1. MESUT OZIL
(Off)
[ 29 Aug 2013, 16:38 ]
უიტნი საშუალოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა ნევარკში (ნიუ ჯერსი). მისი მშობლები რასელ და ქისი ჰიუსტონები, ბიძაშვილებთან და უიტნის ნათლია – არეტა ფრანკლინთან ერთად, პატივსაცემი ფიგურები იყვნენ ბაპტისტური ეკლესიის მგალობელთა გუნდში.
80–იან წლებში უიტნი ფოტომოდელი გახდა. ის ერთ–ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ჰოლლმა შენიშნა ღამის კლუბში სიმღერისას. უიტნი პირველად ჟურნალ „Seventeen”-ის ყდაზე გამოჩნდა და ერთ–ერთი პირველი შავკანიანი ქალბატონი იყო, რომელმაც ჟურნალების გარეკანი დაიკავა. მისი მომხიბვლელობა და თბილი აურა არავის დარჩა შეუმჩნეველი და მალე ყველაზე მოთხოვნადი გოგონა გახდა – დაიბეჭდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა „კოსმოპოლიტენი“, „გლამური“... მონაწილეობდა სხვადასხვა რეკლამაშიც.
უიტნი სიმღერას არ ივიწყებდა და აქტიურად მუშაობდა თავის ხმაზე. თუმცა, მიუხედავად შემოთავაზებებისა, მომღერლის დედა უარს ამბობდა კონტრაქტებზე, სანამ თავისი შვილი სკოლას დაამთავრებდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ქლივ დეივისის შემოთავაზება, რომელმაც საერთაშორისო კონტრაქტი გაუფორმა უიტნის და მისი დებიუტი მოაწყო „მერი გრიფინის შოუში“.
უიტნი ბევრს შრომობდა, მღეროდა ნიუ იორკის ღამის კლუბებში, გამოდიოდა ღამის სატელევიზიო შოუებში და იქ ასრულებდა თავის სიმღერებს. ამ დროს შავკანიანების მსგავსი გამოსვლები იშვიათობა იყო და MTV-იც, ძირითადად, თეთრკანიან შემსრულებლებს ატრიალებდა, რამაც ნელნელა ხალხის პროტესტი გამოიწვია. სწორედ უიტნი გახდა MTV–ის პირველი ყველაზე პოპულარული შავკანიანი ვარსკვლავი. მომღერალი აღიარეს ერთ–ერთ მთავარ საფეხურად იმ 25 საფეხურს შორის, რომელზეც მუსიკალურ სამყაროში საუბრობენ. უიტნის პოპულარობამ სტიმული მისცა სხვა შავკანიან შემსრულებლებსაც, მაგალითად, ჯენეტ ჯექსონს, ანიტა ბარქერს...
უამრავი ტურის და წარმატების შედეგად, 80–90 წლებში უიტნი „ფორბსის“ ჟურნალმა მერვე ყველაზე მაღალ–ანაზღაურებად არტისტად დაასახელა. მსოფლიო სტატისტიკის ამ მაჩვენებლით უიტნი მესამე ადგილზე დაასახელეს და მხოლოდ ედი მერფისა და ბილ კოსბის ჩამორჩებოდა.
ამხელა წარმატების შემდეგ, უიტნის ბევრი პროდიუსერი სთავაზობდა ფილმში გადაღებას ისეთ მსახიობებთან, როგორიცაა, მაგალითად, რობერტ დე ნირო. მიუხედავად იმისა, რომ დე ნირო უიტნის საყვარელი მსახიობი იყო, მან მაინც ჩათვალა, რომ ჯერ შესაფერისი დრო არ იყო და გადაღებაზე არ დათანხმდა. პირველი როლი 1992 წელს „პირად მცველში“ შეასრულა კევინ კოსტნერთან ერთად. მომღერალი და უკვე მსახიობიც ბევრმა გააკრიტიკა და ყველაზე უნიჭო მსახიობის ნომინაციაც დაიმსახურა, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა საუნდტრეკებმა. “I will always love you” სინამდვილეში დოლი პარტონის ჩაწერილია 1974 წელს, თუმცა უიტნიმ სიმღერის თავისებური ვარიანტი შესთავაზა მსმენელს, რამაც ის გამოიწვია, რომ ბილბორდზე 200 საუკეთესო სიმღერას შორის პირველ ადგილს იკავებდა არანაკლებ 20 კვირის განმავლობაში! 93–94 წლებში უიტნი „ფორბსმა“ ისევ დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებს შორის ოპრა ვინფრისა და ბარბარა სტრეიზანდის შემდეგ.
უიტნის რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ედი მერფისთან. მოგვიანებით, მას შეუყვარდა მომღერალი ბობი ბრაუნი და, 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოლად გაჰყვა მას. ერთ წელიწადში უიტნის გოგონა ეყოლა სახელად ბობი–კრისტინა ჰიუსტონ–ბრაუნი. მომღერალი მოუღლეს წლების შემდეგ, 2007 წელს ოფიციალურად დაშორდა. როგორც ახლა უიტნის დედა აცხადებს, მისი შვილი არასოდეს ყოფილა ქმართან ბედნიერი. სწორედ ამიტომ, მას მომღერლის გამოსათხოვარ დღეზე არ დაუშვებენ.
უიტნი ჰიუსტონი ყველასათვის სამაგალითო იყო, თუმცა 90–იანი წლების ბოლოს, წონაში საეჭვოდ დაკლებისა და წარმოდგენებზე ხშირი დაგვიანებებისა თუ გაცდენების შემდეგ, ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ მომღერალი, მეუღლესთან ერთად, ნარკოტიკებს იღებდა. 2000 წელს ორივე მათგანის ბარგში იპოვეს ნარკოტიკი და სასჯელიც დააკისრეს. ამას მოჰყვა დიდი მარცხი სხვადასხვა კონცერტზე. აკადემიის დაჯილდოვებაზე უიტნი პროდიუსერმა არ დაუშვა. მომღერალს ხმა უკანკალებდა და ხშირად სიმღერებს ერთმანეთში ურევდა.
2001 წელს უიტნი ჰიუსტონმა განაახლა 100 მილიონიანი კონტრაქტი არისტა–სტუდიასთან, თუმცა გეგმა ვერ შეასრულა. მას სასამართლოში უჩივლა მამამისის კომპანიის იმდროინდელმა მფლობელმა, რომელიც მომღერალს 100 მილიონიან ვალს სთხოვდა. საქმე უიტნის მამასაც ეხებოდა, რომელიც თებერვალში გარდაიცვალა და საქმეც გაუხსნელი დარჩა.
2002 წელს უიტნიმ ინტერვიუ მისცა დაიანე სოიერს. ინტერვიუ ყველაზე რეიტინგულად დასახელდა სატელევიზიო ისტორიაში. მომღერალმა ნარკოტიკებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსაწევი ზედმეტად იაფი იყო იმისთვის, რომ უიტნის მასზე ეფიქრა. სამაგიეროდ, მოგვიანებით აღიარა, რომ დროდადრო იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და, მათ შორის, კოკაინსაც.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ბობი ბრაუნმა უიტნის სასამართლოში უჩივლა, თუმცა, საქმე მთლიანად უიტნის გამარჯვებით დასრულდა. 7 წლის პაუზის შემდეგ, უიტნი ჰიუსტონი პირველად 2009 წელს ოპრა ვინფრის სატელევიზიო პრემიერაზე გამოჩნდა. მან განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღიარა ნარკოტიკების მიღება. ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ცუდად იყო და ნელნელა საკუთარ თავს კარგავდა. ამ გამოჩენის შემდეგ, უიტნი გააქტიურდა, გამოუშვა ახალი ალბომი და ბევრ სატელევიზიო შოუში იმღერა. იქს–ფაქტორშიც გამოვიდა, როგორც მოწვეული სტუმარი და შედეგების დღეს იმღერა. მართალია, მის სიმღერას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მომღერლის მონაცემები შეაფასეს, როგორც „სუსტი და გაუგებარი“, მაგრამ სიმღერას „I Look To You” მაინც დიდი აღიარება და პოპულარობა ხვდა წილად. ასევე, უამრავი პრიზიც...
2009 წელსვე უიტნი ჰიუსტონმა, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტური მოაწყო. ალაპარაკდნენ მის გრანდიოზულ დაბრუნებაზე. თუმცა, რამდენიმე მოხსნილი კონცერტის შემდეგ, იმედგაცრუებული გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ უიტნს სიმღერის ხარისხი ძალიან დაბლა იყო დაცემული. ბევრი მათგანი პირდაპირ ტოვებდა კონცერტებს.
2010 წელს უიტნიმ ბევრი პრიზი მიიღო და გაამხილა, რომ მერვე ალბომის ჩაწერა უნდოდა Will.i.am.-თან ერთად. თუმცა, 2011 წელს მომღერალი ისევ რეაბილიტაციის ცენტრში მოხვდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი წარმომადგენლის განცხადებით, ეს განკურნების ხანგრძლივი პროცესის ერთ–ერთი ეტაპი იყო...
გარდაცვალება[რედაქტირება]
2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი ბევერლი ჰილტონის სასტუმროში (ბევერლი ჰილსი, კალიფორნია) უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ადგილობრივმა პარამედიკოსებმა ხელოვნური სუნთქვის მეთოდის გამოყენების შემდეგ განაცხადეს, რომ მომღერალი გარდაცვლილი იყო.[3] TMZ-მ განაცხადა, რომ უიტნის გვამი ამოღებული იქნა აბაზანიდან და ექსპერტიზას გადაეცა, რათა დადგენილიყო, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი.[4] ადგილობრივი პოლიციის თქმით, გვამზე ძალადობის ნიშნები არ ყოფილა.[5] Hotel“. გარაცვალებამდე 2 დღით ადრე მან ქელი ფრაისთან ერთად იმღერა გრემის დაჯილდოვების–წინა წვეულებაზე. როგორც ვარაუდობენ, ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ მომღერლის გაგუდვა გამოიწვია. მისი გარდაცვალების შემდეგ, დოლი პარტონმა – „I WilL Always Love You”-ს ავტორმა, განაცხადა: „მე ყოველთვის უღრმესი მადლობელი დავრჩები უიტნისი, რომ მან ჩემი სიმღერა ასე შეუფასებლად შეასრულა და მე გულის ყველაზე ღრმა წერტილიდან ვეუბნები უიტნის: I will always love you, Whitney!“ კომენტარი გააკეთა უამრავმა მომღერალმა, ცნობილმა ადამიანმა... ყველაზე დიდმა ტელევიზიებმა: CNN, MSNBC, FOX, MTV-იმ შეცვალეს თავისი პროგრამები და ნონ–სტოპ რეჟიმით აჩვენებდნენ ყველაფერს, რაც უიტნის უკავშირდებოდა; ალაპარაკებდნენ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა შეხება ამ ლეგენდარულ მომღერალთან. უიტნის გარდაცვალების ამბავი რომ გაუგია, მნახველების თქმით, ბობი ბრაუნი (ყოფილი მეუღლე) დაუფარავ ემოციებს გამოხატავდა, ტიროდა და საშინელ მდგომარეობაში იყო. თუმცა, მან არ მოხსნა მისისიპის კოცერტი, რომელიც ამ ამბიდან რამდენიმე საათში იწყებოდა. კონცერტზე დამსწრეთა თქმით, ბობი ტირილს ვერ იკავებდა, ცაში კოცნას გზავნიდა და ჩურჩულებდა: "I love you, Whitney".
[Pasuxi][Cit]|