გზავნილი
1. metkbilalublebi (Off)
[ 03 Sep 2013, 19:11 ]
აქ დავამატოთ ახალი ამბები, ყოველდღიური......
[Pasuxi][Cit]|
2. metkbilalublebi (Off)
[ 03 Sep 2013, 19:19 ]
პენსიები გაიზარდა - ვინ რამდენი ლარით მეტს აიღებს?

საპენსიო ცვლილებები თითქმის ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხო. დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ცვლილებების პაკეტი გააცნო.

1 სექტემბრიდან 150 ლარამდე გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსია. დღეს კი საქართველოში სულ 681 392 ასაკით პენსიონერია. 125ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პენსია (ძველი კლასიფიკაციით I ჯგუფის ინვალიდები) ასეთი კი დღეს მდგომარეობით 21 892 ადამიანია. 70ლარიდან 100ლარამდე გაიზრდება მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პენსია (ძველი კლასიფიკაციით II ჯგუფის ინვალიდები).

შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც 30 ლარით გაიზრდება და 100 ლარი გახდება. დღეს მდგომარეობით მათი რიცხვი 13 ათასამდეა.

55 ლარიდან 100ლარამდე გაიზრდება მარჩენალდაკარგულთა შემწეობა. 1350 პოლიტრეპრესირებული კი ყოველთვიურად 62 ლარის ნაცვლად 107 ლარს მიიღებს. რაც შეეხება სახელწმიფო კომპენსაციებსა და აკადემიური სტიპენდიებს მათი რაოდენობა 292 ლარამდე იზრდება.
აღნიშნული პაკეტით ცვლილებები სულ 1 272 250 ადამიანს შეეხო.

დავით სერგიენკოს განცხადებით წინა წლის სექტემბრის მონაცემებით სახელმწიფო გასაცემელების რაოდენობა ყოველთვიურად 111 მილიონს შეადგენდა. წლევანდელი მონაცემებით სახელმწიფო გასაცემელების რაოდენობა 145 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

timer.ge
[Pasuxi][Cit]|
3. MESUT OZIL (Off)
[ 03 Sep 2013, 19:34 ]
მოსალოდნელი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში რამდენიმე სამსახური იმუშავებს
18:48 03.09.2013
მოსალოდნელ ბუნებრივ სტიქიასთან დაკავშირებით, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გამოცხადებულია მზადყოფნა, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს 112 სამაშველო სამსახური.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენენ სამხედროები. საგანგებო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფება.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი, რომელიც გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს. გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები",-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ხვალიდან საგანგებო რეჯიმში იმუშავებს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოც.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას