1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:56 ]
ადამიანს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი. მაგრამ რა მდგომარეობაა დღეისათვის?
ცივილიზაციის განვითარების პარალელურად, იზრდება იმ ფაქტორთა რიცხვი, რომლებიც აზიანებენ ადამიანის ჯანმრთელობას. თანამედროვე მედიცინისათვის ცნობილია 10 ათასზე მეტი დაავადება. დასავლური მედიცინა დაავადებების სამკურნალოდ ძირთადად იყენებს ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს – ორგანიზმისათვის უცხო, ქიმიურ ნივთიერებებს. ამგვარი წამლის ყოველი მიღება წარმოქმნის უამრავ ახალ პრობლემას, რადგან არ არსებობს ორგანიზმისათვის სრულიად უვნები ქიმიური წამალი. დაავადების მწვავე პერიოდში, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება გამართლებულია სწრაფი ეფექტის გამო, მაგრამ ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში და, მითუმეტეს პროფილაქტიკის მიზნით მათი მიღება ყოვლად დაუშვებელია. არ არსებობს წამალი, რომელსაც ანოტაციაში არ უწერია უამრავი უკუჩვენება და თანმხლები გართულება, მაგრამ ერთი დაავადებისაგან განკურნების მიზნით, მივდივართ კომპრომისზე და ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს.
ჩინური მედიცინის მიდგომა პრინციპულად განსხვავებულია. იგი წარმოადგენს მთლიან ფილოსოფიას მკურნალობის და პროფილაქტიკის უნიკალური მეთოდებით, მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებებით, რომლთა სიძლიერე განპირობებულია თვით ბუნების კანონებით.
ჩინეთში არსებობს ასეთი გამოთქმა: ”ადამიანი მაშინ კი არ ხდება ავად, როდესაც თავს იჩენს დაავადება, არამედ ავადმყოფობა ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი ავადაა”. ეს გამოთქმა ძალზედ ზუსტად ასახავს ჩინური მედიცინის შეხედულებას ადამიანის ჯანმრთელობაზე. როდესაც დამცავი ძალები შესუსტებულია, ხოლო რეზერვი გამოფიტული, ამოქმედდება მრავალი ფაქტორი, რომელთა ერთობლიობა იწვევს დაავადების დაწყებას. დაავადება შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერი დაძაბულობისას, რომელსაც ორგანიზმი ვერ უმკლავდება. ეს შეიძლება იყოს მავნე ნივთიერება, კლიმატური პირობების ცვლილება, ნებისმიერი გადამეტებული გრძნობა (წუხილი, სიხარული, შური, ბოღმა და ა.შ.) და სხვ.
ჩინურ მედიცინაში ჯანმრთელობა განიხილება როგორც ორგანიზმის უნარი რეაგირება მოახდინოს მრავლად არსებულ გამღიზიანებლებს ისე, რომ არ დაირღვას თანაფარდობა და მთლიანობა. მკურნალობის ძირითად წესს წარმოადგენს დაავადების გამომწვევი მიზეზის მოშორება, ინდივიდუალური თავისებურებების, კონსტიტუციის, გეოგრაფიული მდებარეობის, წელიწადის დროის და ა.შ. გათვალისწინებით.
ჩინური მედიცინის უძველეს ნაშრომში ”ნეი-ცზინ”, რომელიც დაწერილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში, წერია: ”სიბრძნის უმაღლეს პრინციპს წარმოადგენს წესრიგის შენარჩუნება და არა უწესრიგობის მოწესრიგება. დაავადების მკურნალობა მას მერე, რაც იგი უკვე დაწყებულია, იგივეა, რაც ჭის ამოთხრა დაიწყო მაშინ, როცა მოგწყურდება ან იარაღის დამზადება დაიწყო როდესაც ომი დაიწყება”.
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინის კანონების თანახმა, ადამიანის ორგანიზმი – მიკროკოსმოსია, რომელიც მაკროკოსმოსის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. მისი ცხოვრება და ცვალებადობა მუდმივად განიცდის მის ირგვლივ არსებული გარემოს ზეგავლენას. ორგანიზმი – რთული თვითრეგულირებადი სისტემაა, რომელიც დინამიურ თანაფარდობაშია გარემოსთან. ადამიანი მთელი სიცოცხლე მჭიდრო კავშირშია ბუნებრივ ციკლებთან – სადღეღამისო, თვიური, სეზონური, მიმდინარე. როგორც დედამიწის შემადგენლობაშია ხმელეთი, ოკეანე და ატმოსფერო, ასევე სხეული შეიცავს სისხლს, რომელიც მართავს სხეულის მატერიალურ ფორმას; სინოტივეს, რომელიც შიდა გარემოს წარმოადგენს და “ცი”ს – რომელიც არეგულირებს სხეულის ფორმას, ქმედებას და მასში მიმდინარე პროცესებს.
ცი – წარმოადგენს ენერგიას, რომელსაც ადამიანი დაბადებისას ღებულობს დედისგან და შემდგომ შეიძენს სუნთქვისას, საკვების მიღებისას და ა.შ. ეს ენერგია არის როგორც ადამიანში, ასევე მის ირგვლივ გარემოში.
ადამიმის ჯანმრთელობა ხასიათთდება ცი-ს კომპონენტებით და ენერგიის მოძრაობით არხების (მერიდიანების) სისტემაში, რომლებიც ექვემდებარებიან შინაგან ბიოლოგიურ საათს. ენერგეტიკული არხების მუშაობის დარღვევა ვლინდება ორგანოებში ენერგიის კომპონენტების არათანაბარი გადანაწილებით, რაც დაავადების სიმპტომებით იჩენს თავს, ხოლო ცი-ს ცირკულირების გაჩერება – სიკვდილია.
სასიცოცხლო წერტილები – მერიდიანები – ენერგიის ცირკულირება – ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნება – ყველაფერი ეს წარმოადგენს სისტემას, რომლის შიგნითაც შემუშავებულია ტრადიციული აღმოსავლური მედიცინის მკურნალობის წესები.
12 ძირითად მერიდიანზე ენერგიის ცირკულირების სრული კურსი სრულდება 24 საათში; ყოველ მერიდიანზე მაქსიმალური დაძაბულობა 2 საათს გრძელდება. სწორედ ეს მაქსიმალური აქტივობის დროა მნიშვნელოვანი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის და სწორედ მაგ დროს უფრო კარგად ექვემდებარება სამკურნალო ზემოქმედებას დაზიანებული ორგანო.
დაავადების, ფიზიკური ან ნერვული დაძაბულობის, არასცორი კვების, ტრავმის, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის ან არასწორი აზროვნების შედეგად მერიდიანები ”იბლოკება”. მაგრამ შესაძლებელია მათი ”გახსნა” და ენერგიის მოძრაობის აღდგენა სხეულის ადრე დახშულ უბნებში. ”დაბლოკილი” მერიდიანების გასახსნელად, ენერგიის გავლის მოსაწესრიგებლად და დაგროვილი ენერგიის უბნების გასათავისუფლებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ: მასაჟს, აკუპუნქტურას და სხვ.
ტრადიციული ჩინური მედიცინის საფუძველს წარმოადგენს სწავლება ”ინ” და ”იან” შესახებ: ნებისმიერი მთლიანი შედგება ორი საწინააღმდეგო საწყისისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და იმავდროულად ავსებენ ერთმანეთს. ინ-იანის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ
ისინი ცდილობენ დაახშონ ერთმანეთი
ორივე საწყისი მჭიდრო ურთიერთობაშია და ერთი მეორეში გარდაიქმნება; ინ-ში არის იანი და იან-ში არის ინი
ინ და იან-ის ბრძოლა და ურთიერთგარდაქმნა ქმნიან განვითარების წყაროს
წყარო:http://chinamedicine.ge
[Pasuxi][Cit]|