გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 14 Oct 2013, 2:45 ]
პოლარული ციალი — პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად.


პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით.
პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5x1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.


ვიკიპედია


http://www.myvideo.ge/?video_id=1400297



[Pasuxi][Cit]|
2. ***MaLeNa*** (Off)
[ 14 Oct 2013, 17:45 ]
ლამაზი სანახავია :)
[Pasuxi][Cit]|
3. vika (Off)
[ 14 Oct 2013, 18:01 ]
ovalebi da araovalebi ar vici mee magram es lamazi raghasc dzalian ar miyvars me..
[Pasuxi][Cit]|
4. B I B I (Off)
[ 14 Oct 2013, 18:04 ]
მინდა მანდ :) ნიმფებთან ერთად
[Pasuxi][Cit]|
5. aqauri (Off)
[ 03 Feb 2020, 0:41 ]
საოცარია პირდაპირ...

თურმე იბერიაფორუმში ყოფილა პასუხი კითხვაზე,თუ რაა გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზი...
[Pasuxi][Cit]|
6. aqauri (Off)
[ 03 Feb 2020, 0:43 ]
aqauri,

ყოველთვის კი მიკვირდა,მყინვარები რად დნება მაინცადამაინც არქტიკაში და არა ეკვატორზე-თქო...

აწი მშვიდად დამეძინება...
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას