შეაფასეთ მისი შემოქმედება
+: 100%
±: 0%
-: 0%
გამოკითხულია: 4
გზავნილი
1. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 9:31 ]

ორი ათასზე მეტი წლის წინ საბერძნეთში ცხოვრობდა მწერალი ეზოპე, რომელიც განთქმული იყო ბრძნული იგავებით და ცხოვრებისეული გაკვეთილებით აღსავსე ამბებით. თუმცა ყველა იგავი როდი ეკუთვნის ეზოპეს: ზოგი მათგანი უძველესი თქმულებაა, ოღონდ მის მიერ შეკრებილი და განახლებური. ეზოპეს იგავები დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც ოდესღაც.
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 09 Sep 2013, 9:42; sul 1 -jer
2. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 9:31 ]
ვინ იყო ეზოპე და რატომ ითხოვდა უპოვარი მონა გასამრჯელოდ თავისუფლებას
ეზოპე(ცნობილი მეიგავაკე, ცხოვრობდა VIს.ჩვ.წთ-მდე, ეზოპემ დაწერა 400-მდე იგავ-არაკი)წარმოშობით ფრიგიელი იყო, მონად დაბადებული.დიდად აფასებდა თურმე ქსენფი, თავადაც ფილოსოფოსი და მოაზროვნე თავის მონის გამჭრიახობას.თანასწორივით ჰკითხავდა ხოლმე რჩევას ეზოპეს და ისიც თანასწორივით პასუხობდა.კუზიანი, შეუხედავი, უუფლებო, და უპოვარი მონა გასამრჯელოდ მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სულ ამაოდ.
ერთხელ ეზოპე და მისი პატრონი განძს წააწყდნენ.ქსენფი განძის ნახევარსა და თავისუფლებას შეჰპირდა მონას, მაგრამ შემდეგ სიხარბენ სძლია:ნაპოვნი რომ გავუყო ხალხს შემიყრი და ამ ქვეყნის მმართველი ყელაფერს წაგვართმევსო.
-არ მინდა შენი ოქრო, მხოლოდ თავისუფლება მიბოძე, -ისევ სთხოვა ეზოპემ.
-ვფიცავ ზევსს, ასეთ ბრძენს და ღირსეულს, ვერაფრით შეგელევიო
-ნებით არ გამიშვებ, ჩემით წავალ-შეესიტყვა მონა პატრონს
-ხმა ჩაიწყვიტე, არარაობავ, არაფრის მწონეს ეს თავისუფლება რაღად გინდა?-განრისხდა ქსენფი.

და ეს ასეა ოდიდთგანვე, ზოგჯერ ნანატრი თავისუფლება ურჩევნია ადამიანს ყოველგვარ ქვეყნის სიკეთესა და სიმდიდრეს, ადამიანი თუ თავის უფალი არაა მის ყოფას აზრიც არ გააჩნია.უფალმა დაბადა ყოველი ადამიანი თავისუფალი და მიანიჭა თითოეულს ეს განძი, და ვის აქვს უფლება ხელყოს უფლისგან ბოძებული?!
წყარო: www.intermedia.ge
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 9:48 ]
იგავი ცრუ მეგობრებზე

კურდღელი ტყეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მასთან მეგობრობა ყველას სიამოვნებდა და ბევრი სხვა ცხოველი ამაყობდა კურდღელთან მეგობრობით.

ერთ დღეს კურდღელმა გაიგო, რომ მონადირეები სანადირო ძაღლებით აპირებდნენ ტყეში კურდღლებზე სანადიროდ წასვლას. კურდღელი შეშინდა და იმ მეგობრების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას გაქცევაში დაეხმარებოდნენ.

პირველად კურდღელი ცხენთან მივიდა და სთხოვა დახმარებოდა გაქცევაში. ცხენმა უარი უთხრა:

– დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოსაგვარებელი, დარწმუნებული ვარ სხვა მეგობრებს ეცლებათ შენთვის და პრობლემა არ შეგექმნება – უთხრა მან კურდღელს.

შემდეგ კურდღელი კამეჩთან მივიდა და სთხოვა ძაღლებისგან დაეცვა იგი. კამეჩმა უთხრა:

– ვწუხვარ ძვირფასო მეგობარო. დღეს საღამოს მნიშვნელოვანი პაემანი მაქვს, ვერ გადავდებ. აი, მგონი ჩვენი მეგობარი თხა უარს არ გეტყვის დახმარებაზე –მიასწავლა კამეჩმა.

კურდღელი თხასთანაც მივიდა. თხა დაფიქრდა, მაგრამ შეეშინდა, რომ ძაღლები მასაც ფიზიკურ ზიანს მიაყენებდნენ და უთხრა:

– ვწუხვარ მე არ შემიძლია, რომ დაგეხმარო. ცხვართან მიდი იქნებ იმან გიშველოს რაიმე.

კურდღელი ცხვართანაც მივიდა. ცხვარმა უთხრა:

–დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, რომ შემეძლოს. მემგონი შენთვისაც ცნობილია, რომ მეძებრებს ადვილად შეუძლიათ, როგორც კურდღლის ასევე ცხვრის დაგლეჯვაც. არ ვიცი რა ვქნა.

ამ დროს მეძებრები უკვე ახლოს იყვნენ კურდღელთან. და ამ უკანასკნელმა ძალა და მხნეობა მოიკრიფა და თავისი საოცარი სისწრაფის წყალობით სასწაულებრივად დაუსხლტა მდევრებს ხელიდან.

მორალი:
ყველას სიამოვნებდა კურდღელთან ურთიერთობა, მაგრამ კარგი მეგობრობის გაწევა მათგან ვერავინ შეძლო.
კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია, მაგრამ როცა ამისათვის პირადი დროის, სურვილების შეწირვა და მხვერპლის გაღება არის საჭირო ბევრი ადამიანი იხევს უკან. მაგრამ ეს ნადვილი მეგობრობა უკვე აღარაა.
ცხოვრებაშიც შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა ამოიცნობს თავისი თავი კურდღელის როლში და დაინახოს მასში ამ ისტორიის სხვა მონაწილეებიც. ეს ფაქტია. თუმცა , თუ ეს მოხდება გულს ნუ გაიტეხავთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტოც კი შეგწევთ ძალა იმისა, რომ ცრუ მეგობრების გარეშეც დაძლიოთ ცხოვრების სირთულეები, როგორც ეს კურღელმა გააკეთა.
[Pasuxi][Cit]|
4. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 9:49 ]

5. crawl (Off)
[ 09 Sep 2013, 11:48 ]
"რაც უფრო პატარაა გონება, მით უფრო დიდია პატივმოყვარეობა" - ეს გამონათქვამიც ეზოპეს ეკუთვნის ) მარტივად თუმცა საამოდ წასაკითხია მისი იგავები.
[Pasuxi][Cit]|
6. aqauri (Off)
[ 03 Feb 2020, 20:50 ]
ეზოპესაგან დღესაც ბევრს ისწავლის გონიერი ადამიანი...
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას