გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 16 Oct 2013, 18:01 ]
რიჩარდ I პლანტაგენეტი (ინგლ.: Richard I Plantagenêt), ცნობილი როგორც რიჩარდ ლომგული (ფრანგ.: Richard Ie Cœur de Lion, ინგლ.: Richard I the Lionheart) (* 8 სექტემბერი, 1157, ოქსფორდი; † 6 აპრილი, 1199, შინო, საფრანგეთი) - იყო ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში. იგი ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.რიჩარდ I (1157 – 1199) – მეფედ აკურთხეს 1189 წლის 6 ივლისს. ინგლისს ის მართავდა მისი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო ნორმანდიის, აკვიტანიის, გასკონიის ჰერცოგი, ასევე ირლანდიის, კვიპროსის ლორდი, ანჯოუს მაინეს და ნანტეს გრაფი. ის ცნობილი იყო რიჩარდ ლომგულის სახელით მისი რეპუტაციისა და ბრძოლისუნარიანობის გამო. უკვე 16 წლის ასაკიდან ის თავის პირველ არმიას მართავდა. ახშობდა აჯანყებებს პოიტოუში. ის იყო ჯვაროსნების მხედართმთავარი მესამე ჯვარსნული ლაშქრობის დროს. წარმატებით აწარმოა მან ბრძოლები სალაჰ ად დინის წინააღმდეგ მაგრამ იერუსალიმის აღება ვერ შეძლო.
რიჩარდი დაიბადა 1157 წლის 8 სექტემბერს. ის მიეკუთვნებოდა სამეფო ოჯახს. მამამისი ჰენრი II იყო.
ის ჰერცოგად 1189 წლის 20 ივლისს ხოლო მეფედ ამავე წლის 3 სექტემბერს ვესტმინისტერის სააბატოში აკურთხეს. რიჩარდმა ყველა ებრაელს აუკრძალა მის კურთხევაზე დასწრება. როდესაც ჭორები გავრცელდა რო მრიჩარდი ვერ იტანდა ებრაელებს და მათი სიკვდილით დასჯა ბრძანა ინგლისის ქალაქებში დაიწყეს ებრაელების ხოცვა. მრავალი ებრაელი სასტიკად აწამეს გაძარცვეს და მოკლეს. იყო ასევე ფაქტები როდესაც მათ აიძულეს ქრისტიანობა მიეღოთ. მოკლულ ებრაელთა შრის იყო იაკობ ორლეანელ იცნობილი ებრაელი მასწავლებელი. მაგრამ რიჩარდმა ეს მასობრივი მკვლელობები მალევე შეაჩერა.
იმის შემდეგ რაც რიჩარდმა იერუსალიმის დაცემის შესახებ შეიტყო მას სურდა ლაშქრობაში მონაწილეობა მიეღო. მან და ფილიპე მეორემ გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში.
რიჩარდმა ფიცი მისცა რომ ის დაივიწყებდა მის წარსულ სისუსტეებს და წარმოაჩენდა თავს ქრისტეს ჯვრის ტარების ღირსად. მან დაიწყო ფინანსების მოგროვება რათა მოემარაგებინა ახლაი ლაშქრობა.
საბოლოოდ რიჩარდი 1190 წლის ზაფხულში გაემართა ახლო აღმოსავლეთში. მრავალნი მას აკრიტიკებდნენ მან გამეფებიდან 6 თვეში გადაწყვიტა წასულიყო იერუსლაიმის დასაბრუნებლად და მთელ იფინანსები ამ ლაშქრობას მოახმარა. მაგრამ რიჩარდმა თქვა რომ ლონდონსაც კი გაყდდა ფინანსების შესაგროვებლად თუ მყიდველს ნახავდა.
გზად რიჩარდი სიცილიაში შეჩერდა. აქ მისი და ჟოანი იყო გათხოვილი მეფე ვილიამზე. ვილიამის სიკვდილის შმედგომ კი მისი და შეიპყრეს. მან დის გათავისუფლება მოითხოვა. მოთხოვნა შეასრულეს მაგრამ ამავდროულად იქაური მოსახლეობა აჯანყდა და რიცარდს მოუხდა სიცილიის ოკუპაცია.
ასევე 1191 წლელს რიჩარდი დიდი ფლოტით შტორმშ მოხვდა და მოუწიათ კვიპროსზე შეჩერება. ფლოტის გარკვეული ნაწილი შტორმის გმაო კვიპროსის სხვა ნაწილზე მოხვდა და ისინი ისააკმა კვიპროსის მეფემ შეიპყრო. რიჩარდმა აქაც უბრძანა ისააკს ტყვეების გათავისუფლება რაც მან შეასრულა. ასევე დახმარებაც თხოვა მაგრამ ისააკმა უარი უთხრა. ამ უარის შემდეგ ისააკს მისი ბარონები შეეწინააღმდეგნენ და რიჩარდს ამოუგდნენ გვერდში.
მან მთელ იკუნძლ იდაიპყრო და გარკვეულ იხნის შემდეგ ტამპლიერთა ორდენს მიყიდა. რიჩარდმა კვიპროსში იქორწინა ბარენგარია ნავარელზე. სანჩო მეექვსე ნავარელის ქალიშვილზე.
ის აკრაში 8 ივნისს 1191 წელს ჩავიდა. მან დახმარება გაუწია გაი ლისინგნანელს. ის აკრეს აღებაში დაეხმარა მას.
მან 2700 მუსულმანი შეიპყრო და სალადინს მიწების დათმობა უბრძანა აკრის გარშემო. მაგრამ შემდგომ ყველა მუსულმანი დახოცა. მან სალადინის ძალები არსუფთან 7 სექტემბერს 1191 წელს მოახერხა. ის ცდილობდა სალადინთან მოალაპარაკება ეწარმოებინა მაგრამ პირველი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
რიჩარდი იძულებული იყო კონრად მონფერატელი ეღიარებინა იერუსალიმის მეფედ მაგრამ 1192 წელს კონრადი ჰაშაშინებმა მოკლეს სანამ მეფედ ეკურთხებოდა. რიჩარდმა გაიაზრა რომ იერუსალიმის აღების შემდეგ ის ამ ქალაქს ვერ შეინარჩნებდა და უკან დაიხია.
ის ასევე ეცადა სალაჰ ად დინის არმიის მთავარ ბაზას ეგვიპტეს დასხმოდა თავს მაგრამ ეს მცდელობაც არ გამართლდა. საბოლოდ 1192 წლის 2 სექტმებერს სალაჰ ად დინი და რიჩარდი შეთანხმდნენ.
უკან დაბრუნებისას ის ისევე მოყვა შტორმში და მის გემს მოუწია კორფუს ნაპირებთან გაჩერებულიყო. აქ ისააკი იყო მმართველი. ის ისააკი რომელიც მას კვიპროსში შეეწიანაღმდეგა. ტამპლიერად გადაცმულმა მან მოახერხა გაქცეოდა ამ კუნძლს. ის ძალაინ მძიმე გზას დაადგა.
ის ვენასთან ახლოს შეიპყრო ლეოპოლდ მეხუთემ ავსტრიის ჰერცოგმა. მან რიჩარდს კონრადის მკვლელობაშ დადო ბრალი. ასევე რიცარდმა შეურაცყოფა მიაყენა ლეოპოლდს როდესაც მისი სტანდარტი აკრას კედლებიდან ჩამოხსნა. ის ევროპაშ პილიგრიმად იყო გადაცმულ იამგრამ იგი სამეფო ბეჭედმა გათქვა. ჰერცოგს ის ტყვეობაში ყავდა დურნშტაინის ციხეში. მან საპყრობილეში ყოფნის დროს დაწერა ნაწარმოები რომელიც მის ნახევარ დას მიუძღვნა. ჰერცოგმა ის წმინდა რომის იმპერატორს ჰენრი მეექვსეს გადასცა ქალაქ სპეიერში. ჰენრის ფული ჭირდებოდა ასე რომ რიჩარდი დაიტოვა და გამოსასყიდი მოითხოვა. საბოლოოდ 1194 წელს რიჩარდი გაათავისუფლეს.
რიჩარდი 1199 წლის 6 აპრილს დედამის ჩააკვდა ხელებში. მისი გული როუენში დაკრძალეს. დანარჩენი ნსხეული კი ჩალუსში სადაც ის გარდაიცვალა.



blogspot.com


[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას