გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 25 Aug 2013, 2:37 ]
კინო როგორც ხელოვნება 19-ე საუკუნეში წარმოიშვა. 90-იან წლებში მოძრავი ნახატებიდან პატარა მოკლემეტრაჟიან ქრონიკებზე ხოლო შემდეგ მუნჯ კინოზე და სიჩუმის ერიდან იაპონია უკვე ხმოვან კინოზე გადადის.1908 წელს იქმნება პირველი კინოსტუდია.

იაპონური კინოც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიის მსგავსად თეატრის ბაზაზე იქმნება, მრავალი წლების მანძილზე კინო იაპონური თეატრის "კაბუკის" გავლენას განიცდის. ხმოვანი კინოს შექმნამდე იაპონური კინოს განუყრელი ატრიბუტია "ბენსი" - ცოცხალი გახმოვანება. იაპონური კინოს ერთერთი ფუზემდებელი მაკინო სიოძო_ Makino Shōzō (1878-1929) იწყებს კინოს თეატრის გავლენისაგან გათავისუფლებას. ამ ეპოქის რეჟისორებიდან ნაღსანიშნავია : კოტანი, უსიხარა,სიმაძუ,ოძუ .

ეტაპობრივად იაპონურ კინოში ჩნდება რეალიზმი და ხმა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო 30-იანები როცა იაპონიაში დამკვიდრდა პროდუსინგის , წამყვანი რეჟისორებისა და მსახიობების კულტურა. ამ პერიოდში ყალიბდება იაპონური კინოს ის ნინდივიდუალური შტრიხი რაც დღემდე გამოარჩევს და თვითმყფადს ხდის მას: განსაკუთრებული სიღრმე , უსაზღვროდ ნაზი გრძნობები რომლებიც ამავდროულად უზომოდ სასტიკია.

ოქროს ხანად იაპონიის კინემატოგრაფიაში 50-60 იანი წლები ითვლება, ამ პერიოდს ასევე შესანიშნავი ექვსეულის ერას უწოდებენ როცა ექვსი მსხვილი კინოკომპანია აქტიურად მოღვაწეობს იაპონურ კინოინდუსტრიაში : Toho, Daiei, Shochiku, Nikkatsu, Toei და სინტოხო რომელიც 1961 წელს გაკოტრდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში დოკუმენტური ფილმების პიკია. ამ ჟანრში განსაკუთრებული კვალი დატოვა Kajiro Yamamoto-მ.50-იანების ბოლოს იაპონია პირველ ადგილზეა კინოწარმოებაში 504-ფილმით.
მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება იაპონურ კინოსოს მოუტანა აკირა კუროსავას ფილმებმა .

70-იანი წლები სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობისა და საერთო პროექტების ეტაპია იაპონურ კინოში.
ზოგადად იაპონური კინოსთვის დამახასიათებელია შინაარსობრივი და აუდიტორიის მიხედვით ჟანრობრივი დაყოფა.

Gendaigeki (ჯედაიგეკი) _ თანამედროვე იაპონური კინო

Jindaigeki (კინგეკი)_ ისტორიული, ტრადიციული იაპონური კინო.

გარდა ამისა არის სხვადასხვა სუბჟანრები:

Samurai cinema _ ასევე ცნობილია როგორც "ჩამბარა" - ხმა რომელსაც გამოსცემს ხმლები ერთმანეტთან შეჯახების დროს. მოიცავს ფილმებს სამურაებზე
Ninja _ ცნობილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება , მოიცავს შესაბამისი თემატიკის ფილმებს
Yakuza films _ იაკუზა იაპონური მაფიაა, შესაბამისად ეს სუბჟანრი მოიცავს იაკუძაზე ფილმებს.
Horror _ იყოფა ქვეჟანრებად J-Horror (მაგ. Ring) და Cult Horror (მაგ. Suicide Club) ზოგადად ამ ჯანრში საშინელებათა ფილმები ერთიანდება.
Kaiju _ ფილმები მონსტრებზე როგორიც არის მაგალითად გოძილა.
Pink films _ მელოდრამებითა და რომანტიული თემატიკიტ დაწყებული პორნოგრაფიით დასრულებული.
Seishun eiga _ ფილმები თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე.
Shomingeki _ სოციალური თემატიკის ფილმები.
Anime _ იაპონური ანიმაცია.

ძალიან მრაბალფეროვანია ზოგადად იაპონური კულტურა შესაბამისად ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი კინოინდუსტრია აქვთ.

წყარო:infokutaisi.com

P.S. მეც კი დავწერდი იგივეს მაგრამ რადგან გამზადებული ვნახე პირდაპირ გადმოვაკოპირე.
ახლიდან ველოსიპედის გამოგონება რა საჭიროა.
[Pasuxi][Cit]|
2. remember me (Off)
[ 10 Sep 2013, 10:08 ]
Miyvars iaponuri filmebi, galiis mefe momwons gansakutrebit ))
[Pasuxi][Cit]|
3. VampirE (Off)
[ 22 Oct 2013, 19:22 ]
არა არ მიყვარს მე იაპონური ფილმები...
ზღაპრებია...არც შინაარში აქვთ ხარისხიანი არც რამე...

ერთი ცუნამიი მომწონს შედარებით,მეტი არაფერი...
[Pasuxi][Cit]|
4. GI0 (Off)
[ 22 Oct 2013, 19:29 ]
Gogoebi kargi hyavt
[Pasuxi][Cit]|
5. LILITH [Mod] (Off)
[ 22 Oct 2013, 19:32 ]
მე მიყვარს იაპონური საავტორო კინო,ე,წ არტჰაუსი და მისი უდიდესი წარმომადგენლები აკირა კუროსავა,იასუძირო ოძუ და კონ იტიკავა)) არაფრით ჩამოუვარდებიან გენიალურ ევროპელ რეჟისორებს.
[Pasuxi][Cit]|
6. Nikusha (Off)
[ 24 May 2020, 22:26 ]
მაქსიმუმ 10 იაპონური ფილმი მაქვს ნანახი.
აქედან ერთი 7 სამურია და მეორე წერილები ივო ძიმადან
:დ
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას