1. LILITH
[Mod] (Off)
[ 23 Oct 2013, 17:52 ]
საჭირო მასალა: 1 კგ კიტრი, 1 თავი ხახვი, 1-2 ს.კ. ერბო, 600 გ საქონლის ხორცის ფარში, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 2 ს.კ. ბულიონის ფხვნილი ან კუბიკი, 1 კონა კამა, 200 გ არაჟანი, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 1 ს.კ. სახამებელი, მწიკვი შაქარი.
მომზადება: კიტრები გავფცქვნათ და ბოლოები მოვაჭრათ. თითოეული კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და ნახევარ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი. 1-2 ს.კ. ერბო ტაფაზე გავადნოთ, დავუმატოთ ხორცის ფარში და საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი კიდევ ვშუშოთ, შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ტაფაში მოვათავსოთ კიტრი და 2-3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ 400 მლ წყალი, ბულიონის ფხვნილი და 8-10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, სანამ კიტრი არ დარბილდება. კიტრს დავუმატოთ არაჟანი, მდოგვი და დაჭრილი კამა. შესასქელებლად დავუმატოთ 1 ს.კ. სახამებელი და წამოვადუღოთ. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შაქარი. კიტრს დავუმატოთ მოშუშული ხორცის ფარში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
[Pasuxi][Cit]|