2. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 31 Aug 2013, 22:25 ]
ეხლა ვკითხულობდი ამას და მომეწონა და აქაც გადმოვაკოპირებ.
სულიერი სიძლიერე, გზა შორეული ჭეშმარიტებისაკენ.
მადლიერება და წარმატება.
კიოკუშინი- ეს არის გზა და ინსტრუმენტი ადამიანის სრულყოფილებისათვის რასთან მუშაობისას ჩვენ ვიძენთ ხარისხს, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისათვის. ამ გზის საფუძველში დევს რწმენა, შრომისმოყვარეობა და მოთმინება. ეს ყველაფერი იწყება დიდი სურვილით და პირევლი გამბედავი ნაბიჯით. მთელი გულითა და სულით უნდა მიუდგე ამ საქმეს და არსოდეს უღალატო შენი ცხოვრების მანძილზე. თუ თქვენთვის ეს ძნელია ან არ იცით როგორ ან სად წახვიდე წაიკითხეთ ქვემოთ ჩმოწერილი რჩევები, აქ არის პასუხები თქვენს კითხვებზე.
მაშ დავიწყოთ:
1. ადამინის ცხოვრება რთულია და უფრო მეტიც ძალიან დაუნდობელი, რომ აღუდგე წინ სიძნელებს, ვიცხოვროთ ღირსეული ცხოვრებით საჭიროა ძალა და მოთმინება.
2. შევიგნოთ ის რომ ადამიანი თავისი ბუნებით არის სუსტი არსება, ეს გვაძლევს ჩვენ რეალურ შესაძლებლობებს დავფიქრდეთ და დავკავდეთ ჩვენი თავით.
3. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებოსბ შიში კმაყოფილება და ვალდებულება, ერთნი მოდიან ჩვენთან ბავშვობიდან, მეორისკენ ჩვენ თვითონ მივისწრაფით და მესამეს ჩვენ გვაკისრებენ. ცხოვრებას რომ ჰქონდეს აზრი აუცილებელია დიდი სურვილი მიზანი და თვით სრულყოფილების სისიტემა.
4. მოძრაობა წინ მიზნის მისაღწევად - ეს არის ბევრი დამარცხებეები და გამარჯვებები. თუ დავაყენებთ ჩვენს წინაშე მიზანს როგორც კონკურენტს მაშინ აუცილებელია იმოძრაო და იბრძოლო მის მისაღწევად თუნდაც რომ არ გამოვიდეს პირევლი ცდიდან უნდა ეცადო კიდევ. და ასე ათასჯერ სანამ არ მიაღწევ მიზანს მთავარია არ დანებდე და უარი არ თქვა .
5. ადამინი რომელიც თავის თავს გამოიწვევს, აუცილებელია მისთვის სულიერი სიძლიერე, მოთმინება და ყოველღიური მუშაობა თავის თავზე. არ შეიძლება დაგეზაროს და ჩაიკეტო. აუცილებელია იყურო წინ და იფიქრო მხოლოდ გამარჯვებაზე
6. გარდატეხის პერიოდის პრობლემები, საშუალო ასაკის კრიზისი, სიბერე და სხვა მრავალი, რასაც ეჯახება ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე, ეს ის ცხოვრების პერიოდია, როდესაც ადამიანი დუნდება და სუსტედება კარგავს ცხოვრების აზრს და მას ეკარგება მიზანი.
7. მატყუარა მოსაზრებაა რომ იმუშაო შენს თავთან მაშინ, როდესაც შენ ახალგაზრდა ხარ და როდესაც შენ გაქვს ძალა სურვილი და ჯანმრთელობა. კი ჩვენი ორგანიზმი ბერდება მაგრამ შინაგანი განწყობა და სული რჩება უსასრულოდ ახალგაზრდა. ეს ნიშნავს რომ აწყდით ადგილიდან და შეეჯახე ცხოვრების ახალ გამოწვევებს და გაიმარჯვე.
8. სანამ ჩვენ ვსუნთქავთ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ გვაქვს შანსი და უფრო მეტიც უნდა ივარჯიშონ ვინც 40 წელს გადაცდა, ეს იმიტომ რომ 50 წლის ასაკში ცხოვრება არ მთავრდება ის მხოლოდ სინამდვილეში ეხლა იწყება ეს ახალი შტოა ცხოვრების, სადაც უფრო საინტერესო ხდება ჩვენი წლების გამოცდის რათა შევქმნათ უფრო საინტერესო ცხოვრება ვიდრე ახალგაზრდობაშია.
9. გარდაქმნის გზაზე უნდა დადგეს არა მარტო ახალგაზრდა არამედ ყველა ვისაც სურვილი გვაქვს გავხდეთ ახალგაზრდები, ეს მიღწევადია ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ მდგომარეობაში.
10. გზა სრულყოფილებისაკენ ეს არის მოძრაობა ყოველთვის წინ და წრეზე .ყოველი წრის დაბოლოებისას იწყება ახალი წრე, მაგრამ უკვე ახალი ძალებით და იგი გრძლდება უსასრულოდ სპირალისებურად.
11. თუ აირჩიეთ გზა ცხოვრებაში მაშ იარეთ თქვენი თავისაკენ და მიზნებისაკენ, ოფლით ცრემლებით შრომით და უშიშრად, ყოველაფრის გადალახვა მოგიწევთ ყველა შემთხვევეში.
12. ნამდვილი გზა ეს არის ცხოვრება რომელიც სავსეა ცხოვრების აზრით. ყველა გზა ეს არ არის ცხოვრება. ადამინის ცხოვრებაში არსებობს რწმენა, რომელიც გვეხმარება მოვახდინოთ სასწაულება და ვიცხოვროთ. რწმენის გარეშე ადამიანი არ არის ადამიანი, მას არ აქვს ცხოვრება ის მხოლოდ არსებობს.
13. ყოველი ახალი დღე ეს არის ბრძოლა შენი თავისთვის და შენი ცხოვრებისათვის, რომ ისწავლო გამარჯვება და მიაღწიო ცხოვრებაში წარმატებებს, უნდა გახდე კეთილშობილი მებრძოლი.
14. როდესაც შენში ან შენს ცხოვრებაში არის პრობლემები არ იფიქრო არცერთ შმთხვევაში ცუდზე, გაამახვილე ყურადღება მხოლოდ კარგზე. ეს დაგეხმარებათ შეასწოროთ შცდომები შემდგომში და გაგლიჯოთ მორიგი პრობლემების მარწუხები.
15. მიზიდულობის კანონი ასეთია- კარგი იზიდავს ყოველთვის კარგს, ცუდი იზიდავს მის მსგავსს.
16. ადმინის გარე სამყარო ძალიან საინტერესოა, მაგრამ ადამიანისათვის რომელიც შეიძლება ითქვას ჩამოყალიბებულია და სრულყოფილია ყველაზე ძვირფასი არის მისი სამყარო, რომელსაც ყოველთვის შეიძლება შეეხო და რომელშიც შეიძლება იპოვო შენი თავი.
17. ჭეშმარიტება, რომლის ამოცნობასაც ცდილობენ ადამინები არის მხოლოდ ერთი, მაგრამ მისკენ მიმავალი გზები კი უამრავია. ცხოვრებაში საჭიროა იპოვო შენი გზა და მხოლოდ შენ და არავისი სხვისი.
18. აირჩიო სკოლა ეს იგივეა რომ აირჩო გზა რომელ გზაზეც შიძლება იარო და განვითარდე, ეს არის ინსტრუმენტის არჩევანი, რომლითაც შგიძლია მიაღწიო სრულყოფილებას.
19. ძნელია იცხოვრო, როდესაც არ გაქვს სიმშვიდე ცხოვრებაში შენ დარბიხარ იქეთ-აქეთ, როგორც ლომი გალიაში, დარბიხარ ისე როგორც ციყვი ბრძოლაში და ვერ გებულობ ვინ ხარ შენ, რა გინდა შენ და საით უნდა წახვიდე. მაშინ როდესაც მოიპოვებ სიმშვიდეს თავდაჯერებულობას და თავშკავებულობას შენ გაუგებ შენს თავს და შენი ცხოვრების აზრს.
20. თუ თქვენ გამოიწვიეთ თქვენი თავი და მიაღწიეთ გამარჯვებას არ დგაავიწყდეთ რომ თქვენ უნდა დარჩეთ ადამიანად და იცხოვროთ ადამიანთა შორის. ძალა, ჯანმრთლობა, სიმდიდრე აღარაფრად არ ღირს უკაცრიელ კუნძულზე, რომელის შქმნაც შგიძლია შენ ან რომელზეც შიძლება მოხვდე.
21. მარტო ცოდნის შეძნას არ შეუძლია მიგიყვანოს შედეგამდე, ამისთვის საჭიროა პრაქტიკა.
22. ცოდნა ეს ყოველთვის არის შესაძლებლობები, პრაქტიკა, ენერგია და ცხოვრება.
23. თუ ერკვევით საკვებში და მის ნორმებში ეს ჯანმრთელობის საწინდარია.
24. ყოველთვის ადევნე თვალი შენს ტანს და დაიმახსოვრე რომ ეს შენი ინსრუმენტია როგორც ხმალი სამურაის ხელში, რომელიც ყოველთვის და ყველგან უნდ აიყოს სისუფთავეში და საბრძოლო მდგომარეობაში.
25. ტანსაცმელში დაიცავი სისუფთავე და მოხდენილობა შენ უნდა იყო ლამაზად ჩაცმული და არა გამოწყობილი.
26. ცხოვრებაში უნდა იყო ძახილის ნიშანი და არა კითხვის ნიშანი. სწორი ზურგი არა მარტო შენი შეხედულებაა არედ შენს საქმეებზეც მეტყველებს.
27. დააფასე დრო და თავისუფლება, გაუფრთხილი ჯანმრთელობას ეს შუფასებელია. ამას გაუგებ მაშინ, როდესაც სამივეს ერთად დაკარგავ.
28. როდესაც დაინტერესბული ხართ შეავსოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ხვდებით რომ ცხოვრება თანდათან ხდება კომფორტული. თუ პირიქით, მაშინ თქვენ გავხართ სირაქლემას, რომელიც თავით ჩარჭობილია ქვიშაში და ფიქრობს რომ მას ვერ ამჩნევენ.
29. ჩვენ ამ ქვეყანაზე მოვდივართ სუფთა და ცხოვრება გვაქცევს ისეთად როგორებიც ვართ.
30. თუ გინდათ რომ ცხოვრების გზა თანდათან გაგიადვილდეთ თქვენი თავისადმი იყავით მკაცრი, ხოლო თქვენს ირგვლივ ყველას გაუღიმეთ მიეცით მუხტი და კარგი განწყობნილება,
31. ხალხთან ურთიერთობაში იყავი ყოველთვის ლმობიერი და მოექეცი ისე როგორც გინდა შენ მოგექცნენ. არ დაგავიწყდეთ რომ თვით კრიტიკას მოაქვს სულიერი თავისუფლება და თვით შეგნების ზრდა.
32. ადამიანზე იფიქრე კაგი ვიდერე ის იმსახურებს ასეთ სვლაშია შენი ძალა და სიბრძნე.
33. თუ ვერაფერს ახერებთ რაიმე კარგს სხვა ადამიანისათვის მაშინ შეეცადეთ ცუდი არფერი გაუკეთო, რადგან მიხვდებით ადრე თუ გივიან რომ თქვენი ცხოვრების გზა ხარვეზებით არის სავსე.
34. თქვენი ცხოვრების გზაზე ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ფესვები, მშობლები მასწავლებლები რომლებიც გადმოგცემდნენ თავიანთი ცოდანს და გამოცდილებას. ცხოვრებაში ყველაფერი ექვემდებარება კანონებს. თუ თქვენ არ გემახსოვრებათ ისინი მაშინ შენი შვილებიც და მოსწავლეებიც დაგივიწყებენ თქვენ.
35. ესაუბრე შენს ირგვლივ ადამინებს გულწრფელად, იყავი მადლიერი და გიყვარდეს ყველა როდესაც ისინი შენს გვერდით არიან. გახსოვდეს შეიძლება ხვალ ისინი აღარ იყვნენ და უკვე იქნება ყველაფერი გვიან.
36. არასოდეს არ იფრინო ღრუბლებში და ფანტაზიებში იარე მიწაზე და იცხოვრე რეალურ სამყაროში. იცოდე შენი ძალების შეფასება ისწავლე ილაპარაკო სიმართლე ძლიერებს შორის და არსოდეს იცრუო სუსტებს შორის.
37. ყოველ დღე, როდესაც გაახელ თვალებს დაიწყე ახალი ფურცლიდან, და კარგი მხიარული განწყობით ცხოვრება ყოველთვის ლამაზია და მისი შინაარსი ყოველთვის შენზეა დამოკიდებული.
38. შეუძლებელი შეიძლება გახდეს შესაძლებელი თუ ძალიან მოინდომებ, დარწმუნდები და უკან არ დაიხევ, მზე ცაზე არ ამოდის, მზე შენში ამოდის ღრუბლიან ამინდშიც კი.
39. მიზნის მისაღწევად იარე მხოლოდ წინ და გადაწვი ყველა ხიდი რომელზეც გადაიარე, რომ უკან მოხედვის დროს დასაბრუნებელი გზა აღარ იყოს. ცხორება ადგილზე არ დგას და მას თავისი კანონები აქვს რომელსაც ვერავინ ვერ შცვლის იგი მოძრაობს მხოლოდ წინ და არ ჩერდება არასოდეს.
40. თუ დავიწყებთ სვლას არ გაჩერდეთ გამარჯვებამდე. ეს არის ზუსტად ძალის გამოვლენა იმედი ყველაზე ბოლოს ტოვებს ადამინს, ამიტომ არ შეშინდე იარე და იბრძოლე შენს უკან უფალი დგას და ნუ დატოვებ გაწბილებულს.
41. როდესაც გაივლი უამრავ გამარჯვებების რიგს ერთხელაც მიხვდები რომ შენ იმარჯვებ არა ვინმეზე და რამეზე არამედ შენს თავზე რომელიც შენ ჯერ არ გაქვს.
42. გაუფრთხილდი შენი თავისადმი მიცემულ სიტყვას და შენ თავზე აღებულ ვალდებულებას ცხოვრებაში ისე როგორც ბრძოლაში ისწავლე მოგებაც და ღირსეული წაგებაც. წაგებისა და დაცემის გამოცდილება დაგეხმარება სხვა პრობლემების გადალახვაში, სხვადასხვა სიტუაციაში.
43. არ დაიტოვო ადამინისაგან წყენა თქვენს თავში ეს ის ენერგიაა რომელიც გამსხვრევს შენ შიგნიდან, ისწავლე პატიება იქამდე სანამ წყენა ამოქმედდება შენში. პატიება ძლიერების წილხვედრია, ხოლო შურისძიება სუსტების როგორც არ უნდ გეწყინოთ ეს სიმართლეა.
44. პატივი ეცი ადამინების კეთილშობილებას და ეცადე დაემსგავსო მათ. თუ გააკეთე რაიმე კეთილი საქმე არ დაელოდო როდის დაგიბრუნებენ, იყო დიდსულოვანი ესეიგი იყო ძლიერი.
45. როდესაც ვისწრაფვით კომფორტისაკენ და მატერიალური კმაყოფილებისაკენ გახსოვდეს რომ ისინი არიან წყაროები ადამინის ცხობრების ნგრევის , რაც უფრო ძლიერი ხარ მატერიალურად მით უფრო მეტია შენი განცდები და მწუხარება, იბრძოლე, მოიპოვე, გახდი მდიდარი მაგრამ დარჩი ის ვინც ხარ კარგი თვისებები შენშია და არა შენ ხარ მათში.
46. იმისათვის რომ განვითარდეთ ჰარმონიულად და იცხოვროთ ღირსეულად საჭიროა მატერიალური საშუალებები. თუ ეს საშუალებები არ გყოფნით არ შექმნათ მათხოვრობის სისტემა. არამედ შექმენი შენი საქმე და იშრომე ბევრი იყავი ყოველთვის მატერიალურად დამოუკიდებელი თვით კმაყოფილების ადამიანი. ამ შემთხვევაში მიიღებ დახმარებას სხვისგან. გინდა მეტი გაანძრიე ტვინი და ნუ ზიხარ ადგილზე.
47. თუ თქვენ იშოვეთ ბევრი ფული არასოდეს არ ახმაუროთ იგი და ნუ გაისვრით სხვადასხვა მიმართულებით, გახსოვდეთ ფული ის მიზანი არ არის რისთვისაც იბრძვი ის მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად, თუ დადგა თქვენთვის აყვავების დრო არ დაკარგოთ მორიდებულობა და თავდახრილობა.
48. დაეხმარე ღარიბებს უბედურებს და ყველას ვისაც შენი დახმარება სჭირდება, მაგრამ არასოდეს არ შეხვიდეთ ურთიერთობის წრეში სანამ არ გამდიდრდება. ისინი მძიმე მატერიალური მდგომარეობის დროს მხოლოდ უარყოფითად არიან დამუხტული და ამიტომაც არ უმართლებთ, გახსოვს მიზიდულობის კანონი 15 პუნქტი.- უარყოფითი იზიდავს მის მსგავსს- კარგი იზიდავს ყოველთვის კარგს.
49. ყოველთვის გხსოვდეს ის რომ ვინც დღეს არის გაჭირვებული აღმოჩნდეს წარმატებული, თუ შეამჩნიეთ რომ არ ეზარება შრომა დაეხმარეთ თქვენი შესაძლებლობის მიხედვით და განზე გადექით და დაინახავთ რომ მის ქუჩაზეც დადგება ზეიმის დღე. შმდეგ შემოიერთეთ, თქვენ ორივე ერთად უფრო ძლიერები იქნებით.
50. ნამდვილ ოსტატობასთან და სიბრძნესთან ახლოს ხარ მაშინ, როდესაც შგიძლია გაანთავისუფლო თავი ათასნაირი ხლამისაგან, რომელიც არ არის საჭირო მაგრამ არის ყველა ჩვენგანში, რომელიც ხანდახან ჩანს ვითომ ჭეშმარიტება და საჭიროა სიცოცხლისათვის.
51. მაშინ მიაღწევ სასურველ შდეგს როდესაც არ ზიხარ და ელოდები სხვის დახმარებას, მხოლოდ დაეყრდნობი შენს თავს და შენს ძალებს.
52. ნუ ცდილობთ მოატყუოთ თქვენი თავი ყოველთვის ეძებე მეთოდები და შესაძლებლობები და არა თავის მართლების ხერხები ძლიერები მიდიან ყოველთვის წინ სუსტები კი უკან მოჩანჩალებენ.
53. ადამიანში მთავარია თვით ადამინი და არა მისი გარეგანი შეხედულება, მასთან ურთიერთბაში არასოდეს ეცადო იხელმძღვანელო მისი გარეგანი სახით, ერთხელაც მტვერი ჩადგება და ყველაფერი კარგად გამოჩნდება.
54. ჭეშმარიტებისაკენ სვლის გზაზე არ არის ადგილი გამყიდველობის ღალატის, ტყუილების, იმისთვის რომ გახდეთ ვინმე მთელი ცხოვრება გჭირდებათ, რო დაკარგო ყველაფერი ერთ წამიც კი ყოფნის.
55. ერთ ბედნიერ დღეს გაიღვიძებ და იგძნობ რომ შენი ცხოვრება უკვე უკან არის. ეს არ არის საშიში, ყველა წავალთ ამ ქვეყნოდან აქ არავინ არ დარჩება სამუდამოდ მაგრამ საშიში სხვა რამეა, როდესაც შეიგრძნობ რომ უნაყოფო იყო შენი ცხოვრება და არსებობა ამ ქვეყანაზე, მაგრამ მეორედ მოსვლის შანსი კი აღარ გექნება.
56. ათას ნაბიჯიანი გზა ყოველთვის იწყება პირველი ნაბიჯიდან, ნუ გეშინია გაიღიმე და იარე წინ შენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.
დიდი პატივისცემით საერთაშორისო კლასის ოსტატი შავი ქამარი 5 დანი შიხან ნოდარი კვანჭიანი.
წყარო:kyokushinkai.ge/
[Pasuxi][Cit]|