130. Aristokratka
(Off)
[ 27 Oct 2013, 20:59 ]
IDIOTEQNO
Chemtvis arc arasodros yofila.dgidan mosvlisa.
Ase rom vulocav qartul ocnebas!
Shedegebi mshvenieria!
Viziareb mcuxarebas da cxare cremlebit davstiri nac mozraobas.
66% egzitpolsi da realurad xo nuu....
[Pasuxi][Cit]|
131. Mother.Board
(Off)
[ 27 Oct 2013, 21:05 ]
დავით ბაქრაძე მზადაა არჩევნებში დამარცხება აღიაროს
„ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცესკოს მიერ ხმების დათვლის შემდეგ ის მზადაა, არჩევნებში დამარცხება აღიაროს.
„ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით უკვე გამოიკვეთა გარკვეული სურათი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება გაკეთდეს შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შედეგი და ეს დადგინდება ცესკოს მიერ ხმების დათვლის შემდეგ, ჯამური სურათი ნათელია და არ ვთვლი, რომ მნიშვნელოვნად შეცვლის იმ გადანაწილებას, რომელიც ვიხილეთ. ქვეყნის და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვიქნებით ვაღიაროთ არჩევნების ის საბოლოო შედეგი, რომელიც დადასტურდება ცესკოს მიერ ხმების დათვლის შედეგად. მინდა, დღესვე მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ნათელია დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული. მე ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას, ვულოცავ იმ ნდობას, რომელიც მიიღო ქართველი ხალხისგან და ვუსურვებ, გაემართლებინოს ეს ნდობა გაკეთებული საქმით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, მას ხმების 66,7 % აქვს.
ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 20,2% აქვს დავით ბაქრაძეს 7,5% მიიღო ნინო ბურჯანაძემ, 2,1% შალვა ნათელაშვილმა, 1,1% კი გიორგი თარგამაძემ.
[Pasuxi][Cit]|