66. DiGiTaL
[Mod] (Off)
[ 17 Oct 2013, 20:47 ]
არსენ ვენგერი: ჩვენ შესაძლოა დავასრულოთ რვაწლიანი უტიტულო ისტორია
მისი თქმით გუნდს აქვს ამბიცია იმის რომ მოიგოს პრემიერ ლიგა მეთოფეები არიან პირველ ადილზე ჩატარებული შვიდი თამაშიდან და არ აქვთ წაგება თუ არ ჩავთვლით გახსნის დღეს ასტონ ვილასთან მოულოდნელ წაგებას.
[Pasuxi][Cit]|
68. DiGiTaL
[Mod] (Off)
[ 18 Oct 2013, 21:50 ]
ესპანელი მცველის, ნაჩო მონრეალის აზრით, ლონდონის “არსენალს” აქვს ტიტულების მოპოვების პოტენციალი. “მეთოფეთა” და საკუთარ მიზნებზე ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.
,,ვერ დავასახელებ კონკრეტულად რომელი თასის მოგება მსურს, ჩვენი მიზანი ორივე შეჯიბრში გამარჯვებაა - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინგლისის ჩემპიონატში. წარმატებული სტარტი ამის თქმის უფლებას მაძლევს. ვფიქრობ, მოვიდა დრო “არსენალმა” ტიტულების მოპოვება დაიწყოს’’- განაცხადა მონრეალმა.
ფეხბურთელი, “მალაგადან’’ “არსენალში” გადაბარგებასაც შეეხო.
,,მანუელ პელეგრინისგან უდიდესი ნდობა მქონდა, მისი მადლობელი ვარ, თუმცა მოვიდა დრო “მალაგა” დამეტოვებინა, ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოწურული მქონდა და ლონდონელთა შემოთავაზებას დავთანხმდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, “არსენალში” ყოფნით ბედნიერი ვარ, ძალიან მეგობრული გარემოა კლუბში, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად’’- დაასრულა ესპანელმა.
[Pasuxi][Cit]|
69. DiGiTaL
[Mod] (Off)
[ 19 Oct 2013, 16:56 ]
ლონდონის “არსენალის” ფრანგ ნახევარმცველს, აბუ დიაბის მუხლის ტრავმა გაურთულდა. 27 წლის ფეხბურთელმა გაზაფხულზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ოპერაციაც გაიკეთა. სარეაბილიტაციო პერიოდში კი მდგომარეობა პირიქით გაუარესდა. დიაბიმ კვლავ ექიმს მიმართა და ახალი გამოკვლევაც ჩაუტარდა.
Sky Sports-ის ცნობით, მედიკოსთა პროგნოზი უკვე ცნობილია – აბუ დიაბი მინდორს საუკეთესო შემთხვევაში 2014 წლის მარტში დაუბრუნდება.
არ უთამაშია და ტრავმა აიკიდა
კაცს ერთი სრული სეზონი არ ჩაუტარებია
[Pasuxi][Cit]|