გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 31 Aug 2013, 4:07 ]
Guns N' Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს.
მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში „სასიკვდილო სია“.
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 1990-იანი წლების მძიმე როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, Guns N' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე მრავალი წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

Guns N' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის (რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის (წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის (დასარტყმელი საკრავები) მიერ.

ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა. მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო, ასევე იმ მიზეზით რომ ექსლი ხშირად იცმევს მაისურებს ჩარლზ მენსონის გამოსახულებით. კრიტიკის საფუძველი ხდებოდა ალბომების გამოცემებს შორის დიდი შუალედებიც.

ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.

მოქმედი წევრები:
ექსლ როუზი – მთავარი ვოკალისტი (1985–დღემდე)
დიზი რიდი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, სინთეზატორი, დამატებითი ვოკალი (1990–დღემდე)
ტომი სტინსონი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
კრის პიტმენი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
რიჩარდ ფორტუსი – რითმული და წამყვანი გიტარები, დამატებითი ვოკალი (2002–დღემდე)
ფრენკ ფერერი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (2006–დღემდე)
რონ თალი – წამყვანი და რითმული გიტარები (2006–დღემდე)
დიჯეი ეშბა – წამყვანი და რითმული გიტარები (2009–დღემდე)



დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

>Appetite for Destruction (1987)
>G N' R Lies (1988)
>Use Your Illusion I (1991)
>Use Your Illusion II (1991)
>The Spaghetti Incident? (1993)
>Chinese Democracy (2008)

წყარო:wikipedia.org
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას