გზავნილი
1. ***MaLeNa*** (Off)
[ 02 Sep 2013, 10:45 ]


საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 21 ეროვნული ჩემპიონატით, 14 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაიერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა და ბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.
კლუბის მიმდინარე ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი — ფრანც ბეკენბაუერი; ვიცე-პრეზიდენტები — დოქტორ ფრიტე შრერერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი; მენეჯერი — ული ჰიონესი; მწვრთნელი — იუპ ჰაინკესი, მუშაობს 2011 წლის 25 მარტიდან. მთავარი სპონსორია T-Mobile.

ბაიერნის პირველი გუნდი


სკ ნიურნბერგისა და ბაიერნის პირველი თამაში 1900 წელს.
ბაიერნის ისტორია 1900 წლიდან იწყება. მისი დაარსება დაკავშირებულია ფეხბურთის ფუნქციონერ ფრანც ჯონის სახელთან, რომელიც გუნდის პირველი პრეზიდენტი იყო. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე — ლეოპოლდშტრასეზე გადავიდა. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი — მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა.

ბაიერნი 21-ე საუკუნეში

ოტმარ ჰიცფელდმა იტალიელი სპეციალისტი 1998 წელს შეცვალა. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1999 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ჰიცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნმა (1998-2004 წლებში) მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯერ, ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს, ასევე გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და საკონტინენტთაშორისო თასზე. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაიერნის მწვრთნელებს შორის. ამ პერიოდში გუნდის ლიდერები იყვნენ ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი და ჯოვანი ელბერი.
2004 წელს კლუბში მწვრთნელად მოვიდა ფელიქს მაგათი, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს, მაგრამ 2007 წლის იანვარში წარუმატებლობების გამო იგი გაათავისუფლეს და მის ადგილას დააბრუნეს ოტმარ ჰიცფელდი.
2007 წლის ზაფხულში ბაიერნმა გაატარა სერიოზული სატრანსფერო პოლიტკა, რის შედეგადაც შეიძინა იტალიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი ლუკა ტონი, გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი მიროსლავ კლოზე, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი. ფეხბურთელების ტრანსფერებზე 2007 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ბაიერნმა $94 მილიონი დახარჯა. 2007-2008 სეზონში კლუბი გახდა გერმანიის ჩემპიონი, დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს.
2008 წლის 1 ივლისიდან ოტმარ ჰიცფელდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა იურგენ კლინსმანმა. 2009 წლის 27 აპრილს კლინსმანი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შრომის შედეგად მალევე გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მოვიდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა შემტევი გუნდის ჩამოყალიბება, პირველივე სეზონში (2009-2010) მოაგებინა კლუბს აუდის თასი, გახადა გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი და ასევე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასთან, მაგრამ ინტერთან დამარცხდა ფინალში ანგარიშით 0:2
ვანგაალის შემდეგ კვლავ ჰაინკესი დაბრუნდა, რომელმაც მოღვაწეობის მეორე წელს (2011/2012) კლუბი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, (ფინალი მიუნხენში ტარდებოდა) და ბაიერნი ახლოს იყო შესულიყო ისტორიაში, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საკუთარ კედლებში (აქამდე ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა), მაგრამ სერიაში ლონდონის ჩელსიმ გაიმარჯვა. იმ წელს მიუნხენური გიგანტი უტიტულოდ დარჩა, ამიტომ ხელმძღვანელებმა ჰაინკესის შემცვლელს დაუწყეს ძებნა და მიაგნეს კიდეც — ეს იყო ხოსეპ გუარდიოლა. მაგრამ ჰაინკესს თითქმის მთელი სეზონი წინ ჰქონდა, მან გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეასრულა „ჰეთ-თრიკი“: მოიგო ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა (დაამარცხეს დორტმუნდის ბორუსია 2:1) და გერმანიის თასი, დაამყარა და გააუმჯობესა მრავალი რეკორდი (გასვლით შეხვედრებში მოიგო ყველა მატჩი, ბუნდესლიგაში გაიტანა 98 გოლი და ა.შ.).
მიუხედავად ამ ფანტასტიური შედეგისა, ჰაინკესს მაინც მოუწია კლუბიდან წასვლა გუარდიოლასთან წინასწარ გაფორმებული კონტრაქტის გამო. 2013 წლის მაისის მონაცემით მიუნხენის ბაიერნი საკლუბო რეიტინგში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.



ბაიერნი საშინაო მატჩებს 1971-72 სეზონიდან 2005-06 სეზონამდე მართავდა ოლიმპიაშტადიონზე, რომელიც იტევს 69.250 მაყურებელს. ამჟამად ბაიერნის სტადიონი არის ალიანც არენა, რომლის მშენებლობა დასრულდა 2005 წელს. ბაიერნთან ერთად სტადიონზე საშინაო მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860. სტადიონის ტევადობა არის 69 901 (66 000 დასაჯდომი).



შემადგენლობა 2012/13

მეკარე

მანუელ ნოიერი 1
ტომ შტარგე 22
ლუკაშ რაედერი 32
მაქსიმილიან რიდმიულერი 24

მცველი

რაფინია 13
დანტე 4
ფილიპ ლამი (კაპ.) 21
ჰოლგერ ბადშტუბერი 28
დიეგო არმანდო კონტენტო 26
ჟერომ ბოატენგი 17
დანიელ ვან ბუიტენი 5
დავიდ ალაბა 27

ნახევარმცველი

ფრანკ რიბერი 7
ტონი კროოსი 39
არიენ რობენი 10
ბასტიან შვაინშტაიგერი (ვიცე კაპ.) 31
ხერდან შაქირი 11
ჩავი მარტინესი 8
პიერ ჰეირბერგი 34

თავდამსხმელი

მარიო მანჯუკიჩი 9
კლაუდიო პიზარო 14
თომას მიულერი 25
პატრიკ ვერაუხი 20

http://ka.wikipedia.org/wik...1%83%9C%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 02 Sep 2013, 11:30; sul 2 -jer
[ like 1 ]
2. AC MILAN (Off)
[ 02 Sep 2013, 10:48 ]
***MaLeNa***, gundis shemadgenloba dade ra please
[Pasuxi][Cit]|
3. KavaLLa [Adm] (Off)
[ 02 Sep 2013, 10:57 ]
ძველი სტატიაა პირველ პოსტში დაკოპირებული :)

იუპ ჰაინკესი წერია მწვრთნელად :P
პეპ გუარდიოლა
პეპ გუარდიოლა
პეპ გუარდიოლა...

:D

Mein Herz schlägt für FCB!
[Pasuxi][Cit]|
4. ***MaLeNa*** (Off)
[ 02 Sep 2013, 11:00 ]
KavaLLa, ნუ რაცაა, წყაროც მითითებულია :P დაარედაქტირე რაც არ მოგწონს :D
[Pasuxi][Cit]|
5. KavaLLa [Adm] (Off)
[ 02 Sep 2013, 11:14 ]
ციტატა: ***MaLeNa***

კიდე ის,რომ მეორე ფოტო ოლიმპია სტადიონის ზედხედია. ახლა მანდ კონცერტები უფრო იმართება,ვიდრე ბაიერნის თამაშები :D

აჰა,ალიანს არენას ფოტოები:P

http://www.google.de/imgres...29,r:17,s:0,i:138
[Pasuxi][Cit]|
6. ***MaLeNa*** (Off)
[ 02 Sep 2013, 11:15 ]
KavaLLa, რა იყო ახლა, ჩამიფლავე თემა? :D
[Pasuxi][Cit]|
7. painter (Off)
[ 02 Sep 2013, 11:24 ]
ჰეინკესი არ იყო გასაშვები კაცი.გვარდიოლამ ააბარდაგა მსოფლიოში ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული და კლასით მწვერვალზე მყოფი ეს კლუბი.
[Pasuxi][Cit]|
8. KavaLLa [Adm] (Off)
[ 02 Sep 2013, 11:29 ]
ციტატა: ***MaLeNa*** რატო კაცო,ჩაფლავებულია თემა,სადაც არავინ არაფერს წერს :D
მე კიდე დავპოსტე რამდენჯერმე აქ:P

და ახლა რასაც დავწერ,ეხება ყველას,ვინც თემას ხსნის.
პირველ პოსტში პირდაპი სტატიის დაკოპირებას აჯობებს თქვენ თვითონ დაწეროთ ტექსტი,ეს არცისე რთული და უსიამოვნო პროცესი უნდა იყოს,მითუმეტეს მაშინ,როცა საყვარელ გუნდზე საუბრობთ.
რა თქმა უნდა შემადგენლობა,ტიტულები და სხვა ისტორიული ფაქტები შეგიძლიათ დააკოპიროთ,მაგრამ ამ ფორუმში უპირატესობას ვანიჭებთ ყველაფერს საკუთარს.
ასე უფრო საინტერესო იქნება აქ ყოფნა,
თორე ისე,რაიმე ინფორმაცია თუ მჭირდება,პირდაპირ ვიკიპედიაზე შევალ ხო და არა ამ ფორუმზე,სადაც ისევ ვიკიდან დაკოპირებული სტატიები იქნება მხოლოდ :)

მალენა და ნუ მიიღებ ახლა ამ პოსტს მხოლოდ შენს თავზე,უბრალოდ დაემთხვა რო ეს თემა და სტატია წავიკითხე მხოლოდ. არადა ვამჩნევ,რო რაც კი თემები იქმნება ამ ახალ ფორუმში,99 პროცენტი პირველი პოსტების უშველებელი ვიკი სტატიებია დაკოპირებული.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5,6,7

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას