უსმენთ თუ არა Rock-ის მიმდინარეობას?
არა: 36%
კი: 63%
გამოკითხულია: 19
გზავნილი
1. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 21:00 ]
თვით “როკ-ენ-როლის” წარმოშობა დასავლეთში “ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციად” აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი “კულტურა” პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი,საშინელი,სასიკვდილო ცოდვებით… და ყოველივე ამის გვერდით ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულების ჩვენება… ამგვარი სიმღერების ტექსტებში მრავლადაა გმერთის საგმობი გამონათქვამები,ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. იმისათვის, რომ საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდების გონება და, რაც შეიძლება,მეტად გაავრცელონ დემონური გავლენა, სინერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ “ქვეცნობიერი ინფორმაცია”, ანუ საზარელი სიტყვები,მოწოდებები,წყევლა,რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმა ცხადყო,რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მაშინაც კი,როდესაც სიმღერა მსმენელთათვის უცნობ ენაზეა დაწერილი!
აღსანიშნავია, რომ “როკ-ენ-როლის” ყველა ავტორი “სატანური ეკლესიის” წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ანდა ახალი სიმღერის კონცერტზე გატანას აპირებენ,ისინი თავიანთი “ტაძრის” ქურუმს სთხოვენ მოაჯადოოს ეს ნაწარმოები, რათა წარმატება მოიპოვონ. ამ რიტუალის შემდეგ,როდესაც ფირფიტის “შესალოცად” უამრავ დემონს მოუხმობენ,ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა.
ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა,რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუპოვა.
მიკ ჯაგერი (“როლინგ სტოუნზის” წევრი) სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი “ხორცშესხმულ ლუციფერს” უწოდებდა.
ჯონ ლენონმა “ეშმაკის თეთრი ალბომის” საჯარო შესრულებისას თქვა: “ქრისტიანობა გადაშენდება- იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე!”
“ლედ ზეპელინის” ჯგუფის სიმღერაში “კიბე ცისკენ” მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: “მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის.”
“ბლეკ ოუკ არკანზასის” ჯგუფის სიმღერაში” როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა”, ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას კი გამოდის: “სატანა… სატანა… სატანა… იგი ღმერთია… ღმერთია… ღმერთია
[Pasuxi][Cit]|
2. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 21:00 ]
სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობასთან ერთად ქართველი ახალგაზრდების უმეტესობაც გატაცებით ისმენს როკ-ჰიპ-ბიტ-ჰარდ-პანკ მუსიკებს და ვერც კი გრძნობენ, როგორ ეხვევიან სატანის ბადეში, როგორ ნელ-ნელა ეშვებიან უფსკრულისაკენ და პირდაპირ ხახაში უცვივდებიან “გონიერ მგელს.”(სატანას)
ამის საპირისპიროდ მოგახსენებთ, თუ როგორ მკურნალობდა ავადმყოფებს ერთი ფრანგი მუსიკატმცოდნეობის დოქტორი,რომელმაც სორბონის უნივერსიტეტში გახსნა ქართული ხალხური სიმღერების კაბინეტი და ჩვენი ეროვნული ჰანგების მოსმენით კურნავდა: პანკებს, ჰიპებს, ბიგნიკებს, მაოისტებსა და სხვა დანგრეული ფსიქიკის ხალხს. ყოველი სეანსის შემდეგ პაციენტები დამშვიდებული გონებით გამოდიოდნენ კაბინეტიდან. ქართული ხალხური მელოდიებით მკურნალობის სეანსები წარმატებული იყო იმითაც, რომ ქართული ხალხური სიმღერები არა მარტო ყოფითი ხასიათის ხალხური მუსიკაა, არამედ იგი არის უძველესი ჰიმნები და საგალობლები.
დიდი ამერიკელი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი წერდა: ჩემი უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება ქართული ხალხური სიმღერებიაო.
უცხოელების საერთო აღიარებით, ქართული ხალხური მელოდიები.- ეს არის საოცარი,უნიკალური ფენომენი.
ქართულ ხალხურ სიმღერებთან დაკავსირებით, ცნობილმა პედიატრმა,პროფესორმა ირაკლი ფაგავამ თქვა: ახალშობილებში ნევროზული მოვლენების გამოკვლევებმა ცხადყო,რომ თუ ორსულობის პერიოდში დედა ხშირად ისმენს როკ-მუსიკებს, ბავშვები ავადმყოფები იბადებიან,ხოლო ის ქალები,რომლებიც ორსულობის დროს რეგულარულად ისმენენ ქართულ ხალხურ მელოდიებს,ყოველთვის ჯანმრთელ ბავშვებს ბადებენო.

წყარო : საინფორმაციო ბლოგი
[Pasuxi][Cit]|
3. patrioti (Off)
[ 25 Aug 2013, 21:03 ]
ეს ძალიან რთული თემაა, სისულელეა მათთვის ვინც Rock-ს უსმენს, რადგან ეს მუსიკა პირდაპირ ზემოქმედებს ადამინის გონებზე.

მე აღარ ვუსმენ...!!!
[Pasuxi][Cit]|
4. Mindia [Adm] (Off)
[ 26 Aug 2013, 12:28 ]
ქებაი და დიდებაი მძიმე მეტალს. :)

ეს თეორიები რაც თემაშია ზეაბსურდულია და როგორ უნდა დაიჯერო ამისი არ მესმის. :)

როკს გააჩნია თან, ლამის ათასობით მიმდინარეობა იქნება მგონი... მათ შორის ქრისტიანული როკიც.
[Pasuxi][Cit]|
5. Mon Ami [Adm] (Off)
[ 26 Aug 2013, 12:40 ]
ფანატიზმით გაჯერებული დასკვნები. .drama.

Rock-s ვუსმენ, Metalsac და აქ რა შუაშია და კლასიკასაც.

მართლმადიდებელი ვარ და არანაირი ბოროტი აზრები არ მაწუხებს და როკის მოსმენა და არ მოსმენა არაფერს არ წყვეტავს.
[Pasuxi][Cit]|
6. Eichmann (Off)
[ 26 Aug 2013, 12:55 ]
xo rocki arc me momwons. Zogierti satanistursac ki gavs.
[Pasuxi][Cit]|
7. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Aug 2013, 13:07 ]
ციტატა: Mindia :D absurdsac gaachnia. Chorikana dedakacebi birjaze rom saubroben "ui,qalo,turme ragaca mfrinavi manqana gamougoniat,tavisit dafrinavs turme qaa" - ai am donis shefasebebia pirveli posti, cicikore bidzias matareblis shemosvlis rom eshinoda sofelshi,progress moitans da saqartvelos dagupavso.
Zogadad rok musikisa da religiis dakavshireba,satanis dzieba masshi da a.sh , es aris sasuliero pirebis mier shetxzuli "bodva",radgan tavisuflebisken,shinagani protestisaken da tavis shecnobisaken mswrafi axalgazrdoba xelidan ar gausxltet, kvlav religiis klanchebshi moaqcion da daimorchilon. Nu amas axerxeben kidec garkveul fenebshi. Satana buas saxit sul kavt shesashineblad :D
[Pasuxi][Cit]|
8. IDIOTEQUE [Mod] (Off)
[ 26 Aug 2013, 13:15 ]
ჰოოო...აქ არაა ასე ადვილად საქმე :) ვიღაც მოცლილის დაწერილს ჰგავს რომელსაც თავი ციცერონი ჰგონია :) როდესაც არის მეტალი დალშე..... :))) ჯობია მეტი უსმინოთ მუსიკას და ნაკლებად იფიქროთ სამყაროს გასაჭირზე :)
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5,6,7,8,9

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას