1. LILITH
[Mod] (Off)
[ 10 Oct 2013, 15:47 ]
მაშ ასე,ფორუმში იხსნება ახალი პროექტი , ე.წ ინტელექტუალური ტურნირი.
ტურნირი გაიმართება 2-3 კვირაში ერთხელ და მასში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი მსურველი,ვინც თამაშის დროს იქნება ონლაინ.
ანუ,იმის თქმა მინდა,რომ წინასწარ ჩაწერა საჭირო არაა!
უბრალოდ გადაამოწმეთ ხოლმე ეს თემა,რადგან აქ გამოცხადდება ყოველი მომდევნო ტურნირის ჩატარების დრო.
შეკითხვები იქნება დამყარებული როგორც ლოგიკაზე,ასევე ცოდნაზე. შეკითხვები იქნება სხვადასხვა სფეროდან.
პასუხების გაცემა მოხდება დასწრების პრინციპით, ჩაეთვლება მას,ვინც პირველი დაწერს სწორ პასუხს.
მეტი სწორი პასუხების ავტორი გამოცხადდება რაღა თქმა უნდა,გამარჯვებულად. ხოლო იმ შემთხვევაში,თუ 2 ან მეტ ადამიანს ექნება თანაბარი ქულა, დაისმება მხოლოდ მათთვის დამატებითი შეკითხვა.
რაც შეეხება პრიზებს:
გამარჯვებული მიიღებს მონეტების გარკვეულ რაოდენობას და ასევე გარკვეულ ფულად პრიზს სატელეფონო ანგარიშზე.
გისურვებთ წარმატებებს
ყურადღება:
პირველი ტურნირი გაიმართება 19 ოქტომბერს, შაბათს. მონაწილეობის მსურველებს ვთხოვ იყონ ონლაინ. ტურნირი დაიწყება საღამოს, 22 საათზე.
[Pasuxi][Cit]|
2. AC MILAN
(Off)
[ 10 Oct 2013, 17:30 ]
ert gatamashashebaze ramdeni kitxva iqneba dasmuli?
imedia kitxvebs savaraudo pasuxebi ar moyveba
savaraudod wamyvani isev liliti iqnebaaa?
[Pasuxi][Cit]|