1. ***MaLeNa***
(Off)
[ 18 Oct 2013, 11:36 ]
უძინართა მზე — რეჟისორ თეიმურაზ ბაბლუანის 1992 წლის დრამა. როლებს ასრულებენ - ელგუჯა ბურდული (გელა), დავით კაზიშვილი (დათო), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ლევან ფილფანი, ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), იოსებ ჯაჭვლიანი, ლიკა ქავჟარაძე, თეიმურაზ კვანტალიანი, მამუკა კიკალეიშვილი და სხვები.
ფილმს იღებდნენ რამდენიმე წლის მანძილზე - 1985-1992 წლებში. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა სცენების შეცვლა და დამატებითი კადრების გადაღება. ნამუშევარი ითარგმნა რამდენიმე ენაზე - როგორც გახმოვანებით, ასევე სუბტიტრების საშუალებით (ინგლისური და გერმანული ენები).
ფრაზები ფილმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ისევე როგორც მელოდია (რიმდარირო), რომელსაც ელგუჯა ბურდულის გმირი ღიღინებს. ფილმში ხშირად ჟღერს უცენზურო ლექსიკა.
ნამუშევარი რეჟისორმა საკუთარი მამის - ასევე ექიმის - ხსოვნას მიუძღვნა.
სიუჟეტი
ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. იგი საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც.
მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ „პელეს“ მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ექსპერიმენტის დადებით შედეგზე მეტყველებს.
ჯილდოები
•ფილმს 1992 წელს მიღებული აქვს კინოტავრის მთავარი ჯილდო.
•1993 წელს იგი ასევე აღინიშნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით.
•სან-რაფაელში 1994 წელს გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი.
რუსეთის კინოაკადემიის პრიზი •„ნიკა“ - 1992 წელი, მამაკაცის საუკეთესო როლი (ელგუჯა ბურდული) და საუკეთესო სცენარი (თეიმურაზ ბაბლუანი)
რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ (ნომინაცია) - საუკეთესო რეჟისურა.
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=2046
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 18 Oct 2013, 11:43; sul 1 -jer