1. LILITH
[Mod] (Off)
[ 16 Oct 2013, 17:54 ]
ჩინგიზ-ყაენი, ჩინგის ყაენი, ჩინგისხანი, ასევე თემუჩინი (IPA: [ʧiŋgɪs χaːŋ], მონღ.: Чингис Хаан, ჩინ.: 成吉思汗 Chèngjísī Hàn, თურქ.: Chengez Khan); (*~1162 - 18 აგვისტო, 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად
ჩინგისხანი(დაბადებით თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა(მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს).
ვიკიპედია
დოკუმენტური ფილმი თემუჩინზე
http://www.myvideo.ge/?video_id=1892296
[Pasuxi][Cit]|
2. LILITH
[Mod] (Off)
[ 16 Oct 2013, 17:57 ]
არ შეიძულო სუსტი ნაშიერი – ის შეიძლება ვეფხვის შვილი აღმოჩნდეს', – ამბობს მონჰოლური ანდაზა. ბიჭმა ტემუჯინმა, რომელსაც მოუწევს ჩინგისხანი გახდეს, ნახევარი მსოფლიოს მმართველი, შიმშილი, დამცირება და მონობა გადაიტანა. მასზე ნადირობდნენ, მას აწამებდნენ და ღაატობდნენ. ის ცოცხალი გადარჩა, თუმცა ეს შეუძლებელი ჩანდა. მისი ძალა, ჭკუა და ცხოვრების სურვილი შეუდარებელია ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებთან. მას ბორტეს სიყვარული უჭერდა მხარს, პირველი და საყვარელი ცოლის, რომელიც მას ვერავინ წაართვა.
[Pasuxi][Cit]|