გზავნილი
1. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 10:54 ]
მოდით ამ თემაში დავწეროთ ჩენი სულიერ მამათა გამონათქვამები, ქადაგებებიდან ამონარიდები და ა.შ. :)
მანამდე კი შემოგთავაზებთ ჩემს მიერ მოძიებულ გამონათქვამებს :)

ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)



ეკლესიასა და ცხონებაზე

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

ეპისკოპოსობა ერთობაა, რომელშიც თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მონაწილეობს, ასევე ერთია და განუყოფელი კათოლიკე ეკლესია, ამიტომაც უნდა შეერთდეს იგი იერარქების ურთიერთკავშირით ერთ მთლიანობად.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

სადაც ეკლესიაა, იქ არის სული წმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ერთია სხეული, შემდგარი მრავალი ნაწილისგან. ეკლესიის ერთიან სხეულს მოციქული ქრისტეს უწოდებს, რადგან იგია თავი ამ სხეულისა.
ნეტარი თეოდორიტე

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

მოციქულთა დროიდან და შემდგომ მრავალი მწვალებლობა შემოქრილა ეკლესიაში... მაგრამ ეკლესია განუყოფელი და შეურყვნელი დარჩა და უკუნისამდე ასეთი იქნება, მაშინ, როდესაც ბილწებათა მოქმედნი აუცილებლად აღმოიფხვრებიან ეკლესიიდან.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ (მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე ძლიეს და ვერც უკუნისამდე ძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

რწმენის აღმსარებლობა გვასწავლის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთადერთობას, რათა განერიდო ბილწ, მწვალებლურ საზოგადოებებს და მარად იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი
[Pasuxi][Cit]|
2. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 10:56 ]
რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
[Pasuxi][Cit]|
3. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 10:57 ]
სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე

უნდა იცხოვრო არა „იოლად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად ატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
მიტრპოლიტი ფილარეტი

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა.
ღირსი ისიხი ქორიბიტი

ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან გათავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა.
მაქსიმე აღმსარებელი

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
ეფრემ ასური

ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს მათ, რომელთაც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგანს კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარებლად აღასრულოს თავისი მოვალეობა.
ნეტარი ავგუსტინე
[Pasuxi][Cit]|
4. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 10:58 ]
სულიერ მოძღვარზე

სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძღვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
ტიხონ ზადონელი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.
ტიხონ ზადონელი

ნუთუ შენ უარყოფ და უპატიოდ გაისტუმრებ მეფის მიერ მოგზავნილ მსახურს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძველი, ჭუჭყიანი შესამოსელი აცვია და დიდებული ეტლით არ მოსულა შენთან, არამედ ფეხშიშველი გამოგცხადებია და ასე მოურთმევია შენთვის ხელმწიფის წერილი, მისი ანდერძი, რომლითაც მეფე მთელს თავის სამეფოსა და სამკვიდრებელს სწორედ შენ გიანდერძებს?! ნუთუ ყოველივე ამაზე უარს იტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ მეფის მსახური არ მოგეწონება და უღირსად მიიჩნევ მას?! რა თქმა უნდა, ასე არ იქმ, მეტიც, დიდის პატივითაც მიიღებ უაღრესი სიხარულის მომტან მსახურს, და სწორიც იქნები. ხოლო თუ ასე არ მოიქცევი, იცოდე, რომ მეფის უდიდესი რისხვა დაგატყდება თავს და სასტიკად დაგსჯის! თუ ასეა ქვეყნიური მეფის გამო, რატომ უგულებელსყოფ ზეციური მეუფის ანდერძს, მომადლებულს შენთვის, რომელშიც იგი თავის ძედ, მემკვიდრედ გაცხადებს და ზეციურ სამარადისო სამეფოს გაძლევს სამემკვიდროდ დაუსრულებელი საუკუნეებისათვის, და უგულებელსჰყოფ იმის გამო, რომ მისი მსახური უღირსად ჩაცმული და უდიერი გეჩვენება! განა იქნება ამაზე მეტი უგუნურება?!...
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი

თუკი არ იცი მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან, კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.
წმ. ეფრემ ასური

ღმრთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.
წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც მრევლი ზოგიერთ მოძღვარს ხედავს, რომელიც თავისი საქციელით არ შეესაბამება თავის ხარისხის ღირსებას, შფოთდება და ორჭოფობს, არის კი ნამდვილად ღმრთისმსახურება ის, რასაც ეს მოძღვრები ასრულებენ? ასეთი ერისკაცების დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამს მოვიტანთ: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს“ - ჭეშმარიტია წმიდა ოქროპირის შენიშვნა! მთესველი ხანდახან ჭუჭყიანი ხელით თესავს მარცვალს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის კურთხევით მინდვრები მდიდარ მოსავალს იძლევა.
ნოვგოროდის ეპისკოპოსი იაკობი

წმიდა მოძღვრება არ კარგავს თავის სიწმიდეს იმით, რომ ცოდვილი ბაგეებით იქადაგება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

როდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი მას, ვისგანაც გესმის, რომ არ მოიკლო სასარგებლო სწავლება.
აბბა თალასე

ჩვენ (მოძღვრები) სინდისის ხმის მოთხოვნის თანახმად უნდა ვიღწვოდეთ, რათა ჩვენს გამო ეკლესიისთვის არავინ დაიღუპოს.
მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი

თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
ღირსი მამა ეფრემ ასური

შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
ღირსი მამა ეფრემ ასური

ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
ღირსი მამა ეფრემ ასური

მღვდელთან მისვლამდე ღმერთს შეევედრე, რათა შეგიწყალოს და მოძღვარს ის ათქმევინოს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება, ამის შემდეგ კი რწმენით აღასრულე ღვთივგანბრძნობილ მამათა ნათქვამი და ღმერთი სიმშვიდეს მოგმადლებს.
ღირსი ესაია ეგვიპტელი

წინამძღვრებს მართებთ ყველაზე მეტი შრომა გაწიონ, როცა მითითებებს იძლევიან, ხოლო საკუთარ თავზე ფიქრისას ხელქვეითებზე მეტი თავმდაბლობა მოეთხოვებათ.
ღირსი მაკარი ეგვიპტელი

უკიდურესი მონდომებით და დიდი სიფრთხილით შეეცადე იპოვო მოღვაწე მამა, რომელიც უცოდველად წაგიძღვება და ცხოვრების მაგალითად გექცევა. რომელიც სხვებს, ღმერთისკენ მავალთ სიბრძნით უძღვება. ის სათნოებებით უნდა იყოს შემკული, მის ცხოვრებაში ღვთისადმი სიყვარული საქმით უნდა იყოს გაცხადებული, განსწავლული წმიდა წერილში არ უნდა იბნეოდეს, არ უნდა იყოს ვერცხლისმოყვარე, არც მრავალ საზრუნავში არ უნდა იყოს ჩაფლული, მდუმარე, ღვთისმოყვარე, გლახაკთშემწყალე, ურისხველი, გულღრძოობისგან თავისუფალი, მასთან მივრდომილთადმი ძალმოსილი დამოძღვრაში, არაპატივმოყვარე, არაქედმაღალი, არაპირმოთნე, უღალატო, ღმერთზე მაღლა არავის და არაფრის დამყენებელი. თუკი იპოვი ასეთს, მაშინ ჩააბარე საკუთარი თავი, ყოველგვარი ქენჯნის გარეშე უკუაგდე საკუთარი სურვილები, რათა ემსგავსო სუფთა ჭურჭელს, რომელშიც ინახება დიდი საუნჯე.
ღირსი მაკარი ეგვიპტელი

ღვთის მადლით როცა იპოვი კეთილ საქმეთა წინამძღოლს (და თუკი ეძებ, მონახავ კიდეც მას), დაუკვირდი საკუთარ თავს, რომ მოძღვრის ნებას არ გადახვიდე, რადგან ყველაფერი, რაც მის გარეშე გადაწყდება, გარკვეულწილად ქურდობა და მკრეხელობაა, რომელიც თუნდაც სიკეთედ გეჩვენებოდეს, არაფერს გარგებს და სიკვდილისაკენ კი გაგაქანებს. თუკი ის მართლაც კეთილია, რატომ აღესრულება მალულად და არა აშკარად?
ღირსი მაკარი ეგვიპტელი

გონიერ წინამძღოლს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თითოეული მორჩილის ზნე, ვნებები და სულიერი მიდრეკილებები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ყოველ მათგანს მისთვის მისაღები მითითება უნდა მისცეს. ამავდროულად არ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა გაცემულ განკარგულებაზე, რადგან ყველაზე რთულია თავად უექიმო საკუთარ თავს, რადგან ადამიანი დაბადებიდან თავის თავზეა შეყვარებული და ამ მიკერძოებული დამოკიდებულებიდან ნამდვილ სამსჯავროს აწყობს. უფრო მოსახერხებელია სხვამ შეგვიცნოს და სხვამვე განგვკურნოს, რადგან მას თვითტკბობის ვნება ნამდვილ შეფასებებში ხელს არ უშლის.
ღირსი მაკარი ეგვიპტელი

უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო.
მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი

ცხვრებო, მწყემსებს ნუ მწყემსავთ და ზღვარს ნუ გადახვალთ. იკმარეთ კარგი საძოვარი, მსჯავრს ნუ დაადებთ მსჯავრმდებლებს და ნუ ასწავლით კანონმდებლებს.
მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი

როცა ჩვენ უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ - ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე - ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში. ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: „და ჰრქუა: საყდართა მოსესათა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23,2-3). როგორც ხედავ, მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი, ვისი გარყვნილი ცხოვრება მართებულად იწვევდა ზიზღს მის მოწაფეებში. ამას მღვდლების განსაკითხავად კი არ ვამბობ - არა! თქვენ თვითონ ხართ მათი ქცევის და მსახურების მოწმენი - არამედ იმისათვის, რომ მათ მეტი პატივი და რიდი მიაგოთ, ამით თქვენ თავს მეტ სარგებელს მოუტანთ: „რომელმაც შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს“ (მათე 10,41).
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

თუ შენ გძულს მღვდელი, ეს მისი ხელდამსხმელის - ღმერთის სიძულვილია. იქნებ იკითხო, საიდან იცით, რომ ღმერთია მისი ხელდამსხმელი? თუ ეს არ გწამს, მაშ ამაოა შენი სასოება. თუ ღმერთი მღვდელში არაფერს აღასრულებს, მაშინ შენ არ მონათლულხარ, არც ზიარების საიდუმლოებანი და არც მღვდლის კურთხევა მიგიღია, მაშ ქრისტიანიც არ ყოფილხარ. იტყვი: განა ღმერთი ყველას ხელდამსხმელია, უღირსებისაც? არა, ღმერთი ყველას ხელდამსხმელი არ არის, მაგრამ იგი ყველა მღვდლით მოქმედებს, თუნდაც მღვდელი უღირსი იყოს.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

სამღვდელოება... (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

მღვდელი უნდა იყოს მღვიძარე, წინდახედული, ჰქონდეს მრავალი თვალი ყველა მხარეს და ცხოვრობდეს არა მხოლოდ თავისთავისთვის, არამედ ხალხისთვის.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

შესაძლებელია ცხვრის ფარის პატრონმა შეიწყნაროს ის, ვინც დაღუპა მისი ცხვრები, რომლებიც ან მგლებმა გაიტაცეს, ან ყაჩაღებმა გაძარცვეს, მძიმე სენი შეეყარათ ან სხვა უბედურმა შემთხვევამ გაანადგურა ისინი და თუნდაც მან პასუხი აგოს, ზარალი მხოლოდ ფულადი იქნება; მაგრამ ვისაც მიანდეს ადამიანები, რომლებიც ქრისტეს გონიერ ცხვრებს წარმოადგენენ, ის, ასეთი ცხვრების დაღუპვით, ზიანს მიაყენებს არა ქონებას, არამედ თავის სულს; და შემდეგ, მას მოუწევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და რთული მოღვაწეობა.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

მღვდლის ცოდვები გაცილებით დიდ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე უბრალო ადამიანებისა, ... ისინი უმძიმესია არა მარტო მათი ბუნების გამო, არამედ მღვდლის ღირსების მიხედვით, რომელიც ამ ცოდვებს ჩადის.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

ხარ ცხვარი? დაემორჩილე მწყემსს, ნუ გაექცევი სიძნელეს, გიყვარდეს სარწმუნოება, თავს ნუ აარიდებ მოძღვრის კვერთხს. ის გამარცხებს არა მოსაკლავად, არამედ იმისათვის, რომ აგაცილოს ცდუნება.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

ნუ ვდრტვინავთ როცა გვკურნავენ, უმჯობესია გვიხაროდეს, თუნდაც სწავლებამ მოგგვაროს დიდი ტანჯვა, რადგან ბოლოს ეს გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

მღვდლების მიმართ გვმართებს დიდი მზრუნველობა. თუ თქვენ მათ თავს ესხმით სხვებთან ერთად, თქვენ და თქვენი საქმენი არ იქნება კარგად. სანამ მარჩენალი თავს კარგად გრძნობს, გამოკვებული უვნებელია, ხოლო თუ მას მტრულად მოექცევიან და განიკითხავენ, იგი ვერ შეძლებს განსჯას ვერც მღვიძარებას, ვერც თავის ხელოვნებას შეინარჩუნებს და უნებლიედ ათას ხიფათს გადაყრის მათ. ასევეა მღვდელი: თუ თქვენ მზრუნველობას გამოიჩენთ მის მიმართ, ის სათანადოდ წარმართავს თქვენს საქმეებსაც. თუკი თქვენ მღვდელს სასოწარკვეთილებაში ჩააგდებთ, მაშინ თქვენთან ერთად ისიც აღმოჩნდება ტალღების გავლენის ქვეშ, თუნდაც მხნეობით გამოირჩეოდეს.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

თუ მე ჩემს თავზე ავიღე თქვენზე შუამდგომლობა და ამაზე პასუხი უნდა ვაგო, მით უფრო აუცილებელია ჩემთვის თქვენი ლოცვა. მე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, შესაბამისად თქვენც დიდი დახმარება უნდა გამიწიოთ მე.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

მღვდლები ჩვენთვის - სწორედ ისინი არიან, რომელთაც დაეკისრათ ჩვენი სულიერი შობა და ხელახალი აღორძინება ნათლობით; მათი მეოხებით ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი და ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად და ამ ნეტარი მეუფების წევრები ვხდებით. ამიტომ ჩვენ, სამართლიანად, არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს მათი უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფალთა და მეფეების, არამედ მეტად უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვსცემდეთ ვიდრე მამებს, რომლებმაც ჩვენ გაგვაჩინეს ამ ქვეყანაზე (ინ. 1,13), ხოლო ისინი (მღვდელნი) არიან ჩვენი ღვთისგან შობის, ნეტარი ყოფის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლიანი შვილობის მიზეზი.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

(გიყვარდეთ მწყემსები), როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით თქვენ გეხსნებათ ცათა კარიბჭენი. მაშ ნურავინ შეეწინააღმდეგება, ნურავინ შეესიტყვება მათ. ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოებების ღირსნი.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

გულწრფელად მივაგოთ პატივი მღვდლებს. ვიცოდეთ, რომ ვისაც უყვარს მეფის მეგობრები, მეფესაც ის უფრო მეტად უყვარს.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემფქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას ... ამიტომ, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვიძიოთ ამ გზაზე სვლისათვის კარგი წინამძღვარი, რათა გამოუცდელობის გამო არ გავყვეთ ახალ, გაუკვალავ და ჭეშმარიტებისგან აცდენილ გზას.
მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი

ადრე იუდეველები უხვად სწირავდნენ რა მსხვერპლს, ამავე დროს მასწავლებელებს და კანონის დამცველებს ქვებით ქოლავდნენ. თუ თქვენც ასე მოიქცევით, ღვთის ტაძარს დაამშვენებთ შესაწირავით, ხოლო მოძღვრებს კი ჩააგდებთ განსაცდელში. ასე გამოდის ძღვენის შეწირვა ღვთის სიყვარულით კი არ მოხდა, არამედ პატივმოყვარეობით, რომელიც საზღაურს აქვე იღებს.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

თუ გსურს იყო კეთილგონიერი, ნუ იქნები თავნება და თავდაჯერებული, არამედ დაუმორჩილე შენი ნება მათ, ვინც თავისი ცხოვრებით და შრომით მოაწესრიგეს ღვთაებრივი ვენახი და ვისგანაც ადვილად შეისწავლი მის კეთებას. რამეთუ სასაცილოა და სირცხვილია უბრალო ხელობის ათვისებისას გამუდმებით გადახვიდე ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ხოლო ღვთაებრივი სიბრძნე, როგორც შენთვის რაღაც უმნიშვნელო, შენ თავს მიანდო.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

განა უგუნერება არ არის იმაზე ფიქრი, რომ სხვა მეცნიერებასთან შედარებით ურთულესი - სულიერი მეცნიერება, არ საჭიროებს მასწავლებლებს; უხილავი იდუმალი მეცნიერება, რომლის ჭვრეტა შესაძლებელია მხოლოდ წმინდა გულით, და რომლის არ ცოდნა იწვევს არა დროებით ზარალს, არამედ სულის დაღუპვას და მარადიულ სიკვდილს?
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

უფალი აყენებს სრულყოფის გზაზე მხოლოდ, მათ, ვისაც წინ უძღვის სულიერრ მამა; ისევე - როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7).
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

წმინდა წერილში და განსაკუთრებით წმიდა სამოელის ისტორიაში ნათლად ჩანს თუ რამდენად სათნოა ეს წესი ღვთისათვის. ჩვილი ასაკიდან დედამ სამოელი ღმერთს მიანდო და იმის შემდეგ, რაც სამოელი ღირსი გახდა ღმერთთან საუბრის, ის არ ენდო თავის გულისთქმას და მიმართა ხუცეს ილიას, რომელმაც დაარიგა და ასწავლა თუ რა პასუხი გაეცა ღვთისათვის; მაშასადამე, ღმერთმა ისურვა იმასაც კი, ვინც ღირსი გახადა თავისთან საუბრისა, ხუცესის სწავლებითა და რჩევებით ევლო, რათა მორჩილება ესწავლებინა.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

ვინც თავის ცხოვრებას წარმართავს არა საკუთარი მსჯელობით, არამედ წარმატებულის დარიგებით, ის შეუძლებელია დაეცეს ეშმაკისეულ ხიბლით. მოძღვრებისთვის ჩვენი გულისთქმების მინდობა განსასჯელად ცვლის ჩვენს განსჯის უნარს და ასწავლის მას. მტერს არ უყვარს ნათელი; ამიტომ ბოროტი გულისთქმების აღიარება მყისვე განაგდებს და ანადგურებს მას. როგორც ბნელი ხვრელიდან ნათელში გამოსული გველი ცდილობს გაიქცეს და მიიმალოს, ასევე გამოვლენილი და აღსარებისას გულწრფელად გახსნილი ბოროტი გულისთქმა გაურბის ადამიანს.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

ხსნის ერთადერთი გზაა გონიერ მოძღვრებთან გულისთქმების აღიარება და მათი წინამძღვრობით მადლის მოხვეჭა. ნუ გაყვებით თქვენს გულისთქმებს და ფიქრებს და ზოგიერთი მოძღვრის გამოუცდელობამ, უბრალოებაშ არ უნდა დაგაბრკოლოთ აღიაროთ თქვენი გულისთქმები დიდი გამოცდილების მქონე მამებთან, რადგან მათაც არა თვითნებურად, არამედ ღვთისა და წმიდა წერილის შთაგონებით უანდერძეს უმცროსებს, ჰკითხონ უფროსებს.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი

თავმდაბლობით შეკითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე თავნებობით მოქმედება, რადგან თვით უფალი, შემკითხველის თავმდაბლობისა და გულმართლობის გამო, უკარნახებს მას სათქმელს.
ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე

ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება.
ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე

ვისაც ღვთის გზაზე მოძღვარი არა ჰყავს, ის ყველაზე უბედურია და ახლოსაა დაღუპვასთან. მაშ რას ნიშნავს გამონათქვამი: ვინც არ იმართება, ცვივა როგორც ფოთოლი? ფოთოლი თავიდან ყოველთვის მწვანეა, აყვავებული და ლამაზი, შემდგომ თანდათანობით ხმება, ცვივა და ბოლოს ფეხებით ითელება. ასევე უმართავი ადამიანი თავიდან გულმოდგინეთ მარხულობს, ფხიზლობს, მდუმარებაშია და სხვა სათნოებებსაც ასრულებს; შემდგომ ეს გულმოდგინება ნელ-ნელა კლებულობს და რადგან არავინ ჰყავს ვინც დაარიგებს, გაამხნევებს და აღაგზნებს მასში ამ გულმოდგინებას, ის უგრძნობლი ხდება, ეცემა და მტრის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც თავის ჭკუაზე ატარებს.
ღირრი აბბა დოროთე

ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი და ავხორცობისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მესაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა ყველა შეარიგოს და ტრაპეზით უმასპინძლოს. თუ ქედმაღლობით გამოირჩევი, მაშინ მოიძიე მკაცრი და არდამთმობი მოძღვარი და არა უწყინარი და კაცთმოყვარე - არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვისაც სურს მოძღვრის მიმართ ურყევი რწმენა შეინარჩუნოს, არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და გულში წაუშლელად შეინახოს მისი სათნოებები, რომ მათი გახსენებით ეშმაკებს ბაგეები დაუხშოს, როცა შთაგვაგონებს მათდამი ურწმუნოებას. რამდენადაც გულში რწმენა ბუდობს, იმდენად სხეული მსახურებაში წარმატებას აღწევს, ხოლო ვინც რწმენაში დაბრკოლდა, ის უკვე დაეცა, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომაელთა 14,23). თუ გულისთქმა გაცდუნებს გამოსცადო ან განიკითხო შენი მოძღვარი, მაშინვე უკუაგდე ასეთი გულისთქმა, შენში განმტკიცების საშუალება არ მისცე, არამედ უთხარი: „ჰეი, მაცდუნებელო! მოძღვარი ჩემი განმსჯელია და არა მე მისი: მან მიიღო ეს უფლება და - არა მე“.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანებისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კი კირს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ღვთის წინაშე დასჯის ღირსია სნეული, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მკურნალის ხელოვნება და მიიღო მისგან სარგებელი, განკურნებამდე მიატოვა ის და უპირატესობა სხვას მიანიჭა. ნუ განერიდები მას, ვინც უფალთან მიგიყვანა. მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არავის წინაშე არ გმართებს ისეთი მოკრძალება და პატივისცემა, როგორც მისი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

სულს, რომელიც ქრისტესთვის, სიყვარულით და რწმენით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის მიჯაჭვული თავის მოძღვარს, არ განეშორება მას და განსაკუთრებით, თუ მისი მეოხებით განიკურნება წყლულებისგან, ახსოვს სიტყვები: „არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, ...არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ-არს ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა“ (რომ. 8,38-39). თუ კი სულმა არ შეიყვარა, არ დაიმკვიდრა, არ მიეკრა მოძღვარს და მოძღვართან თვალთმაქცურ მორჩილებაშია, მაშინ გასაკვირია თუ ასეთი სული ამაოდ არ იღწვის.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს, და შენ შეიგრძნობ, რომ შენ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სული წმიდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია შენ.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც სინდისი განიწმიდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აგხოცოს მიწისაგან პირისა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

არასდროს განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი, არამედ ყოველთვის მისდიე მის მოძღვრებას, მისი მცნებები აღასრულე. დემონები ჩვეულებისამებრ მიგითითებენ მოძღვრის ნაკლზე, რათა დაგიხშონ ყურები მისი გაკვეთილებისთვის, რომ გახდე უძლური და მოშიში მებრძოლი ბრძოლის ველზე ანდა ურწმუნოების გულისთქმებით დაგასუსტონ და სიზარმაცე მოგგვარონ, რომ რაიმე სათნოება ვერ აღასრულო.
ედესის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი თეოდორე

შენი სულიერი მოძღვრის წინაშე ყოველი გულისთქმა აღიარე და ყველაფერი, რასაც გეტყვის მიიღე ისე, როგორც ღვთის მიერ თქმული (ამ ჭეშმარიტების) ღრმა რწმენით; სხვას კი არავის გადასცე თქვენი საუბარი და მით უფრო ნურავის გამოკითხავ კარგი ნათქვამია თუ არა მისი ესა თუ ის სიტყვა და თუ როგორ მოიქცე განკურნებისთვის. რადგან ესაა საკუთარი მოძღვრისადმი ურწმუნოების არსი და სულისათვის დამღუპველი.
ბერი სიმეონ კეთილმორწმუნე

ყურს ნუ დაუგდებ მტრის შთაგონებას, რომ ხშირი მისვლით მოძღვარს თავი მოაბეზრე, ანდა რომ უხერხულია ერთი და იგივე გულისთქმის მრავალჯერ აღიარება, ანდა რომ უნდა შეწყვიტო მასთან სიარული და სხვა მოძღვართან გადაინაცვლო. სხვასთან მისვლა არ გმართებს და თუ არ ავყვებით ასეთ შთაგონებას და მივენდობით ჩვენ მოძღვარს, მაშინ მეტი რწმენით აღვიჭურვებით მის მიმართ და მეტ სარგებელს მივიღებთ ცხოვრებიდან და მისი სიტყვებიდან; ჩვენ ასეთი ცხოვრებისათვის არავინ განგვსჯის, არამედ შეგვაქებს, რომ ასე მტკიცედ გვჯერა მხოლოდ მისი. თუკი დაუდევრობის გამო გულისთქმებს ხშირად არ ვაღიარებთ, მეტ ვნებებში აღმოვჩნდებით, შემდგომ კი მათი აღიარების მოგვერიდება და მოულოდნელ ორმოში გადავეშვებით. თუ სხვა მოძღვარს მივმართავთ (რაც არაა ნებადართული), ყველა განგვკიცხავს და ამისთვის ღმერთი მკაცრად განგვსჯის. ის მოძღვარიც, ვისთანაც გადავალთ, იფიქრებს, რომ საბოლოოდ მასაც ასევე მოვექცევით. ჩვენ კი ალბათ ასეც მოვიქცევით; და ამგვარად მივეჩვევით რა ერთი მოძღვრიდან მეორესთან გადასვლას, ვეღარ შევჩერდებით: დავიწყებთ გარკვევას, თუ სად რომელი მესვეტეა, რომელი დაყუდებული და მდუმარე და აღსარებებით ხან ერთთან ვირბენთ და - ხან მეორესთან. ბოლოს რწმენას ყველას მიმართ დავკარგავთ, ურწმუნო და წარმატებამიუღწეველი შევიქნებით და რაც ყველაზე უარესია, საერთო განკითხვას და გმობას დავიმსახურებთ. ამიტომ ვისთანაც თავიდან აღსარებით მიხვედი, ეცადე სიკვდილამდე ერწმუნო მას, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, თუკი სხვასთან მიხვალ ცდუნების მსხვერპლი შეიქმნები, განიკითხავ სხვებსაც და ამით დაღუპვის გზას გაიადვილებ.
ბერი სიმეონ კეთილმორწმუნე

თუ გსურს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიგნება, ნუ მიენდობი საკუთარ თავს, შენს ჭვრეტას, რადგან ეს შეძლებელია. მოიქეცი ასე: აღასრულე სათნოებანი, გაეცი მოწყალება, ილოცე და გამუდმებით ევედრე ღმერთს. დე, შეგეწიოს ღმერთი (შენს ძიებაში). ხოლო ღვთის შემწეობით და ღვთის მადლით როგორც კი ასეთ მოძღვარს მოიძიებ, მის მიმართ ზედმიწევნით ყურადღება და კეთილმოსურნეობა, დიდი მორჩილება, წმიდა და ეჭვგარეშე რწმენა გამოიჩინე. რისთვის? იმისათვის, რათა საზღაურის ნაცვლად, სამწუხაროდ, წამება და ტანჯვა არ დაიმსახურო.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ღვთის წინაშე გულმოდგინედ ილოცე, რომ გამოგიჩინოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად დაგიფარავს; და ვისაც ღმერთი გამოგიჩენს უხილავად ან ხილულად მიდი მასთან, ესაუბრე, პატივი მიაგე ისევე, როგორც ქრისტეს, მოუსმინე, როგორც ღმერთს და სასარგებლოს შეისწავლი. ეჭვგარეშე აღასრულე რასაც გეტყვის, თუნდაც შენთვის მიუღებელი იყოს და შენი აზრით მავნებელიც, რადგან უმჯობესია მოწაფის მოწაფე გიწოდონ, ვიდრე თვითნებურად იცხოვრო და უსარგებლო ნაყოფი მიიღო.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ჭეშმარიტი რწმენაა: მთლიანად მიენდო სულიერი მოძღვრის ნებას, როგორც უფლისას.
ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

უწიმაძღვროდ ადამიანის გონებას არ ძალუძს ზეცაში აღსვლა.
ღირსი პეტრე დამასკელი

თუკი გვმართებს ხორციელი მამის სიყვარული და მათთვის პატივის მიგება, რაოდენ მეტად უნდა გვიყვარდეს და პატივი მივაგოთ სულიერ მამას, რომელმაც ყოფიერებიდან კეთილყოფიერებაში გადაგვიყვანა, ცნობის სინათლე განგვიცხადა... განგვაახლა ბანვითა მეორედ შობისათა, აღდგომისა და უკვდავების სასოება ჩაგვინერგა.
მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა

შეეცადე მთელი სიცოცხლე გყავდეს სულიერი მამა, რომ ყველა შენი ცოდვა და გულისთქმა აღიარო მის წინაშე, მიიღო შენდობა და განიკურნო, რადგან მას მიეცა სულების შეკვრისა და გასსნის მადლი: „რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18,18). ეს მადლი და ძალა მან ქრისტესგან მიიღო, ამიტომ დაემორჩილე მას და არ შეეწინააღმდეგო, რომ სული არ დაიღუპო და თუ ხორციელი მამის წინააღმდეგ მომქმედი იქ, სადაც ღვთის კანონი არ კრძალავს, სიკვდილით ისჯება, განა არ განდევნის ღვთის სულს და არ დაიღუპება ის, ვინც სულიერი მამის წინააღმდეგ გამოვა? ამიტომ რჩევისათვის ყოველთვის შენ სულიერ მამას მიმართე და დაემორჩილე მას, მაშინ გადაირჩენ სულს და შეიძენ მარადიულ, უხრწნელ მადლს.
მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა

მთელი გულმოდგინმებით ეძიე და ჰპოვე მასწავლებელი, მოძღვარი, არა ხიბლში მყოფი, არამედ სულ
[Pasuxi][Cit]|
5. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 10:59 ]
ბერ-მონაზვნობაზე

მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.
ბერი პაისი ათონელი

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.
ბერი პაისი ათონელი

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.
ბერი პაისი ათონელი

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი
[Pasuxi][Cit]|
6. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 11:00 ]
აღსარებაზე

მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
წმ. ეფრემ ასური

ნუ იფიქრებ, რომ უხერხულია აღსარების ჩაბარებისას შენი სულის მხსნელის, მოძღვრის, როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მინახავს, რომ მსჯავრდებულებს თავიანთი მწუხარე და საცოდავი იერით, გულწრფელი აღიარებით და დაბეჯითებითი თხოვნით შეურბილებიათ მოსამართლის სიმკაცარე და მისი რისხვა შეწყნარებით შეუცვლიათ. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებისგან ნათლისღებამდე ითხოვდა აღსარებას, რომელიც მას კი არ ესაჭიროებოდა, არამედ ადამიანების გამოხსნას.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ეშმაკი ხშირად შთაგვაგონებს, ან არ ჩავაბაროთ აღსარება სულიერ მამას, ან საკუთარი ცოდვა სხვას გადავაბრალოთ.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ვინც თავის მოძღვარს გულახდილად განუცხადებს ყველა ცოდვას, ის მის მიმართ ჭეშმარიტ რწმენას ავლენს, ხოლო ვინც რაიმეს ფარავს, ის ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაეხეტება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

გულისთქმა გადაიზრდება ქმედებაში, თუ არ ვაღიარებთ სულიერი მამის წინაშე ისევე, როგორც ფრთების ქვეშ გამთბარი კვერცხები სიცოცხლეს იძენს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, თითქოს აღვირით აკავებს ცოდვებს, ხოლო ცოდვები, რომლებიც მოუნანიებელი რჩება, სიბნელეში ითრევს ადამიანს. თუ მოძღვრის არყოფნის დროს თვალნათლივ წარმოვიდგენთ მას და განვეშორებით იმისგან რაც მისთვის მიუღებელია; ლაპარაკისთვის თუ სიტყვისთვის, საკვების თუ ძილისთვის თუ კიდევ სხვა რამისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შევიცანით ჭეშმარიტი მორჩილება. ეს არაჭეშმარიტ მოწაფეებს უხარიათ მოძღვრის გამგზავრება, თორემ ჭეშმარიტნი გლოვობენ ამას.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

აღსარებარე ნურაფერს დამალავთ, რომ უკურნებელი სენი არ შეგეყაროთ.
ღირსი თეოდორე სტუდიელი
[Pasuxi][Cit]|
7. patrioti (Off)
[ 28 Aug 2013, 11:01 ]
სინანულზე

„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა

რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით.
აბბა სტრატილატე

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია

ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე

ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი

უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური

გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი

ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!

სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.
ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას