1. LoOoL
(Off)
[ 03 Sep 2013, 11:31 ]
9 აპრილის ტრაგედია…
საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ 1986 წლიდან გამოცხადებულმა “პერესტროიკის” კურსმა,რაც პოლიტიკური აზრის თავისუფლებასა და საბჭოთა ცენზურის შერბილებას გულისხმობდა,იატაკქვეშა საზოგადოებრივ მოძრაობებს ღიად მოღვაწეობის საშუალება მისცა.დაიწყო არაფორმალური გაერთიანებების ჩამოყალიბება.
საქართველოში პირველი არაფორმალური გაერთიანება “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” 1987 წლის დეკემბერში დაფუძნდა თბილისში.მათი მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს თავისუფლების,დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის.შემდგომში ამ საზოგადოების საფუძველზე ჩამოყალიბდა მრავალი პოლიტიკური პარტია.
ეროვნული მიმართულების პოლიტიკურმა პარტიებმა 1988 წლიდან დაიწყეს ანტისაბჭოთა მიტინგები.პირველი მოთხოვნები დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების საარტილერიო პოლიგონის გატანას და ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის Mშენებლობის აკრძალვას ეხებოდა.
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები,1988 წლის ნოემბერ-დეკემბრის დღეებში,უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის ცვლილებას,კერძოდ მოკავშირე რესპუბლიკებს ერთმეოდათ კავშირიდან გასვლის უფლება,რასაც თვით სტალინისდროინდელი კონსტიტუციაც კი უშვებდა.1988 წლის 12 ნოემბერს თბილისში,იპოდრომის ტერიტორიაზე,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით შედგა მრავალათასიანი მიტინგი.22 ნოემბერს თბილიში,უზენაისი საბჭოს წინ,დაიწყო შიმშილობა.საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მოეთხოვა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციიდან 118-ე და 119-ე მუხლების ამოღება.მოსკოვმა უკან დაიხია და შეცდომები უარყო.29 ნომებერს აქცია ორგანიზებულად დაიშალა.
1989 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მთავრობის სასახლის წინ პერმანენტული მიტინგი დაიწყოაფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით.მომდევნო დღეებში მიტინგი უფრო მრავალრიცხოვანი გახდა.მომიტინგეება მოითხოვეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
მოსკოვმა მკვეთრი ნაბიჯი გადადგა,სიტუაციის განსამუხტად გადაწყდა ძალის დემონსტრირება,თუ ესეც არ უშველიდა,მაშინ მიტინგს დაარბევდნენ.რუსთაველის პროსპექტზე ტანკმა გაიარა,იმავე დროს,ცაზე სამხედრო შვეულმფრენები გამოჩდნენ.მომიტინგეთა რაოდენობა კი არ შემცირდა,როგორც ხელისუფლება ფიქრობდა,არამდერ კიდევ უფრო გაიზარდა.
1989 წლის 8 აპრილს,გვიან ღამით, საქართველოს ლიდერმა ჯუმბერ პატიაშვილმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კარების სარდალს გენერალ როდიონოვს სთხოვა,დემონსტრაციის დაშლა გადაედოთ,რაზეც უარი მიიღო.
1989 წლის 9 აპრილს დილიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები და მოსკოვიდან ჩამოსული შინაგანი ძალების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით,სულ 1900 ჯარისკაცი ჩამოვიდა.მიტინგის დაშლას მეთაურობდა გენერალი იგორ როდიონოვი.
1989 წლის 9 არპილს,დილის 4 საათზე, მომიტინგეებს ყველას მხრიდან შემოარტყეს ალყა.ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით,ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით.რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა მთავრობის სახლის წინ მოედანზე და დაუწყო დარბევა მომიტინგეებს,მოშიმშილე ახალგაზრდებს,რომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.რამდენიმე წუთში მოიერიშეებმა მოედანი გაწმინდეს.მოედანზე დარჩა 19 მოკლულის გვამი,აქედან 16 ქალის. არაერთმა გაქცევით უშველა თავს. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა.
[Pasuxi][Cit]|