1. Eichmann
(Off)
[ 25 Aug 2013, 18:02 ]
ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler (Schilkgruber)) [ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო.
ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა.
ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.
1905 წლიდან ჰიტლერი ობლებისათვის განკუთვნილ პენსიითა და დედის ფინანსური დახმარებით უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა. 1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადამიაში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარ პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.
1913 წელს ჰიტლერმა მამის მემკვიდრეობა მიიღო და მიუნხენში გადასახლდა.
პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.
1921 წლისთვის ჰიტლერი დიდ გავლენას ახდენდა ხალხზე. ამავე წლის თებერვალში, ჰიტლერი სიტყვით გამოვიდა დაახლოებით 6000 ადამიანის წინაშე მიუხენში. მას ჰქონდა ორატორობის გასაოცარი ნიჭი, რის შედეგადაც მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა. 1921 წლის 29 ივლისში, ადოლფი დანიშნეს ნაციონალურ–სოციალისტური პარტიის ფიურერად.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. 1933 წლიდან ის ხელისუფლების სათავეში მოდის. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 27 Aug 2013, 12:31; sul 1 -jer
2. Eichmann
(Off)
[ 25 Aug 2013, 18:04 ]
დასასრული ბუნკერში
1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომლის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.
მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.
[Pasuxi][Cit]|