1. MESUT OZIL
(Off)
[ 25 Aug 2013, 17:59 ]
2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა ა - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი ”
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველივე წლებში ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. არსებობის პირველივე წლებში იმერული კლუბი ერთხელ V, სამჯერ IV და ორჯერ III ადგილებს იკავებს და ხუთჯერ (2005-2008 და 2012 წლებში) მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.
2007-2008 და 2009-2010 სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს. მარგველთა უდიდესი გამარჯვება კი მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანა - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს. "ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია...
[Pasuxi][Cit]|
5. MESUT OZIL
(Off)
[ 25 Aug 2013, 18:39 ]
AC MILAN, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის ახალწვეულის სახელია ალექსანდრე გურული. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მარგველთა ქომაგს უკრაინულ ”კარპატისთან” 3 წლის წინანდელი მატჩებიდან მოყოლებული ახსოვს, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:
სანდრო გურული - ნახევარმცველი; დაბადებული - 09.11.1985; სიმაღლე - 178 სმ, წონა - 73 კგ.
ფრანგული ლიონის "ოლიმპიკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა სანდრო გურულმა, რომელმაც თავის პირველი კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, 2008 წელს კარიერა უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის საფეხბურთო კლუბ ”კარპატიში” გააგრძელა და უკრაინელთა რიგებში 2012 წლამდე იასპარეზა. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ 2010 წელს, სანდრომ ლვოველთა შემადგენლობაში "ზესტაფონის" წინააღმდეგ იასპარეზა - ქართულ-უკრაინული დუელი უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გაიმართა.
2012 წელს ფეხბურთელმა კარიერა გორის "დილაში" გააგრძელა. წინა სეზონის მეორე ეტაპი კი ბათუმის დინამოელთა რიგებში გაატარა. სანდრო გურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადღეისოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შეხვედრებში 1 გოლი აქვს გატანილი.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და სანდრო გურულს შორის გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზესტაფონელთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 5-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
[Pasuxi][Cit]|