გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 23 Oct 2013, 17:52 ]
საჭირო მასალა: 1 კგ კიტრი, 1 თავი ხახვი, 1-2 ს.კ. ერბო, 600 გ საქონლის ხორცის ფარში, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 2 ს.კ. ბულიონის ფხვნილი ან კუბიკი, 1 კონა კამა, 200 გ არაჟანი, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 1 ს.კ. სახამებელი, მწიკვი შაქარი.



მომზადება: კიტრები გავფცქვნათ და ბოლოები მოვაჭრათ. თითოეული კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და ნახევარ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი. 1-2 ს.კ. ერბო ტაფაზე გავადნოთ, დავუმატოთ ხორცის ფარში და საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი კიდევ ვშუშოთ, შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ტაფაში მოვათავსოთ კიტრი და 2-3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ 400 მლ წყალი, ბულიონის ფხვნილი და 8-10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, სანამ კიტრი არ დარბილდება. კიტრს დავუმატოთ არაჟანი, მდოგვი და დაჭრილი კამა. შესასქელებლად დავუმატოთ 1 ს.კ. სახამებელი და წამოვადუღოთ. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შაქარი. კიტრს დავუმატოთ მოშუშული ხორცის ფარში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.



[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. bZzziki (Off)
[ 23 Oct 2013, 17:56 ]
Moshushuli kitri :S kitrs ru taviseburi grili suni AR aqvs,Ra machmevs
[Pasuxi][Cit]|
3. bako [Mod] (Off)
[ 23 Oct 2013, 18:02 ]
კარგი რამე ჩანს,მერე უნდა ვცადო აუცილებლად :)
[Pasuxi][Cit]|
4. Sergi (Off)
[ 23 Oct 2013, 18:40 ]
ციტატა: bZzziki mec ese
[Pasuxi][Cit]|
5. VampirE (Off)
[ 24 Oct 2013, 0:05 ]
კიტრის მოშუშვა არ გამიგია...თუმცა კარგი იქნება ისე...
[Pasuxi][Cit]|
6. Mateus [Adm] (Off)
[ 28 Oct 2013, 1:59 ]
არ უნდა იყოს ცუდი. მაგრამ, სახამებელი რა არის? ან მწიკვი შაქარი როგორია
[Pasuxi][Cit]|
7. LILITH [Mod] (Off)
[ 28 Oct 2013, 2:15 ]
ციტატა: Mateus სახამებელი იგივე კარტოფილის ფქვილია და მწიკვი ნიშნავს ჩაის კოვზის მეოთხედს დაახლოებით :D
[Pasuxi][Cit]|
8. Mateus [Adm] (Off)
[ 28 Oct 2013, 2:36 ]
ციტატა: LILITH

და ეს კარტოფილის ფხვნილი საიდან უნდა მოვიტანო, მე არ შემხვედრია არსად
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას