1. Mana Sama(Off) [ 16 Oct 2013, 16:39 ]
განახლებულ ფორუმში ბრუნდება ფორუმის სავიზიტო საფეხბურთო თამაში PROGNOZISTI , რომელმაც რამდენჯერმე უკვე მოიპოვა ფორუმის წლის საუკეთესო თემის ტიტული.
თამაშის მსურველებმა პლუსი დაუწერეთ თემას და გაწევრიანდით ამ ჯგუფში PROGNOZISTI
ვინც ახალი მოთამაშეა და არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ პროგნოზისტი ეს არის საფეხბურთო თამაში მონეტებზე, სადაც უნდა გამოიცნოთ ჩემს მიერ შემოთავაზებული მატჩების პროგნოზები.
დაწვრილებით წესებს შემოგთავაზებთ შემდეგ პოსტში
პოსტი 2: თამაშის წესები
პოსტი 3: ქულების დათვლის წესები
პოსტი 4: მონეტების ფონდი
პოსტი 5: ვირტუალური მედლების რეიტინგი
პოსტი 6: 10 ტურიანი ჩემპიონატის რეიტინგი [Pasuxi][Cit]|
2. Mana Sama(Off) [ 16 Oct 2013, 17:00 ] თამაშის წესები
თამაშის წამყვანი (მე: Mana Sama) ყოველ დღე შემოგთავაზებთ 3 მატჩს, მოთამაშეებმა კი უნდა ეცადოთ გამოიცნოთ მაქსიმალურად ზუსტი ანგარიში შემოთავაზებული მატჩების.
ამისთვის აუცილებელია დაიცვათ თამაშის შემდეგი წესები:
1. თამაშის მსურველებმა თემას დაუწერეთ პლუსი.
2. თამაშის მსურველები გაწევრიანდით პროგნოზისტისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში PROGNOZISTI
3. აღნიშნულ თემაში აკრძალულია ისეთი პოსტების დაწერა, რომლებიც არ შეიცავს თამაშის პროგნოზს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ბანს. სასაუბროდ გამოიყენეთ ეს თემა სფთ სასაუბრო
4. აკრძალულია პოსტის რედაქტირება, დარედაქტირებული პოსტის შემთხვევაში მთლიანად უქმდება პროგნოზი და პოსტის ავტორს არ ჩაეთვლება ქულები.
5. არ მიიღება დაგვიანებული პროგნოზი, მატჩის დაწყების დროდ მითითებულს თუნდაც 1 წუთით გადაცილებული პროგნოზი ავტომატურად უქმდება და აღნიშნულ მატჩში მოთამაშე მიიღებს 0 ქულას
6. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თამაშში მოქმედებს fair play პრინციპი, ასე რომ, თუ რომელიმე მოთამაშე, მიზანმიმართულად დაიწყებს მდევრის პროგნოზის დაკოპირებას, იმ იმედით, რომ ის მას ვერ დაეწიოს, ეს უსინდისო მოთამაშე მოიხსნება გათამაშებიდან [Pasuxi][Cit]|
3. Mana Sama(Off) [ 16 Oct 2013, 17:24 ] ქულების სისტემა
1. თუ თქვენ ზუსტად დასვით ანგარიში - 3 ქულა
2. თუ თქვენ გამოიცანით გამარჯვებული გუნდი და ბურთების სხვაობა, ასევე ფრე, მაგრამ ვერ გამოიცანით ზუსტი ანგარიში - 2 ქულა
3. თუ თქვენ გამოიცანით გამარჯვებული გუნდი, მაგრამ ვერ გამოიცანით ანგარიში და ბურთების სხვაობა - 1 ქულა
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მას, ვინც ბოლო ტურში მოიპოვა მეტი ქულა, ხოლო თუ ესეც თანაბარი იქნება, მაშინ მას, ვისაც მეტი პოსტი ექნება ფორუმში
იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული რომელიმე მატჩი გადაიდო ან ჩაიშალა, შემდეგ ტურს დაემატება ბონუს მატჩი ამ გაცდენილის სანაცვლოდ, ხოლო თუ ეს მოხდება 10/10 ტურზე, მაშინ დაინიშნება ბონუს ტური [Pasuxi][Cit]|
4. Mana Sama(Off) [ 16 Oct 2013, 17:49 ] მონეტების ფონდი
6. Mana Sama(Off) [ 16 Oct 2013, 17:50 ] 10 ტურიანი ჩემპიონატის რეიტინგი
9/10 ტურის შემდეგ:
LesTaT 28
Mana Sama 20
Mindia 20
GI0 19
MESUT OZIL 18
Lion 16
Mon Ami 16
LoOoL 15
DaDa 11
AC MILAN 1 [Pasuxi][Cit]|
__________ bolo redaqtireba 28 Oct 2013, 1:54; sul 8 -jer
7. Mana Sama(Off) [ 18 Oct 2013, 20:08 ]
1/10 turi, vdebt shemdeg matchebze:
18:00 Manchester United -:- Southampton
20:00 Valencia -:- Sociedad
22:00 Montpellier -:- Lille [Pasuxi][Cit]|