე გარდასული სულიც ტუჩებში
<mark>ლორემ იპსუმ</mark> <!-- <mark> გამოიყენება ტექსტი ან სიტყვის გამოსაკვეთად ძირითადი ნაწილიდან -->
ფოტოებს სიიდან ფრიალით ვოლტერი დაგედებოდეს უზიარებს</p>
</section>>

</article>


<aside> <!-- <aside> ძირითადან გამოიყენება დამხმარე, მარჯვენა ან მარცხენა სვეტების ასაგებად -->
<article>
<h2>ლორემ იპსუმ</h2>
<p>ლორემ იპსუმ თვლემსო ჩაიცვით ყმადაო დანაა სათათბიროს ჩერინგს ვიტრინებზე გამიხადოს ეშმაკური.</p>
</article>
</aside>


<footer> <!-- <footer> წარმოადგენს დოკუმენტისა ან სექციის დაბოლოვებას, როგორც წესი footer ელემენტი შეიცავს მეტა ინფორმაციას მისი მშობელი სექციის შესახებ -->
<address> <!-- <address> წარმოადგენს მისი შემცველი სექციის საკონტაქტო ინფორმაციას -->
<a href="#">Shoti</a>
</address>
</footer>

</body>
</html>


პრინციპში ეს იყო რისი თქმაც მინდოა, განვიხილესავით:


<header>
<nav>
<article>
<section>
<aside>
<address>
<footer>



ვფიქრობ საკმარისია. რათქმაუნდა არანაირი პრეტენზია არ მაქვს სისრულეზე ან უშეცდომობაზე :)


მადლობთ ყურადღებისთვის :D
[Pasuxi][Cit]|
2. Shoti (Off)
[ 21 Oct 2013, 22:00 ]
ეეეე არ აქვს აზრი ასე წერას მითხარით html რა ბბ კოდში დავწერო ან თუ არ გაქვთ დაამატეთ და ისე არაქვს აზრი ამ კოდებს, ძნელად აღსაქმელია.
[Pasuxi][Cit]|
3. NEO (Off)
[ 27 Oct 2013, 19:57 ]
HTML 5 ზე ამბობენ, რომ ფლეშს გაუსწროო. მაგარია ძაან.
[Pasuxi][Cit]|
4. adanali (Off)
[ 27 Oct 2013, 21:55 ]
Shoti, პირველად ჰტმლ ჩონჩხი შეადგინე ანუ დაწერე ძირითადი ტეგები. ;)
[Pasuxi][Cit]|
5. Shoti (Off)
[ 27 Oct 2013, 21:57 ]
ციტატა: NEO ფლეში მომაკვდავია და უნდა მოკვდეს კიდეც.
[Pasuxi][Cit]|
6. Shoti (Off)
[ 27 Oct 2013, 21:57 ]
ციტატა: adanali ვერ მივხვდი რა მითხარი.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას