1. T E M O
(Off)
[ 08 Sep 2013, 11:12 ]
ერთ მოხუცთან მივიდა ახლაგაზრდა და უთხრა:
– თქვენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, არასდროს არ ბრაზობთ. მასწავლეთ როგორ გავხდე მეც ასეთი.
მოხუცი დათანხმდა და თხოვა მას მოეტანა კარტოფილი და გამჭვირვალე პაკეტი.
– როცა ვინმეზე გაბრაზდები ან განაწყენდები, აიღე ეს კარტოფილი, ერთ მხარეზე დააწერე შენი სახელი, ხოლო მეორე მხარეს იმ ადამიანის სახელი, ვისთანაც
კონფლიქტი მოგივიდა და შემდეგ ჩადე ის პაკეტში.
– სულ ეს არის? – იკითხა ახალგაზრდამ გაოცებით.
– არა, – უპასუხა მოხუცმა. – შენ ეს პაკეტი სულ თან უნდა ატარო და ყოველთვის, როცა ვინმეზე გაბრაზდები, მასში ახალი კარტოფილი უნდა ჩაამატო.
ახალგაზრდა დათანხმდა.
გავიდა დრო. პაკეტი თითქმის გაივსო და დამძიმდა. მისი ტარება უკვე არ იყო მოსახერხებელი, თანაც იმ კარტოფილმა, რომელიც პირველად ჩადეს პაკეტში, ლპობა დაიწყო.
ახალგაზრდა მივიდა კვლავ მოხუცთან და უთხრა:
– ამის ტარება უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი პაკეტი ძალიან მძიმეა, მეორეც – კარტოფილი გაფუჭდა და ყარს.
–სწორედ მსგავსი რამ ხდება შენს სულშიც. როცა ვინმეზე ბრაზდები,წყენა ან მრისხანება გიპყრობს, მაშინ სულში ჩნდება მძიმე ქვა. შენ უბრალოდ ამას მაშინ ვერ ამჩნევ. შემდეგ, რამდენჯერაც განმეორდება მსგავსი სიტუაცია, იმდენჯერ იმატებს ქვების რაოდენობაც და ასე თანდათანობით ყალიბდება ერთგვარი ქმედებების ჯაჭვი, რომლისგანაც შემდგომში ფორმირდება გარკვეული
ჩვევები. ეს ჩვევები თავის მხრივ აყალიბებენ ისეთ მანკიერ თვისებებს, რომლებიც ხრწნიან ადამიანს სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად.
მე შენ დაგანახე მთელი ეს პროცესი გვერდიდან, დამკვირვებლის თვალით და ახლა არჩევანი შენზეა…
ჩვენს მანკიერ თვისებებს ჩვენ თვითონ ვშობთ, ამიტომ ყოველთვის, როცა იგრძნობ, რომ ბრაზი და მრისხანება გიპყრობს, კარგად დაფიქრდი, გჭირდება კი დამპალი კარტოფილით სავსე პაკეტის თრევა?wyaro: mebonia.com
[Pasuxi][Cit]|