გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 15 Oct 2013, 15:32 ]
რაც უფრო ვიზრდებით, თანდათან ვაცნობიერებთ რაოდენ ნაკლებად მნიშვნელოვანია გყავდეს ბევრი მეგობარი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი იპოვო ნამდვილი მეგობარი. “ნამდვილი მეგობარი კი ისაა, ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ, როცა შენ სიტყვები გავიწყდება.”

ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრების გარეშე ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობისთვის კი ორი რამ არის მთავარი. პირევლი _ იპოვო მსგავსებები შენსა და შენს მეგობარს შორის და მეორე _ პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ გაგების უნარი. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. კიდევ ერთი რამ რაც მართლაც აუცილებელია ეს არის პრობლემების ერთად გადაჭრის უნარი.მეგობარმა უნდა გაგიგოს რადგან გაგება ცნობაზე ღრმაა.უამრავია ისეთი ადამიანი რომელიც გიცნობს მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც გაგიგებს.

მეგობარი ხომ ის ადამიანია ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ადამიანი ვინც თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ სინამდვილეში ერთადერთი გზა იმისთვის რომ ურთიერთობამ დიდი ხნის მანძილე მოგვანიჭოს ბედნიერება ისაა, რომ არამხოლოდ ჩვენ მივიღოთ რამე ამ ურთიერთობიდან, არამედ უნდა გავცეთ კიდეც. ნამდვილი მეგობრები ყველაფერს გაძლევენ რაც შეუძლიათ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ნამდვილი მეგობრობისთვის.

კომუნიკაცია კი საუკეთესო საშუალებაა იმისთივის რომ გაუგო და დაეხმარო მეგობარს. მეგობართან გახსნილი უნდა იყო და თქვა სიმართლე, რადგან ურთიერთობა ვერასოდეს გაგრძელდება დიდხანს თუკი ის ტყუილზეა დაფუძნებული. როცა ვინმე შეცდომას უშვებს, უმჯობესია არ გაბრაზდე და აპატიო, უნდა იყო ძლიერი, მაჰათმა განდის მიხედვით “სუსტი ვერასოდეს გაპატიებს. პატიება ძლიერის თვისებაა.” უნდა გაიხსენო ყველა ის კარგი რამ რაც მას აქამდე შენთვსი გაუკეთებია, რადგან ნამდვილ მეგობრის პოვნა სწორედ უთანხმოებისას გამოსვლის პოვნისა და პრობლემების ერთად გამკლავების დროსაა შესაძლებელი. მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელი არამარტო პრობლემების განსახილველადაა, არამედ დადებითი ემოციების გადმოსაცემადაც. როდესაც მეგობრები ერთმანეთს თავიანთ გრძნობებსა და იდეებს უზიარებენ, ისინი თავს ბევრად უკეთ გრძნობენ.

ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. ადამიანის შეცვლის მცდელობა არასოდეს მუშაობს. ჰაბარდის გამონათქვამიც ადასტურებს, რომ ” მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.” თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ.

ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის სჯერათ. ნდობის გარეშე ურთიერთობაც არ იარსებებდა.მეგობრის თითოეული სიტყვის მოსმენა და გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ძველი ანდაზაც გვიდასტურებს რომ ” გულწრფელი პასუხი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია,” გასაჭირში მყოფთ ხშირად სჭირდებათ რჩევები, მაგრამ ზედმეტად რჩევებითა და გაფრთხილებებით თავის მობეზრებაც არ არის მიზანშეწონილი. მათ ხშირად უბრალოდ დრო სჭირდებათ ფიქრისა და პირობების შესრულებისათვის, რადგან ნამდვილი მეგობრის სიტყვა ყველაფერზე ძვირფასია და მას იმედი არ უნდა გაუცრუო, რადგან საუკეთესო გრძნობაა როცა ვინმესთვის რამეს ნიშნავ. “მეგობარს ხომ შეუძლია გითხრას ისეთი რაღაცები, რაც შენ არ გინდა რომ უთხრა საკუთარ თავს.”

ასე რომ, ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრის პოვნა,კიდევ უფრო ძნელი მისი დაკარგვა, ხოლო შეუძლებელია მისი დავიწყება! და თუკი შეძლებ და იპოვი ასეთ ადამიანს, ეს იგივეა რაც უძვირფასესი განძი გეპოვნოს.”მეგობარი ის არის, ვინც მობრუნდება შენსკენ როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ.” მეგობრობა ბევრ რამეს მოიცავს.იმისათვის რომ გყავდეს მეგობარი, ჯერ თვითონ უნდა იყო მეგობარი. ერთი შეხედვით კი ამ სახელის ტარება ძალიან იოლი ჩანს, მაგრამ ეს ასე იოლი არაა. მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ნამდვილი მეგობარი. “კარგი მეგობრები კი ვარსკვლავებივითაა, ყოველთვის ვერ ხედავ მათ, მაგრამ იცი, რომ მუდამ შენს გვერდით არიან.” მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია.ეს ბუნების წესია გყვადეს მეგობარი და გადარჩე!!!

მშვენიერი წერილია მეგობრობაზე.

ავტორი სოფო ჯოლია






გყავთ ნამდვილი მეგობრები? რას ფიქრობთ ამ თემაზე? გამოთქვით თქვენი აზრი)
[Pasuxi][Cit]|
2. T E M O (Off)
[ 15 Oct 2013, 15:42 ]
Rogorc aseti namdvili megobari adamians mxolod erteulebi sheidzleba hyavdes. Yvela vinc megobrobas ificeba ver iqneba namdvili megobari. Amastanave lxinshi 100 megobari sheidzleba gyavdes mwuxarebis jams ki mxolod 1 an 2. Mashin gaigeb vin aris megobari da vin ibralebs megobrobas.
[Pasuxi][Cit]|
3. Nodar Sikharulidze (Off)
[ 15 Oct 2013, 16:43 ]
Ravici, axali raferi ar wamikitxavs am temashi, erti megobari myavs, ramodenime wlis win gadamdebi daavadeba chirda da aravin ar ikarebda, saxlidaac agar gamodioda, mxolod me davdiodi mastan da agmochnda rom kargi imuniteti mqonia, 3 welia mxolod skaipshi vxedav, rusetshi wavida, magram male chamova. Aris kide erti adamiani romelsac agar vtvli megobrad, sheidzleba man es ar icis magram ar mainteresebs, vecade shemenarchunebina urtiertoba magram misi bralia, mokled 360 gradusit shetrialebuli iyo chemi xasiatebidan, arasworad moiqca bevrjer chems winashe da is rac kargi gauketebia chemtvis gadawona, adre sxvanairi iyo, ram shecvala ase ar vici. Iseti ragaceebi gamiketebia mistvis sakutari tavistvis rom damchirveboda ar gavaketebdi. Icis rom nawyeni var masze, magram sul sxva ragacaze hgonia, am oris garda kide myavs ramodenime nadvili megobari, romeltanac me arc ki mifiqria daaxloeba mattan, magram roca shemagnebines ro mattvis mnishvnelovani adamiani var, chemtvisac mnishvnelovani gaxdnen.
[Pasuxi][Cit]|
4. LEOENA (Off)
[ 17 Oct 2013, 17:28 ]
ადრე ვფიქრობდი რომ ბევრი ნამდვილი მეგობარი მყავდა, მაგრამ უეცრად პრობლემებს რომ შევეჩეხე..აი მაშინ მივხვდი რომ ნამდვილი მეგობრაი მარტლაც რომ არმყოლია..ვისაც მეგობარს ვუწოდებდი, თურმე ნაცნობებზე შორეულები ყოფილან...
[Pasuxi][Cit]|
5. GERMANNE (Off)
[ 17 Oct 2013, 17:39 ]
როგორც ამბობენ: "გამარჯვებულს- ბევრი მეგობარი ჰყავს,
და დამარცხებულს-ნამდვილიო ".
სწორედ ასეა!
ბევრი სანაცნობო წრე მყავს, მაგრამ ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი :)
მათ შორისაა, 2 გოგონა, რომელთან ერთადაც გავიზარდე და ფაქტობრივად 22 წელია ერთად მოვდივართ :)
1 კლასელი გოგონა
და 2 მეგობარი ბიჭი :)
[Pasuxi][Cit]|
6. Georgia80 (Off)
[ 17 Oct 2013, 17:43 ]
Megobroba... Ooo rtuli temaa... Araa dges mtlad kargad mag mxriv saqme
[Pasuxi][Cit]|
7. B I B I (Off)
[ 18 Oct 2013, 22:26 ]
megobrebi. Me namdvili megobrebi myavs dges gverdit. Sxva urtiertobebi, drom da shechirvebam gamocada. Chems gverdit dzalian kargebi arian da madloba mat :)
[Pasuxi][Cit]|
8. angel of death (Off)
[ 18 Oct 2013, 22:32 ]
Namdvili Ori Mxolod. nu sazmakacoc. Magram drom achvena vin razea camsvleli.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას