გზავნილი
1. LoOoL (Off)
[ 31 Aug 2013, 13:05 ]
ექსცესი - ქართული რეპ ჯგუფი, რომელიც 1999 წელს, თბილისში დაარსდა. ჯგუფი სამი წევრისგან შედგება. მათი ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია.
...


...

წარმოშობის ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი რეპი
ჰიპ-ჰოპი
მძიმე რეპი
აქტიური 1999– 2002
ასოციაციები მემო,მუზა

ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1991 წლის ნოემბერში, ქ.თბილისში. ჯგუფის სადებიუტო სიმღერა იყო შაბაშის ღამე. პირველი სიმღერის ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობას დაიწყო პროდიუსერმა, მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი ჯგუფმა რუსთავში გამართა. თბილისში მათი დებიუტი გრიბოედოვის თეატრში შედგა, 1999 წლის 19 დეკემბერს. ამ დროისათვის ჯგუფს უკვე ჰქონდა თავისი ჩამოყალიბებული იმიჯი — შავი ანაფორები. ამის შემდეგ ჩაიწერა პირველი დუეტი ჯგუფ Doog Street-თან(აპოკალიფსი).
ჯგუფის წევრების ვინაობა საზოგადოებისათვის უცნობია. არ არსებობს ჯგუფის წევრების ნამდვილი სახეების ამსახველი ფოტოსურათები. დღემდე არ იძლევა ინტერვიუს ჯგუფის არც ერთი წევრი.

„7 დღე და 7 ღამე“

2000 წელს ჯგუფს უკვე ჰქონდა დასრულებული პირველ ალბომზე მუშაობა, თუმცა პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა ალბომის გამოშვება დროებით შეაფერხა. 2000 წლის ოქტომბერში გამოვიდა პირველი ალბომი და ჯგუფმა თავისი პირველი ვიდეოკლიპი, „განკითხივს დღე„ წარადგინა.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 31 Aug 2013, 13:09; sul 1 -jer
2. LoOoL (Off)
[ 31 Aug 2013, 13:07 ]
„საფლავები“

2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა და 2001 წლის აგვისტოში უკვე დასრულებული წარედგინა საზოგადოებას. ალბომის სახელი „ფულის ხანა“ უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყდა, რომ ალბომს „საფლავები„ ეწოდებოდა. ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია, „საფლავები“ ორნაწილინია, რომელიც დაწერილია მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის სამ საათზე.

კარიერა და წარმატებები

ექსცესის პირველი სიმღერა, „შაბაშის ღამე“ „თაობა 2000-ის“ კრებულში შევიდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. რამდენიმე რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიული უარი განაცხადა ჯგუფის სიმღერების თავის ეთერში გაშვებაზე. ამას ჯგუფის კარიერული წინსვლისთვის ხელი არ შეუშლია. ექსცესის პირველი კლიპი — „განკითხვის დღე“ , ნაჩვენები იყო სხვადასხვა ტელეარხებზე. ასევე წარმატებით იყო ნაჩვენები სტუდენტური ფილმების ფესტივალზე და ბათუმის ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. კლიპი არ გაუშვეს თბილისის ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. მიზეზი კი კვლავ ექსცესისადმი სატანიზმის პროპაგანდის უსაფუძვლო ბრალდება იყო.
კომპოზიცია „წარსულის აჩრდილები“ გამოყენებული იქნა მუსიკალურ გაფორმებად ფილმში „ქართული საბრძოლო იარაღი“ (რეჟისორი: ნინო ჩიჩუა), რომლისთვისაც თბილისის კინოფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.
თუმცა 2002 წელს გამართულ თბილისის კინოფესტივალ „დებიუტში“, „საუკეთესო მუსიკალური გაფორმების“ ნომინაციაში პირველი ადგილის აღების მიუხედავად ჯგუფს ჯილდო არ მიუღია. საქმე იმაშია, რომ ამის შესახებ ჯგუფისთვის არავის არაფერი შეუტყობინებია, ხოლო ჯილდო თავად რეჟისორმა აიღო. თუმცა საქმე ასე არ დამთავრებულა, ამბავი კულტურის სამინისტროს ყურამდე მივიდა და გადაწყდა, რომ ჟიური თავიდან შეიკრიბებოდა და ჯგუფს თავისი კუთვნილი ჯილდო ოფიციალურად გადაეცემოდა.

Skandali

ექსცესი მორიგ სკანდალში გაეხვია. ჯგუფი 2002 წელს თბილისში გამართულ კინოფესტივალზე "დებიუტი" მთავარი პრიზით დაჯილდოვდა ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკალური გაფორმება" ფილმისათვის "ქართული საბრძოლო იარაღი" (რეჟისორი თეონა ჩიჩუა). მაგრამ ამ ფესტივალის შესახებ ჯგუფისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია, პრიზი კი თვითონ რეჟისორმა აიღო მოტივით, რომ თურმე საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის რეჟისორი ჯილდოვდება(?!). სკანდალმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია პრესაში და კულტურის სამინისტრომდეც მიაღწია, რომლის მოთხოვნითაც თებერვალში თავიდან შეიკრიბება ჟიური და ალბათ უკვე ოფიციალურად გადაეცემა კუთვნილი ჯილდო ჯგუფს.

ოფიციალური საიტი
1) http://excess.ucoz.com/
2) http://www.excess.site.ge/

VIDEO

1) Memo Da Muza Nichiershi
http://www.youtube.com/watch?v=wAvi_oSIuG4

2) eXcess - Saflavebi

http://www.youtube.com/watch?v=EU7w_jxtoCY

3) eXcess -Gankitxvis Dge

http://www.youtube.com/watch?v=WHC5WpCNM7Q

წყარო: wikipedia
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 31 Aug 2013, 13:20; sul 7 -jer
3. Hallelujah (Off)
[ 31 Aug 2013, 13:08 ]
Misty, კარგი იქნება თუ ვიდეოს ან სიმღერებს დალინკავ...
[Pasuxi][Cit]|
4. LoOoL (Off)
[ 31 Aug 2013, 13:10 ]
ციტატა: Hallelujah მაცალე ვარედაქტირებ .facepalm.
[Pasuxi][Cit]|
5. SKILLeta (Off)
[ 31 Aug 2013, 13:14 ]
www.excess.site.ge aqaa amathi yvela simgera..
[Pasuxi][Cit]|
6. shamani (Off)
[ 31 Aug 2013, 13:30 ]
.magaria.
მე ესენი მევასება განსაკუთრებით
http://www.youtube.com/watch?v=1KK59AllLBE excess - gvixmobs yvelas
http://www.youtube.com/watch?v=SHmC8Fv7f7g EXCESS - Ar gamomkve jojokhetshi
http://www.youtube.com/watch?v=wGwzbJP5dCc muza, memo - patara gangsterebi
და რა თქმა უნდა საფლავები
პირველად რომ მოვისმინე ბნელი ქოხი მას შემდეგ დავინტერესდი ამ ჯგუფით.მათი ყველა ალბომი მაქვს.გამიტყდა რომ აღარ აგრძელებენ მოღვაწეობას იმ კუთხით როგორც დაიწყეს
[Pasuxi][Cit]|
7. ***MaLeNa*** (Off)
[ 09 Sep 2013, 10:49 ]
ეს ჯგუფი არ დაგავიწყდა ჯიმი ხო? :D

არაუშავს რა, ცდილობენ გარეპონ :D
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას