1. professor(Off) [ 19 Sep 2019, 13:23 ]
და აი ისიც, იწყება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში.
წელს ის იაპონიაში ჩატარდება და 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წინა მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წელს, ინგლისში ჩატარდა და გამარჯვება ახალმა ზელანდიამ მოიპოვა.
საქართველომ 2015 წელს, ტონგა და ნამიბია დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა,
რამაც ავტომატურად მოგვცა საშუალება, ყოველგვარი საკვალიფიკაციო მატჩების გარეშე, გვეთამაშა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის, საუკეთესო შედეგია, რაც კი დაუფიქსირებია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
წელს საქართველო ასპარეზობას 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს.
ჩვენი ჯგუფი ასე გამოიყურება:
ავსტრალია 0 ქულა
უელსი 0 ქულა
საქართველო 0 ქულა
ფიჯი 0 ქულა
ურუგვაი 0 ქულა
2. echo(Off) [ 19 Sep 2019, 14:18 ]
ბოლო ორი წლით საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩვენების თამაშით. ვფიქრობ მეტი ახალგაზრდა მორაგბეა საჭირო ძირითად ნაკრებშიც. ჰეიგის წასვლის შემდეგ ალბათ ასეც მოხდება. წარმატებები ჩვენს მაკრებს. [Pasuxi][Cit]|
3. Mindia
[Adm] (Off) [ 19 Sep 2019, 16:44 ]
უელსმა თუ მოგვახვია თამაში სასტიკად გაგვანადგურებს. თუ ჩვენ მოვახვიეთ კარგი იქნება.
ავსტრალიასთან ბრძოლის შანსი მეტია, მაგრამ მთლიანობაში ორივესთან მიზერული შანსია.
ფიჯისთანაც არაა ბევრი შანსი, ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ უკანა ხაზში. უკანახაზელების სიდიადეზე ისიც შეიძლება ითქვას რომ მეტყველებს ფიჯი ოლიმპიური ჩემპიონია. თუმცა ნადოლო არ ეყოლებათ რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაინც მე პირადად არ გამიკვირდება თუ ბრძოლას გაუმართავენ ან ავსტრალიელებს ან უელსებებსაც.
ურუგვაი გუნდი რომელსაც ვთვლით რომ ულაპარაკოდ მოვუგებთ, თუ გავითვალისწინებთ რომ გვაქვს მენტალიტეტში მოდუნების მომენტი როცა რაღაცაში ფავორიტები ვითვლებით (ბრწყინვალე მაგალითია წინა მსოფლიოზე ცუდი თამაში ნამიბიასთან), არა მგონია მარტივი მატჩი იყოს.
განრიგი არ გვიწყობს ხელი ასევე.
ჩემი პროგნოზი 4 ადგილია რეალური, მაგრამ შეგვიძლია ფიჯის ვაჯობოთ, თუ მოვახვიეთ ძალისხმიერი რაგბი და დაცვითი რაგბი. ველოდები ერთ კარგ მატჩს ორ ლიდერთანთანაც აუცილებლდა. ერთს ტრადიციულად დიდი ანგარიშით დავმარცხდებით ალბათ.
მსოფლიოს ფავორიტი ტრადიციულად ზელანდიაა, მე უელსს ვგულშემატკივრობ დიდი ხანია. იმედია სკოტებიც აჩვენებენ კარგ შედეგებს. [Pasuxi][Cit]|
4. professor(Off) [ 20 Sep 2019, 17:16 ]
პირველი თამაში. იაპინია 30 - 10 რუსეთი.
იაპონიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, წესით უნდა გაენადგურებინა რუსეთი.
რუსეთს დაეტყო, რომ 80 წუთი ვერ გაქაჩავს ძლიერ ნაკრებებთან და სავარაუდოდ ყველასთან ბონუს ქულით დამარცხდება. [Pasuxi][Cit]|
5. echo(Off) [ 23 Sep 2019, 18:40 ]
პირველი ტაიმი იყო უდაბლესი დონის, ესეთი თამაშით რუსეთიც მოგვიგებს. კეორე ტაიმი იყო მართლა მაღალი დონის, უბრალოდ მანდაც ძალიან მარტივი ორი ლელო გავუშვით რომელსაც არცერთი ტოპ ნაკრები არ გაუშვებდა. ასე რომ იმედია შემდეგი თამაშებისთვის ჩამოვყალიბდებით და ოროვე ტაიმს მაღალ დონეზე ჩავატარებთ. [Pasuxi][Cit]|
საერთოდ დიდ გუნდებთან პირიკითაა ხოლმე, პატარა გუნდები დასაწყისში უქაჩავენ და ბოლოს იშლებიან (იტალია ბრწყინვალე მაგალითი). ჩვენ კიდე პირიკით გვჭირს. ნერვიულობის მომენტი ვერ დაძლია ნაკრებმა [Pasuxi][Cit]|
7. echo(Off) [ 24 Sep 2019, 10:58 ] ციტატა: Mindia ხო გეთანხმები, მეც მაგას გავიძახდი გუშინ. არადა ფიზიკურად ტოპ გუნდებს არ ჩამოვუვარდებით. მოგებას არ ვითხოვ 6ერის ჩემპიონთან მაგრამ ასეთ ლელოებს უელსი კი არა ზიმბაბვეც დაგიდებს თუ დაცვა გახსენი. ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ გუშინ სენსაცია (მოგებას არ ვგულისხმობ) შეგბეძლო მოგვეხდინა, მაგრამ გონზე გვიან მოსვლამ ყველაფერი გააფუჭა. [Pasuxi][Cit]|
8. echo(Off) [ 24 Sep 2019, 11:01 ]
და აფრასიძე კიდე საოცარი ბიჭია, ნაკრების ნათელი წერტილია, ყოველთვის დიდი პოზიტივი შემოაქვს ჩვენების თამაშში. [Pasuxi][Cit]|