გზავნილი
9. ABGDEVZT (Off)
[ 24 Nov 2020, 2:42 ]
მშვენივრად ვარ. ოჯახიც მაქვს და სამსახურიც. კმაყოფილი ვარ სრულიად. ხანდახან იმის დროც მაქვს, რომ აქ შემოვიხედო,თუმცა რას შევხედო არ ვიცი :D ნოსტალგია მაქვს ასე ვთქვათ. მიყვარს აქაურობა.
[Pasuxi][Cit]|
10. IrakLi (Off)
[ 24 Nov 2020, 21:53 ]
იქნებ მართლა აღადგინოთ ძველი ნიკები თორე ერთი-ორის გარდა ყველა უცხო ნიკია :D
[Pasuxi][Cit]|
11. user117 (Off)
[ 25 Nov 2020, 2:06 ]
მეც მინდა ჩემი ძველი ნიკი
[Pasuxi][Cit]|
12. ABGDEVZT (Off)
[ 25 Nov 2020, 2:46 ]
რატომ არ შემოდიან ძველები.
1. ზოგმა ჩათვალა, რომ თავი ამოწურა.
2. ზოგს ცარიელ ფორუმში შემოსვლა არ უნდა.
3.ზოგი შემოდის, მაგრამ უცხო ნიკს ამოფარებული.
4. ყველას ასაკი მოემატა თავისთავად და გონიათ, რომ თუ შემოვლენ ხალხი ბებრად, უსაქმურად და მოცლილად ჩათვლის.


ახლა მე გეტყვით.
1. როცა ფიქრობ, რომ თავი ამოწურე, ესეიგი არც ისეთი საინტერესო ხარ. მუდმივად შეიძლება ახლის ძიება. ახალი თემები, პროექტები, დისკუსიები.
2. ნამდვილად რთულია სიცარიელეში ყოფნა, მაგრამ თუ ყველამ ასე იფიქრა, დარჩება სულ ასე. უნდა გადაიდგას ნაბიჯები.
3. ალბათ ესეც კომპლექსის ბრალია, ვინმემ არ თქვას, ამას აქ რაღა უნდაო. არადა ზუსტად "ამას" უნდა აქ, რომ ცოტა გამოცოცხლდეს ფორუმი.
4. ესეც ერთგვარი კომპლექსია. შორიდან უყურებენ და ამით კმაყოფილდებიან. ყველას გვაქვს ოჯახი და სამსახური. არავინ ვართ უსაქმური. ხომ ასეა? ყველა ასაკში შეიძლება ყველაფრის გაკეთება. ან რა ასაკზეა საუბარი, მართლა ბებრები ვართ დავიჯერო? არა რათქმაუნდა. არ არის აუცილებელი დღე და ღამე აქ ვიყოთ, უბრალოდ, მცირეოდენი დრო დავუთმოთ და მონაწილეობა მივიღოთ ფორუმის წინსვლაში. სტიმულია საჭირო და მხრის აბმა. სოციალურ სივრცეში ბევრი ჩვენთაგანი დიდ დროს ატარებს. და რა მოხდება ამ დროის მცირე ნაწილს ფორუმს თუ დავუთმობთ? ალბათ ზოგს გიკვირთ, ასე რა მალაპარაკებს. ბევრმა თქვენი თავებიც იცანით. ხოდა შენ, ხო შენ, შორიდან რომ იყურები და გზას ტკეპნი, შემოდი და მიეცი სტიმული სხვასაც,თორემ ასე არაფერი გამოვა. არაფერია შეუძლებელი თუ ერთად ვიქნებით.
[Pasuxi][Cit]|
13. shamani (Off)
[ 26 Nov 2020, 8:50 ]
ციტატა: ABGDEVZT
სამის გარდა კიდევ რომელ პუნქტში ხედავ თავს ? :D
[Pasuxi][Cit]|
14. ABGDEVZT (Off)
[ 26 Nov 2020, 11:00 ]
ციტატა: shamani რა ინტრიგულ კითხვებს სვამ :D
1-ის გარდა ალბათ ყველა :D
[Pasuxi][Cit]|
15. shamani (Off)
[ 26 Nov 2020, 13:05 ]
ციტატა: ABGDEVZT
გამოგადგება მაგ პუნქტების გათვალისწინება აბა ფორუმის მოვლა-პატრონობის მისიის შესასრულებლად.წარმატებები აბა გგულშემაგტკივრობ :D
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას