1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 27 Aug 2013, 1:18 ]
facebook არის სოციალური ქსელი. facebook მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ მათი პერსონალური პროფილები, რომ შეატყობინონ მის შესახებ მეგობრებს. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის,სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.
facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.
მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy- ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Ffacebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან. ცუკერბერგმა გადაწყვიტა დასახმარებლად მიემართა თავისი მეგობრისთვის დასტინ მოსკოვიჩისთვის, რომელთანაც ჰარვარდში ერთ ოთახში ცხოვრობდა.
ძალიან მალე მისი შექმნილი საიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პროდუქტისგან ბიზნესი წამოეწყო. მარკმა თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როცა მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და რამოდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში, პალო ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში. მათ იჯარით აიღეს პატარა სახლი, რომელიც ოფისად გამოიყენეს. 2004 წლის ზაფხულის მიწურულს ცუკერბერგმა გაიცნო ანგარიშსწორების სისტემა Ppay pal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, რომელმაც მოლაპარაკებიდან ოთხი საათის შემდეგ ცუკერბერგის კომპანიაში ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ეს არ იყო დიდი ინვესტიცია, მაგრამ ცუკერბერგმა მისი გონივრულად გამოყენება მოახერხა და facebook გააფართოვა. მან პალო-ალტოში ოფისი დაიქირავა და გარს რამდენიმე თანამოაზრე შემოიკრიბა. ცუკერბერგი აპირებდა ჰარვარდში დაბრუნებას, რადგან თავდაპირველად საქმე წარმატებით არ მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მან გადაწყვიტა კალიფორნიაში დარჩენა და დღემდე არ დაბრუნებულა ჰარვარდში როგორც სტუდენტი. 2004 წლის ნოემბერში Ffacebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ცოტა ხანში ისევ პიტერ ტილის დახმარებით ცუკერბერგმა AAccel Partnety-ისაგან $12,7 მილიონის ინვესტიცია მიიღო. 2005 წლის შემოდგომაზე Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი აქტიურად სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკი ძალიან გონივრულად მოიქცა, როცა Ggoogle -დან გამოცდილი მენეჯერი შერილ სენდბერგი მოიწვია, რომელსაც ინტერნეტ ბიზნესში სერიოზული გამოცდილება გააჩნდა. 2006 წელს facebook- მა სერიოზული ნოვაცია დანერგა. კომპანიის მიერ გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის და ცუკერბერგის პირველი კლიენტები „მაკდონალდსი“ და „ცეერუ“ გახდნენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2006 წელს მარკ ცუკერბერგმა სცადა გაეყიდა თავისი საიტი. კომპანია Yahoo ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა მარკს, მაგრამ ბოლო მომენტში მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. კომპანიის შტაბბინა დღესაც პალო ალტოშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: ნიუ-იორკში, ლონდონში, მოსკოვში, ტოკიოში...
[Pasuxi][Cit]|
8. Gi
(Off)
[ 02 Sep 2013, 21:03 ]
tavidan yvela odnoze iyo, magariao. mere feisi gaichita da magariao da "odno banziao", axla feisic "gaxda mosawyeni"
es aseti senia :-D ase vicit qartvelebma
axla google+ amovichemot da ase shemdeg :-D :-D
[Pasuxi][Cit]|