გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 16 Oct 2013, 17:34 ]
ჰორაციო ნელსონი (ინგლ. Horatio Nelson; დ. 29 სექტემბერი, 1758, ნორფოლკი, ინგლისი – გ. 21 ოქტომბერი, 1805, ტრაფალგარის კონცხი, ესპანეთი) — ინგლისის ფლოტის ადმირალი. მონაწილეობდა ამერიკის რევოლუციურ ომებში, ასევე იბრძობა საფრანგეთის რესპუბლისა და ნაპოლეონის იმპერიის წინააღმდეგ. 1798 წელს აბუკირთან გაანადგურა ფრანგების ფლოტი, რომელმაც ბონაპარტის საექსპედიციო არმია ჩაიყვანა ეგვიპტეში. 1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან გაანადგურა ფრანგულ–ესპანური ფლოტი, რითაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაპოლეონის განზრახვას, რომ დესანტი გადაესხა ბრიტანეთში, თუმცა თავად შეეწირა ამ ბრძოლას. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით და საზღვაო ბრძოლების წარმართვის საოცარი უნარით.
მასზე გლოვის ნიშნად ინგლისელმა მეზღვაურებმა ქუდებზე შავი ზონარები დაიმაგრეს. ამის შემდეგ ეს ორი ზონარი სამუდამოდ იქცა მეზღვაურთა ქუდების აუცილებელ ატრიბუტად. გემი HMS Victor, რომელზედაც იმყოფებოდა ნელსონი ტრაფალგართან ბრძოლის დროს, ინახება ინგლისში, როგორც ეროვნული რელიკვია. ლონდონში, ტრაფალგარის სკვერში აღმართულ მაღალ სვეტზე დადგმულია ნელსონის ძეგლი, რომელიც ზღვას გაჰყურებს.


ჰორაციო ნელსონი დაიბადა 1758 წლის 29 სექტემბერს პატარა სოფელ ბურნემ თორპში, ნორფოლკი, ანგლიკანი პასტორის ედმუნდ ნელსონისა და კატრინ სუკლინგის ოჯახში. ის იყო მეექვსე, წყვილის 11 შვილიდან. 1767 წლის 26 დეკემბერს კატრინი გარდაიცვალა და ედმუნდს რვა შვილი დარჩა გასაზრდელად. 10 წლის ასაკში ის ნორვიჩის საშუალო სკოლაში შეიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ველშამში სირ ჯონ პასტონის სახელობის სკოლაში. ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ დის სიკვდილის შემდეგ, ჰორაციოს ბიძა, მორის საკლინგი ედმუნდს შეპირდა, რომ მის ერთ-ერთ ვაჟს თავად უპატრონებდა. ეს სურვილი სწორედ ჰორაციომ გამოთქვა 12 წლის ასაკში, მაშინ როდესაც საკლინგი HMS Raisonnable-ის კაპიტნად დაინიშნა. მართალია ჰორაციო ფიზიკურად სუსტი იყო, თუმცა საკლინგს მის თხოვნაზე უარი მაინც არ უთქვამს. მალევე მას ნელსონს ზღვის ავადმყოფობა აღმოაჩნდა, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ტანჯავდა.


საზღვაო ოპერაციებთან მის პირველს ნათლობად მიიჩნევა ფოლკლენდის კუნძულების მფლობელობასთან დაკავშირებული დავა ინგლისსა და ესპანეთს შორის. მაშინ HMS Raisonnable ფოლკლენდის კუნძულებისკენ გაგზავნეს, თუმცა სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარა, რადგან ორმა სახელმწიფომ ურთიერთობები მოაგვარა. ამ ინციდენტის შემდეგ კაპიტანი საკლინგი დანიშნეს HMS Triumph-ის კაპიტნად და პატარა ჰორაციომაც ამ გემზე გადაინაცვლა. იმის გამო, რომ HMS Triumph-ს დავალებული ჰქონდა ტემზის დაცვა, საკლინგმა ჰორაციო ერთ-ერთ მეზღვაურს, ჯონ რესბოუნს გააყოლა სავაჭრო მოგზაურობაში გამოცდილების შესაძენად. 1772 წლის ივლისში, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ნელსონი კვლავ HMS Triumph-ს დაუბრუნდა, თუმცა არც აქ დაჰჰო დიდი დრო. იმ პერიოდში მან შეიწყო, რომ ეწყობოდა მოგზაურობა ჩრდ. პოლუსის მიმართულებით. ექპედიციისთვის, რომელსაც მეთაურობდა კონსტანტინ ფიპსი, შეირჩა ორი გემი, HMS RACEHORSE და HMS Carcass. ნელსონი ამ უკანასკნელის კაპიტანი ლუთვიჯის სამსახურში შევიდა, როგორც კაპიტნის პირადი ნავის მესაჟედ. ექსპედიციამ ინგლისი 1773 წლის 4 ივნისს დატოვა. ის ჩრს. პოლუსს ათ გრადუსზე მიუახლოვდა, თუმცა შემდეგ ვერ შეძლო ყინულში გზის გაკვალვა, რის გამოც უკან ინგლისში დაბრუნდა იმავე წლის სექტემბერში.
დაბრუნების შემდეგ, ბიძამისის დახმარებით, ჰორაციო ოცქვემეხიან HMS Seahorse-ზე განამწესეს, რომელსაც კაპიტარი ფარმერი მართავდა. გემი ინდოეთისკენ მიემართებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნელსონი სამხედრო გემზე ოფიცრის ჩინით მსახურობდა. გემმა მოგზაურობა ინდოეთისკენ 1773 წლის 19 ნოემბერს დაიწყო და 1774 წლის 25 მაისს მადრასში ბრიტანელების ავანპოსტს მიაღწია. ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა ნელსონმა პირველ სამხედრო დაპირისპირებაში. 19 თებერვალს მაისურის სამეფოს მმართველ ჰაიდარ ალის წინააღმდეგ ომში გემს თავს დაესხა მტრის ორი ხომალდი, რომლებიც მან ჯერ მოიგერია, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ერთ-ერთი გემი ჩაიგდო ხელში.


1793 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაწყებული ხანგძლივი ომის დროს ნელსონის მიერ ჩატარებული საზღვაო ოპერაციები სამხედრო ხელოვნების კლასიკურ ნიმუშებადაა მიჩნეული. საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში ნელსონმა ჯერ თვალი, შემდეგ კი მარჯვენა ხელი დაკარგა.
დანიის ნაპირებთან გამართული საზღვაო ბრძოლის დროს მას ოფიცრებმა შეატყობინეს, რომ მისი გაბედულებით შეცბუნებული ინგლისის გაერთიანებული ესკადრის ხელმძღვანელობა საზღვაო ნიშნებით (დროშის ფიალით) უბრძანებს შეწყვიტოს ბრძოლა და გემები ღია ზღვაში გაიყვანოს. წარმატებაში დარწმუნებულმა ნელსონმა ჭოგრი ამოგდებული თვალის ბუდესთან მიიტანა, მეორე თვალი მოხუჭა და განაცხადა – ვერ ვხედავ, თუ მანიშნებენ რამესო. მან ბრძოლა განაგრძო, საომარი ოპერაცია ინგლისელთა ბრწყინვალე გამარჯვენით დამთავრდა.


1805 წელს ტრაფალგართან საზღვაო ბრძოლაში ნელსონმა გაანადგურა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის ესკადრა და ესპანეთის ფლოტი. ამ ბრძოლაში იგი დაიღუპა კიდეც.


მისი ბოლო სიტყვები გახლდათ "და აი,მეც მომკლეს" )



[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას