1. LILITH
[Mod] (Off)
[ 13 Oct 2013, 22:06 ]
ავსტრიელი მწერლის ზახერ მაზოხის სახელი ცნობილია მათთვისაც კი, ვისაც თვალითაც არასოდეს უნახავს მისი თხზულებები. ეს განპირობებულია სიტყვა „მაზოხიზმით“, რომელიც სწორედ მწერლის გვარიდანაა ნაწაემოები, მაგრამ ვინ არის ვანდა ფონ დუნაევა? მაზოხის მკითხველებმა იციან, რომ იგი მაზოხის ყველაზე განთქმული რომანის – „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერები“ – მთავარი გმირი გახლავთ. თუმცა, ამ სახელით რეალური პიროვნება – მწერლის მეუღლეც სარგებლობდა, რომლის ნამდვილი სახელიც ავრორა ფონ რიუმელინი იყო.
ავრორა ავსტრიის ქალაქ გრაცში დაიბადა, სადაც პოლიციის უფროსი იმ ხანად თავად, ზახერ-მაზოხი იყო, რომლის ვაჟიც – ლეოპოლდი, როგორც ამბობენ, დანიშნული იყო თავის ბიძაშვილზე – პოლონელ მზეთუნახავზე .ნიშნობა მალე ჩაიშალა, ისევე როგორც წინამორბედი არაერთი ნიშნობა. ამაი გასაკვირი არაფერი იყო ამბობდნენ, ლეოპოლდს ნებისმიერი ქალის მოხიბლვა შეეძლო. ქალები მუდამ კუდში დასდევდნენ მას, მისი თაყვანისმცემლები საოცარი სილამაზით, მოხდენილობით გამოირჩეოდნენ და ღვთის წყალობით, არც ჭკუა აკლდათ ხოლმე. ავრორა ოცნებობდა ზახერ-მაზოხისთან დაახლოებაზე, მაგრამ არა დროებით, არამედ სამუდამოდ. ყველაფერი წერილით დაიწყო, „დოქტორო ! – სწერდა ავრორა თავის კერპს – ჩემში ბობოქრობს დემონი !.. რაღაც ძალა მაიძულებს, წარმოგიდგინოთ თქვენ, სურვილითა და ტკივილით შეპყრობილი, ჩემს ფერხთით“. ზახერ – მაზოხი სასწრაფოდ გამოეხმაურა და წერილში აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იდეალი იპოვა. როგორც ცნობილია, ზახერ – მაზოხს ორი იდეალი ჰყავდა: ერთი – კეთილი ქალის სახება, რომელსაც დედამისი, ჭეშმარიტად კეთილშობილი და ამაღლებული ქალბატონი განასახიერებდა და მეორე – ბოროტი, ამგვარი ქალების ჩამოყალიბებას მისი აზრით, იმჟამინდელი აღზრდის მეთოდი უწყობდა ხელს, რომელიც ქალს აიძულებდა, ყოფილიყვნენ მატყუარები და ბოროტები…ზახერ – მაზოხს იმედი არ ჰქონდა, რომ ოდესმე დედამისისნაირ ქალს შეხვდებოდა, ამიტომ ურთიერთობას ამჯობინებდა ბოროტთან, რადგან ის თავის სიუხეშეში , ეგოიზმსა და ქვენა გრძნობებში მაინც იქნებოდა გულწრფელი. აი, ასეთ იდეალზე საუბრობდა ზახერ – მაზოხი თავის წერილში. ავრორა გაჭირვებაში იყო გაზრდილი, რადგან მამამისმა გაკოტრების შემდეგ , ოჯახი მიატოვა. იგი ხელთათმანების კერვით ირჩენდა თავს. ავრორამ იცოდა, რომ ზახერ – მაზოხის სისუსტეს ბეწვეული წარმოადგენდა, ამიტომ მან გაბედული ნაბიჯი გადადგა ერთადერთი შეხვედრის შემდეგ ( მაშინაც ვუალი არ აიწია ) : ის დათანხმდა, ლეოპოლდისაგან საჩუქარად მიეღო ყარყუმის ბეწვით გაწყობილი წითელი კოფთა. აქედან მოყოლებული , იგი წერილებს, „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერების“ გმირს, ვანდა დუნაევას სახელს აწერს და საერთოდ ამ სახელით სარგებლობს… შემდეგ ვანდამ გაზეთის მეშვეობით შეიტყო, რომ ზახერ – მაზოხი ფილტვების ანთებით მძიმე იყო ავად. გოგონამ ლეოპოლდს მისწერა, რომ მისი მონახულება სურდა, თუნდაც იმავე დღის ხუთ საათზე. პასუხს არ დაუხანებია: „დღეს ხუთ საათზე დედამიწის ზურგზე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები“ ვანდა კრაველის ბეწვით გაწყობილ ჟილეტსა და შავ აბრეშუმის კაბაში გამოეწყო და სტუმრად გაემართა. ზახერ – მაზოხი მამასთან და ძმასთან ერთად ქალაქის ცენტრში , იმ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, რომელიც მთელი ქალაქისთვის იყო ცნობილი. ბინაში კატების სუნი იდგა – ზახერ – მაზოხს განსაკუთრებით უყვარდა ეს ცხოველი ( იგი მიიჩნევდა, რომ ქალი, რომელიც ატარებს ბეწვს, სხვა არაფერია თუ არა დიდი კატა). ვანდას დანახვაზე ზახერ – მაზოხმა მის წინ დაიჩოქა და აღნიშნა, რომ წერილების სერიოზული და მკაცრი ტონის მიხედვით, ასეთი საყვარელი სახის ნახვის იმედი, ნამდვილად არ ჰქონდა. წერილების „სერიოზული და მკაცრი“ ტონი განპირობებული იყო იმით, რომ ვანდას სურდა მწერლის იდეალთან მიახლება. ის იდეალი კი „ბეწვეულში გამოწყობილი ვენერების“ გმირი – ვანდა დუნაევა გახლდათ, რომელიც საკუთარ სატრფოს უმოწყალოდ შოლტავდა და ამით თავად მასვე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ( ზახერი დარწმუნებული იყო, რომ ტანჯვა, სიამოვნებად იქცეოდა, თუ მას მშვენიერი ქალის ხელით განიცდიდა, რადგან ქალი ყოველივე დემონურის ცენტრს წარმოადგენდა). საქმე შოლტამდეც მივა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება, ჯერჯერობით კი მწერალი ზახერ – მაზოხი მეურვეობს ლიტერატორ ვანდას: და მისი პატარა თხზულებები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე. იგი აცნობს მას მწერლებსა და მხატვრებს, აგრეთვე ხელოვნების საიდუმლოებებსაც აზიარებს.
1873 წლის 13 ოქტომბერს ქალაქის გაზეთში ქვეყნდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ცნობილმა მწერალმა ზახერ-მახოხმა და ბარონესა რიუმელინმა ჯვარი დაიწერეს. მისი ქალიშვილობის გვარის წინ ბარონესას ტიტულის გამოჩენამ ყველაზე მეტად თავად ავრორა გააკვირვა, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მისი მეუღლის ოინი იყო.
მალე წეევილს პირველი შვილიც შეეძინა. ვანდას გასაკვირად, ლეოპოლდი საოცრად მზრუნველი და მოპსიყვარულე მამა აღმოჩნდა, თუმცა მას ამ გრძნობით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ბავშვი სულ მალე გარდაიცვალა. ზახერ-მაზოხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ღვთის წყალობით, მალე მეორე შვილიც შეეძინა. თუმცა სხვაგვარი სიურპრიზებიც იყო ვანდას ცხოვრებაში. მაგალითად, მწერლის საწერ მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმული მისი საყვარლისა და საცოლეების უამრავი ფოტოსურათი იყო მოთავსებული. ვანდალ თავის წიგნში წერდა: “მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე მამაკაცის ცხოვრების შევსებასაც კი სულ თავისუფლად შეძლებდა”.
თანდათან ვანდალ რწმუნდებოდა, რომ მისი ქმრის ტხზულებაში აღწერილი სისასტიკე მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი კი არ გახლდათ, არამედ ეს იყო ის, რასაც მისი მეუღლე ქვეშეცნეულად მიელტვოდა. ხანდახან იგი ასეთ თამაშობებს წამოიწყებდა ხოლმე: ქურქებში გამოწყობილი ცოლი და მოახლე საბრძოლო ყიჟინით ოთახებში დასდევდნენ მწერალს იჭერდნენ მას და მისსივე მოთხოვნით თოკებით აბამდნენ და განაჩენიც გამოჰქონდათ. თუმცა თვით განაჩენის აღსრულება ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე. ვანდალ წერს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ლეოპოლდის დაჟინებული მოთხოვნით “განაჩენი” სისრულეში მოიყვანეს დამ ის მიერვე წინასწარ მომზადებული თოკებით მწერალი მოახლემ გაროზგა. ცოლი დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას ქმრის მოთხოვნას, მაგრამ ის იმდენად დაჟინებული იყო, რომ ბოლოს დათანხმდა. მეორე დღეს ქალბატონმა მოახლე დაითხოვა და ჯალათის როლი თავადვე იკისრა მორჩილად.
“მე თითქმის ყოველდღე მიწევდა ქმრის ცემა. თავდაპირველად საშინელი ზიზღის გრძნობა მეუფლებოდა, მაგრამ შემდეგ თანდათან შევეჩვიე”. ზახერ-მაზოხის უცნაური ფანტაზიები თანდათან უფრო და უფრო შორს მიდიოდა. როცა დაინახა, რომ ცოლი მის მოთხოვნებს ემორჩილებოდა, მან სხვადასხვაგვარი შოლტი და მათრახი შეუკვეთა, ზოგიერთი მათგანი ლურსმნებიანიც კი იყო.
წლების შემდეგ, ავსტრიელმა ფსიქიატრმა რ. კრაფტ-ებინგმა შემოიღო ტერმინი “მაზოხიზმი” ,რომელიც მწერლის გვარიდან იყო ნაწარმოები. ტერმინი, რომელიც თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა, გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ ტანჯვასაც. შესაძლოა, მორალურ ტანჯვას უფრო მეტადაც კი.
ლეოპოლდი ფიქრობდა ,რომ “საყვარელი ქალის ღალატში იმალებოდა, რაღაც მკივნეულად მშვენიერი ავხორცი გრძნობა”. მან ერთ მშვენიერ დღეს თავის მეუღლეს გამოუცხადა, რომ მისთვის უნდა ეღალატა და ცოლისთვის საყვარლის შერჩევა თავადვე იკისრა. მან გაუმხილა ვანდას, რომ ვინმე შტაუდენგეიმი მასზე შეყვარებული იყო. “რა მშვენიერი წყვილი გამოვიდოდა თქვენგან!” – მეოცნებე სახით წარმოთქვა მან. ვანდალ ამან ძალზე განარისხა და ქმარი გაკიცხა. ლეოპოლდი მის გადარწმუნებას შეეცადა და ჰკითხა: “ ნუთუ შტაუდენგეიმისნაირი ლამაზი მამაკაცის კოცნა შენთვის ჩემსაზე ნაკლებსასიამოვნო იქნება?!” – “დიახ. – უპასუხა ცოლმა. – რადგან მე თქვენ მიყვარხართ და არა იგი”. ვანდას თავისი უცნაური, ხშირ შემთხვევაში აუტანელი ქმარი მართლაც ძალიან უყვარდა. მისი თქმით, იგი კეთილი, ზრდილობიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი და ამასთანავე, საურთიერთოდ საოცრად უშუალო ადამიანი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა, არც ძუნწი იყო , პირიქით მთელი თავისი ქონების განკარგვა, სწორედ ცოლს მიანდო; ერთადერთი ის თანხა დაიტოვა, რომლითაც ისევ ცოს დროდადრო ბეწვეულს აჩუქებდა ხოლმე.
ქმრის ამ გაუგონარი მკრეხელური წინადადების შემდეგ, ვანდას ერთი კითხვა დაებადა. მეუღლე, რომელიც აღმერთებდა მას, ნუთუ არ ეჭვიანობდა მასზე?”დიახ, მე საშინლად ვეჭვიანობ. – გააკვირვა ცოლის გულუბრყვილობამ ლეოპოლდი. – როცა შტაუდენგეიმი გეამბორა, თითქოს გული გამიჩერდა. ჩემთვის ეს აუტანელი სატანჯველი იყო, მაგრამ ამ ტანჯვაში მე ისეთი სიამოვნებაც აღმოვაჩინე, რომლის მსგავსიც არასოდეს განმიცდია”.
ყოველივე ეს ვანდას სწორედ მაშინ დაატყდა თავს, როდესა ის კიდევ ერთი მშობიარობისათვის ემზადებოდა. მან მეუღლეს მტკიცე უარი განუცხადა, მაგრამ როგორც იგი იგონებს, ქმარი გამუდმებით სთხოვდა, ეხვეწებოდა და ემუდარებოდა ეღალატა მისთვის. ეს იმდენად მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, რომ ბოლოს და ბოლოს იგი დათანხმდა.
ზახერ-მაზოხი ცოლისთვის ახალი საყვარლის კანდიდატურის ძებნას შეუდგა. იგი ვანდას სახელით აქვეყნებდა წერილებს გაზეთში. ავანტიურის მოყვარული ადამიანების ბარათებსაც თავად სცემდა პასუხს… ბოლოს მან სათანადო კანდიდატურაც შეარჩია და ბავშვები და მოახლე თეატრში, დღის სპექტაკლზე გაისტუმრა, რათა მათ ხელი არ შეეშალათ განზრახულის სისრულეში მოყვანაში. მან თავადვე გამოპრანჭა ცოლი და მეორე ოთახში საყვარელთანაც თავადვე შეუშვა..
“ხშირად მე არასწორად განმსჯიან! – წერდა მწერალი. – ჩემს ბევრ ნაწარმოებში მე აღვწერე საკუთარი სიმდაბლე და ცხოვრებისგან მიღებული ბევრი სიმწარე და მხოლოდ ცოტას თუ ესმის ჩემი, რომ მხოლოდ იდეალურ სულს, რომელიც ადამიანების ზნეობრივი სიმახინჯის გამო იტანჯებოდა, შეეძლო ჩემი შთაგონება მსგავსი პირქუში და მწარე სურათების შექმნისას”.
სავარაუდოა, რომ მწერლის ამ ავადმყოფურ ნაბოდვარში , მთავარ სიტყვად “იტანჯებოდა” უნდა აღვიქვათ.
წყარო wordpress.com
თქვენი აზრით,რატომ ჩნდება ადამიანში მაზოხიხმისკენ მიდრეკილება? შეძენილია ის თუ თანდაყოლილი? ვიმსჯელოთ ამ თემაზე.
[Pasuxi][Cit]|