17. LoOoL(Off) [ 03 Sep 2013, 13:14 ]
შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VII
ვეფხვია სულ პატარა იყო მშობლები რომ დაეხოცა, ბავშვობიდან იწვნია ცხოვრების სიმკაცრე, ახლა როცა საყვარელი ადამიანი ჰყავდა გვერდით იფიქრა რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, ახლა მარტო აღარ იყო, მზევინარი ჰყავდა გვერდით და ყოველთვის ეყოლებოდა ჭირსა თუ ლხინში, თუმცა ბედისწერის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვეფხვიას სახლში მხოლოდ მზევინარი, ვეფხვია და მზია ცხოვრობდნენ. სიძეზე შეყვარებული მზია თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავდა და სიძეს ერიდებოდა კიდეც. ხანდახან ეჩვენებოდა თითქოს დამ ყველაფერი იცოდა და განგებ ხუჭავდა თვალს. თითქოს ვეფხვიაც გრძნობდა რაღაცას და ცოლის დასთან ყოველთვის ძალზედ თავშეკავებული და პირქუში იყო. თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
ერთხელ მზევინარმა ქალაქში გადაწყვიტა წასვლა ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, მზიასაც სთხოვდა გაჰყოლოდა, მაგრამ დამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაშინ მზევინარი გამოემშვიდობა საყვარელ ქმარსა და ტყუპისცალს და დილა უთენია გაუდგა გზას. ვეფხვიაც წავიდა სახლიდან, არ სურდა მზიასთან ერთად მარტო ყოფილიყო სახლში, ან ეს მხოლოდ მზიას ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იყო. მას სულ ეჩვენებოდა, რომ ვეფხვიასა და მზევინარს იგი სძულდათ და მხოლოდ სიბრალულის გამო შეიფარეს. ალბათ ამიტომ იყო, რომ ვიღაცებს ურიგებდნენ და მისი გათხოვება სურდათ. ჩემს თავიდან მოშორებას ლამობენო.-ფიქრობდა მზია და წერდა თავის დღიურში.
სახლში მარტო დარჩა მზია. ვეფხვია საღამოს დაბრუნდებოდა სახლში და ბოლოს და ბოლოს მარტო აღმოჩნდებოდა ნანატრ მამაკაცთან, სატრფოსთან რომელზე ფიქრშიც გაეთენებინა საბრალო ქალწულს უთვალავი ღამე.რომელზეც სიგიჟემდე ეჭვიანობდა და რომლის გამოც შეეძულებინა საკუთარი სისხლი და ხორცი, თავისი ტყუპისცალი. ერთადერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც კი გააჩნდა ამ ქვეყნად.
ძალზედ გვიანი იყო ვეფხვია, რომ დაბრუნდა სახლში. მაშინვე თავის ოთახში შევიდა, მზია არც მოუკითხავს. სახლში სინათლე არ ენთო. ვეფხვია ბარბაცებდა. როგორც ჩანს, ძალზედ ბევრი დაელია და მთვრალი იყო. ნასვამიც კი არასდროს ენახა ვეფხვია არც მზიას და არც მზევინარს. ხარივით შეეძლო დალევა, მაგრამ არასდროს თვრებოდა, ამჯერად საყვარელი ქალის განშორებამ თუ მოსალოდნელმა უბედურებამ დაუბინდა გონება კაცს და სასმელმა სძლია. ჩვენ ადამიანები ხომ ზუსტად მაშინ არ ვართ ხოლმე ძლიერები და ჭკვიანები, როცა ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ. სწორედ მაშინ გვთვლემს, როცა უნდა ვიფხიზლოთ. ვეფხვიამ რის ვაი-ვაგლახით გაიხადა და საწოლზე მიწვა. უეცრად იგრძნო რომ საწოლზე რაღაც იყო. რა არის, რა ხდება, ვინ ხარ? წამოხტა ვეფხვია. მე ვარ.ავტობუსი არ იყო და ვერ წავედი ქალაქს.ხვალ დილით წავალ. სად იყავი აქამდე. როგორ დამთვრალხარ.-გაიგონა ვეფხვიამ საყვარელი ქალის ხმა. პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ეთამაშებოდა ქალის ნახევრადშიშველ მკერდს. თოვლსავით ქათქათა მკლავები შემოაჭდო ქალწულმა კისერზე და აკოცა. ვნებააშლილ ვეფხვიასაც დიდხანს არ უფიქრია. ან კი რაზე უნდა ეფიქრა.. [Pasuxi][Cit]|
18. LoOoL(Off) [ 03 Sep 2013, 13:15 ]
მამალს ჯერ არ ეყივლა ოთახის კარი, რომ გაიღო და მზევინარმა ორი დიდი ჩანთა შემოათრია..
ორივე გამოფხიზლდა.. ვეფხვიამ თავისი ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაახსენდა ყველაფერი. მიხვდა ქალის მზაკვრობას. სამივე ერთმანეთს უყურებდნენ, ხმა არც ერთს ამოუღია. მზევინარი ოთახიდან გავიდა. ვეფხვიამ წამში ჩაიცვა და უკან გაჰყვა, ისე რომ მზიასთვის არც კი შეუხედავს.
ახლა რა უნდა ვქნათ?- ჰკითხა ვეფხვიამ ცოლს. რომელიც მისდა გასაკვირად არც ტიროდა და არც სიბრაზის რაიმე ნიშანს ამჟღავნებდა.
ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ უყვარდი. ჩემი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ.-უთხრა ცოლმა.
მზიასა და მზევინარს მას შემდეგ აღარ ულაპარაკიათ. მზია თავის ოთახში შეიკეტა. კვირაობით იყო ჩაკეტილი. კარებთან ლანგრით დაუდებდა საჭმელს და. მზია კი ცარიელ ჭურჭელს ახვედრებდა კართან. ისე გავიდა რამდენიმე თვე, რომ მზია თვალითაც არ უნახავთ დასა და სიძეს. მეზობელბს კი ეუბნებოდნენ, რომ ავად იყო და არ შეეძლო არც მნახველების მიღება, რათა მათაც არ გადასდებოდათ მზიას ავადმყოფობა.
ორი თვის შემდეგ როდესაც მზევინარი ვეფხვიას ტანსაცმელს რეცხავდა, უეცრად მზიას მოჰკრა თვალი. მზიას სახე გაფითრებოდა, გამხდარიყო. აჩრდილივით გამოიყურებოდა.
ფეხმძიმედ ვარ შენი ქმრისგან.-პირდაპირ მიახალა მზიამ.
მეც-მიუგო მზევინარმა.
სახლში მოსულ ვეფხვიას უცნაური სანახაობა დახვდა. ორი ერთნაირი ქალი ერთად დამსხდარიყვნენ, მხიარულად ბაასობდნენ და წინდებს ქსოვდნენ. ვეფხვიასთვის კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ ეს ორივე ქალი მისგან ელოდებოდა ბავშვს და ეს სულაც არ აწუხებდათ.
შეუძლებელი იყო მზიას 9 თვით გადამალვა ან ავადმყოფობის მოგონება, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინათ, რომ მეზობლებს ეჭვი არ აეღოთ და სამუდამოდ არ შეერისხათ მათი ოჯახი, რომელსაც ასე უცნაურად ეთამაშებოდა ბედისწერა.
გადაწყვიტეს რომ მეზობლებისთვის ეთქვათ, თითქოს მზია რუსეთში გაგზავნეს სამკურნალოდ, ის კი სახლში ჰყოლოდათ, ოღონდ ისე რომ ვერავის ენახა მანამ სანამ არ იმშობიარებდა, შემდეგ კი იტყოდნენ რომ მზევინარმა ტყუპები შობა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი, თვითონაც ხომ ტყუპისცალი იყო. მზიაც მაშინ დაბრუნდებოდა რუსეთიდან გამოჯანმრთლებული. ვეფხვია და მზევინარი კი საკუთარი შვილივით გაზრდიდნენ მზიას ბავშვს და ამგვარად ვერავინ ვერასდროს შეიტყობდა ამ ცოდვის შესახებ. მზია უმალ დათანხმდა დასა და სიძეს ამ წინადადებაზე. ვეხვიამ თავისი და მზევინარის ოთახის ქვეშ ოთახი გათხარა, პატარა სარკმელიც გაუკეთა, მზის სხივები რომ დაენახა მზიას. როგორც შეეძლო მოუწყეს კიდეც. ამიერიდან ეს უნდა ყოფილიყო მზიას ოთახი და თუ რამე დასჭირდებოდა ჭერზე კაკუნით მიახვედრებდა დას ან სიძეს რომ მასთან ჩასულიყვნენ. თვითონ კი არასდროს გამოვიდოდა ამ პატარა ოთახიდან. ამგვარად საკუთარ და დის ღირსებას დაიცავდა ხალხის თვალში.. [Pasuxi][Cit]|
19. LoOoL(Off) [ 03 Sep 2013, 13:15 ]
ქალის ამბავი
ამ ამბავს პაპა ჰყვებოდა ხოლმე ქეიფის დროს, როცა თავის ბალალაიკაზე დაკვრასა და სიმღერას დაასრულებდა.
ეს ამბავი რომ მოხდა მე პატარა ბიჭი ვიყავი. მთელს იმ მხარეში გახმაურდა. ჩვენს სოფელშიც რამდენიმე ხანი სულ ეს ჰქონდათ სალაპარაკო.
ერთ სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა მიხა. მიხას მშობლები რომ დაეხოცა სულ მარტო დარჩა. მხოლოდ ერთი ვირი ჰყავდა, რომელმაც როგორც მიხა ამტკიცებდა ლაპარაკი იცოდა, მაგრამ მხოლოდ მასთან საუბრობდა. მიხა ჭკუასთან ცოტა არ იყოს მწყრალად იყო. ცოლი არ ჰყავდა, თუმცა კი ძალიან უნდოდა თავისი მეზობელი მაყვალას ცოლად შერთვა, თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე. მიხა ელამი იყო, ცალი თვალით თუ თვალებში გიყურებდათ, მეორე ალმაცერად გაურბოდა, ასე რომ ვერასდროს მიხვდებოდით საით იყურებოდა. თუმცა გულკეთილი კაცი იყო მიხა და სოფელელბს უყვარდათ და პატივს სცემდნენ.
იმ ღამეს თავის ვირის ტაჭკაზე იჯდა, ფიჩხი მიჰქონდა სახლში. თავის განუყრელ მათარაში არაყი ესხა და დროგამოშვებით წრუპავდა ხოლმე. თავის ვირთან სჯა-ბაასი გაემართა მაყვალას შესახებ. ვირი უმტკიცებდა კარგი ქალი კი არის, მაგრამ ძნ დიდი ულვაშები აქვსო. მიხა ამბობდა, მთავარია ქალმა კერძების გაკეთება იცოდეს და ვენახში მუშაობდეს, თორე ამხელა ულვაშები მაქვს და მაგის გამო თავის დღეში არავის დავუწუნივარო. მოკამათეებს მხედვლებოდიან გამორჩათ როგორ გადაუხვიეს მთავარი გზიდან და ბილიკს დაადგნენ. სოფლელები ჰყვებოდნენ ვითომც ღამ-ღამობით ამ გზაზე უცნაური ჩაცმულობის ქალი ჩნდებოდა და შემხვედრ მამაკაცებს სადღაც ეპატიჟებოდა მაცდური ღიმილით.
მიხა უკვე უყვიროდა თავის ვირს (თუმცა წკეპლას მაინც არ გადასცხებდა ხოლმე, უზომოდ უყვარდა თავის ლამაზ თვალება მეგობარი) როცა წინ ქალი შენიშნა. მიხას ძალიან გაუკვირდა. დახმარება შესთავაზა. ქალმა გაუღიმა და დამტვრეული ქართულით უთხრა უკან გამომყევი კეთილო კაცო, შენთან საქმე მაქვსო. თავიდან კი შეშფოთდა მიხა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობსო, ულვაშებზე ხელი ჩამოისვა, ჩაიცინა და ნიშნისმოგებით გახედა თავის ვირს. მიხა ტაჭკიდან ჩამოხტა და ქალს გაჰყვა. უცნობი წინ მიდიოდა, ხანდახან მოხედავდა ხოლმე მიხას და სთხოვდა მას მიყოლოდა. ვირიც მიხას უკან მოდიოდა. „უნდა ყველაფერი იცოდეს, რა ცნობისმოყვარეაო“-ფიქრობდა მიხა თავის ვირზე და ლამაზ, ხალვათად ჩაცმულ ქალს ათვალიერებდა, ხან ერთი და ხანაც მეორე თვალით.
თვითონაც არ იცოდა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ მიხა სასაფლაოზე აღმოჩნდა, რომელიც გზასთან ახლოს იყო. მიხას ძალიან ეშინოდა მკვდრების და სასაფლაოსთან გავლას კი ძალზედ უფრთხოდა. არაფრის დიდებით სასაფლაოსთან არ ჩაივლიდა დღისითაც კი, ღამით ხომ მიტუმეტეს არასდროს ყოფილა.
მიხა რომ მიხვდა სასაფლაოზე ვარო, გაჩერდა. უცნობი ქალი სთხოვდა მოდი მიხა, ნუ გეშინიაო. თუმცა ის ფეხის გადადგმასაც აღარ აპირებდა. მაშინ ქალი თვითონ მიუახლოვდა. თავისი მოკლე კაბის ღილებისკენ წაიღო ხელი. ნელა იხსნიდა. მიხამ თვალები ჭყიტა. ვირი გვერდით ამოუდგა პატრონს. „ხედავ როგორ მოვეწონე ამ ქალს?“ ამაყად ჰკითხა ვირს. ქალმა ღილები შეიხსნა და კაბა გაიძრო. საცვლების ამარა დარჩა. მიხამ თვალები მოიფშვნიტა ხომ არ მესიზმრებაო. „მოდი, მიხა, ხო ხედავ გელი“- ნაზად უთხრა ქალმა და იქვე წამოწვა. მიხამ თავისი ვირის მორიდებაც კი არ იქონია და პირდაპირ მივარდა ამ ქალს. მომხიბლავმა ქალმა უცებ საზარლად შესწივლა, ქერა თმა ჭაღარად ექცა, ახალგაზრდა სახე დაუნაოჭდა და დაუსახიჩრდა. მიხამ კი ზღართანი მოიღო და სადღაც ჩავარდა.
მიხამ ყვირილი მორთო. ბებერი მახინჯი უეცრად გაქრა, მიხა კი ამოთხრილ საფლავში აღმოჩნდა. აქეთ-იქით აწყდებოდა. ამოსვლა უნდოდა, შიშისგან გული ელეოდა. თავის ვირს უხმობდა საშველად.
მეორე დილით სოფლელებმა მიხა სოფლის გზაზე იპოვეს გულწასული, ვირის სადავეს გამობმოდა ფეხით და კეთილი პირუტყვი მიათრევდა ნელა შარაზე. მოასულიერეს, გონს მოიყვანეს.
შემდეგ მიხა ამტკიცებდა ჩემი ვირი რომ არა ნამდვილად მოვკვდებოდი, მან გადამარჩინაო, ალბათ ამიტომ იყო რომ თავის ოთახში აძინებდა. შემდეგ როგორც ჩანს, თავისი ვირისგან თანხმობა მიიღო და მეზობელი მაყვალა ითხოვა ცოლად, რომელიც სიამოვნებით კი გაჰყვა ცოლად, მაგრამ მიხას საბრალო ვირი ამოიჩემა. ჯერ საერთო ოთხიდან გააგდო, მერე კიდევ თუ თვითონ დაჯდებოდა ტაჭკაზე, ისე სცემდა სახრეთი, საბრალოს ტყავს აძრობდა. ბოროტი ენები ამბობდნენ, მაყვალა მიხას ვირზე ეჭვიანობსო. მაყვალაც უკაცრავად იყო გონებასთან. თუმცა კარგი დიასახლისი კი გამოდგა. .
ამ ამბებიდან ცოტა ხანში სოფელს გამომძიებლები ესტუმრნენ. მიხას მითითებულ ადგილას მიწა გათხარეს და ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქალს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, ერთ-ერთმა ამ სოფელში მაცხოვრებელმა, ვიღაც ფულიანი კაცის მძღოლი რომ იყო, ღამე მანქანით გზაზე აიყვანა, არაქართული წარმოშობის ქალი. ფასზე რომ შეთანხმდნენ, კაცმა სასაფლაოზე მიიყვანა, რადგან ღამე სასაფლაოზე არავინ იქნებოდა და ეს ამბავიც არ გახმაურდებოდა. საქმე რომ მოითავეს, ქალმა მეტი გასამრჯელო მოითხოვა, კაცი უარზე დადგა. ქალი შანტაჟზე წავიდა, დაემუქრა ვიყვირებ და მთელს სოფელს თავზე დაგახვევ თუ იმდენს არ გადამხიდი, რამდენიც მე მინდაო. ქალს მართლაც დაუწყია ყვირილი, მაგრამ კაცი მივარდნია, ყელში წაუჭერია ხელები და შემოკვდომია. შემდეგ იქვე გაუთხრია მიწა და დაუმარხავს ქალი. თვითონ კი ცოტა ხანში რუსეთში გადახვეწილა სამუდამოდ. მას შემდეგ მოკლული ქალის მოჩვენება გზად მიმავალ ადამიანებს ხვდება, მხოლოდ კაცებს და ცდილობს შური იძიოს ყოველ მათგანზე. [Pasuxi][Cit]|
20. LoOoL(Off) [ 03 Sep 2013, 13:16 ]
კეთილი მეზობელი
ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, სამსახურიდან გამომაგდეს, შეყვარებულს დავშორდი. გაუბედურებული და უფულო მეგობრებმაც კი მიმატოვეს. არავის ეცალა ჩემთვის. Facebook-ზეც კი აღარ მწერდნენ.
თბილისში არც ისე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ, ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ. წარმოშობით იმერეთიდან ვარ. აქ რომ ჩამოვედი ოცნებებით ვიყავი სავსე, ვსწავლობდი, მუშაობა დავიწყე, მერე ლაშა გავიცანი. გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ თითქოს ვიღაცამ დამწყევლაო, ჩემი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაინგრა. სამსახურიდან გამაგდეს, ლაშამ მიმატოვა, უნივერსიტეტშიც აკადემუირი ავიღე და აღარ ვსწავლობდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ, მათი ერთადერთი შილი ვარ, აქამდე ცოტ-ცოტას მეც ვეხმარებოდი, ახლა კი მათ ვთხოვ პურის ფული გამომიგზავნონ. დედამ მითხრა სოფელში ჩამოდიო, მაგრამ იქ ჩასვლისაც მრცხვენია, მეზობლები რას იტყვიან, ამდენი ხანია თბილისშია ვერც კი გათხოვდაო. იქ ყველამ იცის რომ ძალიან მდიდარი საქმრო მყავს, აბა ასე როგორ ჩავიდე.
თბილისში რომ ჩამოვედი გარეუბანში ვიქირავე 1 ოთახიანი ბინა. გლდანში ვცხოვრობ, ბოლო სართულზე, დისნეილენდის პირდაპირ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ამ დისნეილენდში. ჩემს კარის მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობს, ემა დეიდას ეძახიან, გაუთხოვარია, მარტოხელა, მხოლოდ ერთი მსუქანი კატა ჰყავს. ის ყველაზე კეთილი ქალია ვინც კი მცნობია, ჩემი სოფლის მეზობლებისა და ნათსავებისგან ძალიან განსხვავდება. სხვის საქმეში არასდროს ერევა და არ ჭორაობს. არასდროს უთქვამს არაფერი თუნდაც იმაზე, რომ ჩემთან სახლში ლაშა მოდიოდა და ხანდახან რჩებოდა კიდეც. არა და რომელიმე ჩემს მეზობელს რომ გაეგო ეს ამბავი უეჭველად ჯვარზე გამაკრავდნენ. ემა დეიდა ჩემი მეგობარია. როგორც ჩანს ის მართლაც ერთადერთი მეგობარია, რადგან როცა ყველამ მიმატოვა, მხოლოდ ის მაქცევდა ყურადღებას. მეუბნებოდა ხოლმე მეც ვყოფილვარ ახალგაზრდა და ვიცი რას გრძნობო, ისე მოიქეცი როგორც გინდა, სხვების აზრითა და სურვილით არ იცხოვრო, თორემ აუცილებლად ინანებო. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მიყვარს ემა დეიდა და მასაც ასევე ძალზედ ვუყვარვარ.
ერთ დღეს გასაუბრებიდან სახლში დავბრუნდი. ეს ვაკანსია ჩემი ბოლო იმედი იყო, მაგრამ უარი მითხრეს, კიდევ ერთი უარი. თავბედი ვიწყევლე რატომ არ ვისწავლე სკოლაში პროცენტის გამოთვლა, ეს ოხერი პროცენტი რომ მცოდნოდა იქნებ ასე არ გამოვებუნძულებინე. ლაშს დავურეკე, როგორც იქნა მიპასუხა, მითხრა მე სხვა მიყვარს, შენ აღარ მიყვარხარ, როდის შეიგნებ და დამანებებ თავსო. დედამ დარეკა, მამა ყოფილა ცუდად, ძროხაც მოკვდომიათ. მითხრა თუ შეუძლია შენს მდიდარ საქმროს იქნებ რამენაირად დაგვეხმაროს და ცოტა ფული გვასესხოსო. მე დავპირდი ხვალვე გამომგიგზავნით საჭირო თანხას, ოღონდ არ ინერვიულოთ-მეთქი. ტელეფონი რომ გავთიშე, მივხვდი რომ არ ვიცოდი რა მექნა…
კომპიუტერს მივუჯექი, Facebook-ზე პოლიტიკისა და „ბრძნული“ სტატუსების გარდა არაფერი იყო, ერთი და იგივე. ჩემს მეგობრებს მივწერე, იქნებ ფული ესეხებინათ, ვინც პასუხი მომწერა, თქვა არ მაქვსო. არავინ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით.
ავდექი სახლში სიარული დავიწყე, მერე კარადა გამოვაღე და ყველაფერი გადმოვყარე, ვფიქრობდი იქნებ ოდესმე შენახულ ფულს გადავწყდე, ან იქნებ ძველ მდგუმურებს დარჩათ-მეთქი რამე. თუმცა კარადაშიც არაფერი იყო. ჩემი მოძველებული ტანსაცმლისა და ერთი პატარა პარკის გარდა, სადაც წამლები შეენახა ვიღაცას.
პარკიდან წამლები ამოვიღე, არც შენახვის ვადისთვის დამიხედავს და არც წამლების დასახელებებისთვის, ხელის გულზე დავიწყე ტაბლეტები, პირში ჩავიყარე და ნახევარი ბოთლი არაყი მივაყოლე, რომელიც რაღაც სასწაულებრივად შემომრჩენოდა, რადგან ჩემს სახლში ცარიელი პურიც კი აღარ მოიპოვებოდა, არამცთუ ისეთი ჰუმანური სასმელი, როგორიც არაყია. ამის შემდეგ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ფბ-ზე ვიყავი, წარწერებმა გადიდება დაიწყეს, მერე ისე დაწვრილდნენ სახეს ვადებდი მონიტორს და ვერაფერს ვხედავდი. ავდექი ოთხი შექანდა. ჭუჭლის მტვრევის ხმა მომესმა თითქოს ყველაფერი ერთბაშად იმსხვრეოდა. ვცდილობდი როგორმე სააბაზანომდე მიმეღწია, ცივი წყალი შემესხა სახეზე. გონს რომ მოვედი სააბაზანოში იატაკზე ვეგდე, თავს ემა დეიდა მადგა. ვიფიქრე აივნიდან თუ გამოვიდა, თორემ კარს როგორ გააღებდა-მეთქი. ჩვენს სახლებს სახანძრო აივანი აკავშირებს. ცუდად ვიყავი, მაგრამ ამაზე გამეცინა. აქ როგორ მოხვდით ემა დეიდა-მეთქი ვკითხე. მან არაფერი მიპასუხა. ადგომაში დამეხმარა. გული აირიეო თქვა. მეც დავემორჩილე. უნიტაზში ჩავემხე, ემა დეიდა თავს მიჭერდა. მერე როგორც ჩანს, კვლავ გული წამივიდა.
თვალი რომ გავახილე უცხო ხალხი შევნიშნე, ვიგრძენი რომ ვჯაყჯაყებდი, კვლავ დავკარგე გონი..
ცნობიერება მხოლოდ მესამე დღეს დამიბრუნდა, თავთით დედა მეჯდა, საბრალო კიდევ უფრო დაბერებულიყო ჩემი უბედურების მნახველი. მე რომ გავიღვიძე, მაშინვე ექიმს დაუძახა. ექიმმა მითხრა, გაგიმართლა რომ თავის მოკვლის მცდელობის მიუხედავად, გონს მოეგეთ და უკან ამოიღეთ გადაყლაპული წამლები. სასწრაფოში რომ არ დაგერეკათ, ნამდვილად ვერ გადარჩებოდითო. მე გამიკვირდა, რადგან ზუსტად მახსოვს, რომ რაც გონზე ვიყავი სასწრაფოში არ დამირეკავს. ვუთხარი კიდეც ეს ექიმს. ნამდვილად თქვენ დარეკეთ, მაგრამ კარების გაღება ვეღარ მოახრხეთ და სამაშველოს მოუწია მისი გაღება, რადგან თქვენ უკვე გონი გქონდათ დაკარგულიო, მითხრა ექიმმა. მე ემა დეიდა გამახსენდა, ნამდვილად ემა დეიდა დარეკავდა სასწრაფოში, რადგან ცუდად რომ ვიყავი ჩემთან იყო, მეხმარბეოდა. მან მითხრა ამომეღო წამლები, მან მომიყვანა გონს სააბაზანოში რომ უგონოდ ვეგდე, მოიყვანეთ ჰკითხეთ ემა დეიდას და დაგიმოწმებთ. აღელვებული ვამტკიცებდი მე.
ექიმმა და დედამ ერთმანეთს გადახედეს, აღარაფერი უთქვამთ. ორი კვირის შემდეგ სახლში გამწერეს. სახლში როგორც კი მივედი ემა დეიდას კარებზე მივუკაკუნე, საავადმყოფოში არ მოსულა სანახავად. მინდოდა მადლობა გადამეხადა. კარი ვიღაც ახალგაზრდა ქალმა გამიღო. ემა დეიდა სად? – არის ვიკითხე მე. ქალმა გამიღიმა, სახლში მიმიპატიჟა და მომიყვა, რომ ჩემი უბედურებიდან მეორე დღეს ემა დეიდას მოაკითხეს ძმისშილებმა, მაგრამ რადგან არც კარს აღებდა და არც ტელეფონზე პასუხობდა, კარი შეამტვრიეს და აღმოაჩინეს რომ ემა დეიდა სამი დღის გარდაცვლილი იყო.
ეს რომ გავიგე, ძალიან შემეშინდა. როგორ შეიძლებოდა ემა დეიდა გარდაცვლილი ყოფილიყო უკვე მაშინ როცა მე მეხმარებოდა, ან დაერეკა სასწრაფოში, მაგრამ ეს ხსნიდა იმ ფაქტს რატომ იყო ჩემი სახლის კარი ჩაკეტილი როცა სასწრაფო მოვიდა, ემა დეიდამ კი მაინც შეძლო ჩემს სახლში შემოსვლა.
მე ჩემს სოფელში დავბრუნდი, მეზობელი სოფლიდან ერთ ბიჭს გავყევი ცოლად. ახლა შვილებიც მყავს და ოჯახიც. იშვიათად მაგრამ როცა თბილისში ვახერხებ ჩამოსვლას, ყოველთვის გავდივარ ემა დეიდას საფლავზე და მადლობას ვუხდი, რომ სიკვდილს გადამარჩინა. [Pasuxi][Cit]|
21. ***MaLeNa***(Off) [ 09 Sep 2013, 16:21 ]
დაქორწინებული წყვილი საღამოს სახლიდან გავიდა და ახალგაზრდა ძიძას დაურეკეს, რომ ერთი საღამო მისი შვილებისთვის მიეხედა. როდესაც ძიძა მივიდა მათთან სახლში, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ ისინი გვიან არ დაბრუნდებოდნენ, ბავშვებსაც უკვე ეძინათ და თინეიჯერი გოგონა არავის შეუწუხებია. ის მეცადინეობდა და თან შეყვარებულის ზარს ელოდებოდა, ცოტა ხანში მას ტელეფონმა დაურეკა. გოგონამ ზარს უპასუხა, მაგრამ ტელეფონში ხმას არავინ იღებდა, გოგონამ ტელეფონი გათიშა. რამოდენიმე წუთში ზარი განმეორდა, ძიძამ უპასუხა, ტელეფონში ვიღაც უცნობი კაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა : "შეამოწმე ბავშვები როგორ არიან?" .
თავიდან გოგონას ეს კაცი ბავშვების მამა ეგონა, კაცს დიდი ხანი ხმა არ ამოუღა, რის გამოც გოგონამ მას იგნორი გაუკეთა და აღარაფერი უპასუხა, ტელეფონი გათიშა. მაგრამ უცნობმა კიდევ დარეკა და იგივე კითხვა გაუმეორა გოგონას, როდესაც ძიძამ ჰკითხა მისი ვინაობა, ტელეფონი უეცრად გაითიშა.
გოგონამ გადაწყვიტა რომ დაერეკა იმ რესტორანში, სადაც ბავშვების მშობლები იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ რესტორანიდან უთხრეს, რომ მისტერ მარფმა და მისმა მეუღლემ რესტორანი 45 წუთის წინ დატოვეს.
გოგონა ძალიან შეშინდა და ახლა პოლიციაში დარეკა, მაგრამ პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ოინი იყო. გოგონას ტელეფონმა კიდევ დარეკა, ისევ იმ მამაკაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა " რატომ არ ნახე ბავშვები როგორ მდგომარეობაში არიან?" , გოგონამ ჰკითხა თუ ვინ იყო, მაგრამ უცნობმა ტელეფონი ისევ გათიშა.
ახლა ძიძამ 911-ზე დარეკა, დახმარება ითხოვა, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ეგონა რომ უცნობი მას უყურებდა. გოგონას გამოართვეს მისი მისამართი და სახელი და უთხრეს რომ თუ ზარები კიდევ განმეორდებოდა სასწრაფო დახმარება მასთან გაჩნდებოდა.
თინეიჯერ გოგონას ძალიან უნდოდა გაეგო თუ ვინ იყო უცნობი, შუქები აანთო და გარეთ გავიდა, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა.
უცნობი - რატომ აანთე შუქი?
გოგონა - ახლა მხედავ?
უცნობი - რასაკვირველია.
გოგონა - ვკანკალებ, ძალიან მეშინია, ეს გინდოდა?
უცნობი - არა! მე შენი სისხლი მინდა.
გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რამოდენიმე წამში კი ტელეფონმა ისევ დარეკა, გოგონამ ყვირილით უპასუხა და სთხოვა რომ აღარ დაერეკა, მაგრამ ეს სასწრაფო დახმარება იყო, მათ მოისმინეს საუბარი და შეატყობინეს ძიძას, რომ ზარი გვერდითა ოთახიდან იყო და სთხოვეს რომ სახლიდან სასწრაფოდ გამოსულიყო.
გოგონა ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ცილობდა კარის გაღებას, უეცრად გაიღო ის კარი, რომელსაც ზემოდან კიბეები ჰქონდა. შუქი აინთო და გამოჩნდა ბავშვების საძინებელი და მამაკაცის გამოსახულება. გოგონა როგორღაც ხსნის ურდულს და გარბის გარეთ, სადაც მას პოლიციელი ხვდება ხელკეტით ხელში. ნელ-ნელა კიბეებზე სისხლით მოსვრილი უცნობი ჩამოდის, რომელმაც ორივე ბავშვი მოკლა... [Pasuxi][Cit]|