გზავნილი
1. GIORGI (Off)
[ 28 Aug 2013, 13:24 ]


წარმოშობის ადგილი - ლიტლ როკი, არკანზასი, აშშ
აქტიური - 1995–დღემდე
ლეიბლი - Wind-up
საიტი - www.evanescence.com
წევრები - ემი ლი, ტერი ბალზამო, ტიმ მაკ-კორდი, ტროი მაკ-ლოუჰორნი, უილ ჰანტი
ყოფილი წევრები - ბენ მუდი, დევიდ ჰოჯისი, როკი გრეი, ჯონ ლეკომპტი, უილ ბოიდი


ევანესენსი (ინგლ. Evanescence) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ლიტლ როკში (არკანზასი), 1995 წელს, ემი ლისა და ბენ მუდის მიერ. სხვადასხვა ჩანაწერის შემდეგ, საბოლოოდ გამოვიდა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, Fallen (2003). რომელიც 17 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა და მიიღო გრემის ორი ჯილდო. 2004 წელს გამოვიდა დი-ვი-დი Anywhere but Homeრომელზეც აღბეჭდილი იყო Fallen-ის ტურნე პარიზში და კადრები სცენის მიღმა, Anywhere but Home მილიონ ასლზე მეტი ოდენოთ იქნა გაყიდული. 2006 წლის ალბომი The Open Door გაიყიდა 6 მილიონ ასლზე მეტი ოდენობით.

ბილბორდის სიაში „ათწლეულის შემსრულებლები“ Evanescence-ს უკავია #71 პოზიცია.


ისტორია

ჯგუფის სოლისტი ემი ლი ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში ისვენებდა, სადაც თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა. ახალგაზრდულ ბანაკში ხშირად ეწყობოდა გასართობი საღამოები, რომლებიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ აღმოაჩინა ჯგუფის მეორე წევრმა ბენ მუდიმ ემი ლი, როდესაც ის ფორტეპიანოზე მით ლოს (Meat Loaf)სიმღერას I Would Do Anything For love, But I Won't Do That ასრულებდა. იგი იმდენად მოიხიბლა, რომ იქვე დაბადებულა იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ისინი ძალიან დაახლოვდნენ და უამრავი საერთო აღმოაჩინეს მუსიკაში. ემის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ეს მისი ოცნებაც იყო. საბოლოოდ, ჯგუფი 1990-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. ემი ლის და ბენ მუდის გარდა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით იყვნენ გიტარისტი — ჯონ ლეკომპტი, ბას გიტარისტი უილ ბოიდი და დრამერი — როკი გრეი. ეს ოთხი ადამიანი თავიდანვე კარგად შეეწყო ერთმანეთს, რადგანაც მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება და მიზნები ჰქონდათ. კარგა ხნის განმავლობაში მათი შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რადგან არ გააჩნდათ სახსრები ფართომასშტაბიანი კონცერტების გასამართად. მიუხედავად ამისა, ჯგუფს თავიანთი მსმენელი მაინც ჰყავდა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობდა. 1990-იანი წლების ბოლოს, ქალაქში ორი უკიდურესობა იყო: ან უკრავდნენ ტიპიურ დეზ მეტალს, ან მსუბუქ, ძველმოდურ მუსიკას. მეორე სიმღერა, რომელიც მათ დაწერეს, იყო შვიდწუთიანი სასაცილო გოთიკური ჟანრის. ადგილობრივმა რადიომ გაუშვა ეს სიმღერა ეთერში. სწორედ აქედან დაიწყო მათი პოპულარობის პერიოდი. გაიზარდა მოთხოვნა მათ კონცერტებზეც. ბენ მუდი იხსენებს: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა და ეს ასეც არის. აქამდე ხალხმა არც კი იცოდა, ვინ ვიყავით, ან სად შეიძლებოდა ჩვენი ნახვა. ახლა კი მოთხოვნა ჩვენზე ერთიორად გაიზარდა.“ მათი სიმღერები ჩარტებში ხვდებოდა პირველ ადგილებსაც კი იკავებდა. ჯგუფმა სახელი ბევრჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ერქვათ „Childish in Intention“, შემდეგ „Striken“. მათი საბოლოო სახელი „Evanescence“ „უეცარ გაქრობას“ ნიშნავს. ჯგუფი პერიოდულად წერდა დემოებს, ჩაწერეს EP რომელსაც ადგილობრივ შოუებზე ყიდდნენ, შემდეგ გამოუშვეს დემოების ნაკრები Origin რომელიც ხელში ჩაუვარდა ლეიბელის Wind-Up Records (უაინდ აფ რექორდს)პრეზიდენტს და ემის ხმით და ჯგუფის სიმღერებით მოხიბლულმა, ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ევანესენსმა 2003 წელს ჩაწერა სიმღერა Bring Me To Life რომელიც პოპულარულ ფილმში DareDevil იქნა გამოყენებული საუნდტრეკად, ასევე My Immortal ჯერ კიდევ Origin-ის ვერსია. Bring Me To Life არ თმობდა ჩარტებს და მალევე, პირველი ალბომი Fallen, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით გაიყიდა, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ორი გრემი და აშშ-ში შვიდჯერ გახდა პლატინის მფლობელი.


ცვლილებები ჯგუფში

უეცრად, საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდიმ. ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა.“

ბენ მუდი მალევე შეცვალა გიტარისტმა ტერი ბალზამომ (Terry Balsamo)რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა და როგორც ემი ამბობს, სიმღერები მეორე ალბომისთვის The Open Door რომელიც 2006 წელს გამოვიდა და 6 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა მხოლოდ მისი და ტერის დაწერილია. ემი: როდესაც ბენი იყო ჯგუფში, ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა. როგორც ემი ამბობს, სიმღერები მეორე ალბომისთვის The Open Door მხოლოდ მისი და ტერის დაწერილია.

სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა, Evanescence-მ გერმანიაში დაგეგმილი ხუთი კონცერტი ჩაშალა. მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ -ბარში, რომ მოწამლულა. რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ.

ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში.

ნიუ-იორკში ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს, ვიღაც მამაკაცი მივიდა ემისთან და ისე შემოეხვია, რომ ისინი პოლიციამ ძლივს დააშორა ერთმანეთს. როდესაც ეს პიროვნება პოლიციამ დაკითხა, მას განუცხადებია, რომ როგორც იქნა, აიხდინა ნატვრა, და ემის სხეულს შეეხო. ამ „შეხებისთვის“ კი ის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

ბენდს შეეცვალა ბას გიტარისტი და უილ ბოიდის ნაცვლად ჯგუფში ტიმ მაკ-კორდი გაწევრიანდა.

2007 წლის 4 მაისს კი ჯონ ლეკომპტმა განაცხადა, რომ ის ემი ლიმ ჯგუფიდან გაუშვა და რომ მასთან ერთად როკი გრეიმაც ბენდის დატოვება გადაწყვიტა. როკი და ჯონი მალევე ჩაანაცვლეს გიტარისტმა ტროი მაკ-ლოუჰორნმა (Troy McLawhorn) და დრამერმა უილ ჰანტმა (Will Hunt), მათ დაემატა ბას გიტარისტი ტიმ მაკ-კორდი( Tim McCord).

ამ დროისთვის ევანესენსის მუდმივი წევრები ემი ლი, ტერი ბალზამო, ტროი მაკ-ლოუჰორნი, უილ ჰანტი და ტიმ მაკ-კორდი არიან.


ახალი ალბომი Evanescence (2011)

2010 წელს ცნობილი გახდა, რომ Evanescence მუშაობდა ახალ სტუდიურ ალბომზე პროდიუსერ ლილიუაითთან, თუმცა პროდიუსერთან შეუთავსებლობის გამო ბენდმა ალბომზე მუშაობა დროებით შეაჩერა და 2011 წლის ივნისში კვლავ განაახლა ახალ პროდიუსერთან, ნიკ რასკოლენიკსთან.

ევანესენსის ახალი, მესამე ალბომი სახელად Evanescence გამოდის 2011 წლის 11 ოქტომბერს. რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვას, თუ რატომ სახელი ევანესენსი ემი ლი პასუხობს: იმიტომ, რომ როგორც იქნა ეს ნამდვილად ჯგუფური ნამუშევარია, როცა ყველა ჯგუფის წევრი ერთად ვმუშაობდით, ერთმანეთის იდეებს ვიზიარებდით და საბოლოოდ ვქმნიდით მუსიკას. ალბომის პირველი სინგლი What You Want 2011 წლის 9 აგვისტოს გამოვიდა, მომდევნო სინგლი My Heart Is Broken კი 2011 წლის 31 ოქტომბერს გამოდის.


დისკოგრაფია

Fallen (2003)
The Open Door (2006)
Evanescence (2011)


წყარო: ვიკიპედია
[Pasuxi][Cit]|
2. Dstori (Off)
[ 08 Sep 2013, 19:36 ]
Broken ai amaze aris natqvami yuri ver movwyviteo...
mousminet
http://m.youtube.com/watch?v=mIIXAkWGJLc
uketesia Nickelback-tan ertad
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას