გზავნილი
1. nucii (Off)
[ 13 Sep 2013, 1:11 ]
სქესობრივი გზით გადამდები
ინფექციების (სგგი) ისტორია
ათეულობით საუკუნეს ითვლის.
ჩვენამდე მოღწეული ცნობებით,
ეს დაავადებები ძველ რომშიც კი
ყოფილა გავრცელებული. მას
შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა,
თუმცა ვენერული (როგორც მათ
ძველად უწოდებდნენ)
დაავადებების რიცხვი არათუ არ
შემცირებულა, მოიმატა კიდეც.
უფრო მეტიც - წინათ თუ, ასე
ვთქვათ, კლასიკური, მედიცინის
სახელმძღვანელოებში
აღწერილი სიმპტომებით
ადვილად შეიძლებოდა ამა თუ
იმ სქესობრივი გზით გადამდები
დაავადების ამოცნობა,
სადღეისოდ ძალზე იშვიათია
შემთხვევა, რომელიმე ასეთი
სნეულება იზოლირებულად
აღმოაჩნდეს ადამიანს, -
მაგალითად, მხოლოდ
სიფილისი ან მხოლოდ
გონორეა.
ისინი, წესისამებრ,
კომპლექსურად ხვდებათ
სპეციალისტებს. მაგალითად,
გონორეასთან ერთად ხშირია
ქლამიდიური ინფექცია ან
მიკოპლაზმოზი. ამიტომ ხშირად
ხდება, რომ არასპეციალისტის
მიერ ნამკურნალები სგგი
მკურნალობის დასრულებიდან
მცირე ხნის შემდეგ ისევ იჩენს
თავს, მეტიც - ქრონიკულ
ფორმას იღებს და სამუდამო
სატანჯველად ექცევა ადამიანს.
მე-20 საუკუნის სქესობრივი
რევოლუციის შემდეგ
სქესობრივი გზით გადამდებმა
ინფექციებმა ხალხში უფრო
მეტად მოიკიდა ფეხი, ამავე
საუკუნის მიწურულს კი თავი
იჩინა ისეთმა მრისხანე
დაავადებებმა, როგორებიც ც
ჰეპატიტი და შიდსია. მათ
გავრცელებას განსაკუთრებით
შეუწყო ხელი საზღვრების
გახსნამ. მიუხედავად
ყველაფრისა, ეს თემა
საზოგადოებაში დღემდე
ტაბუდადებულია. ზაფხული,
შვებულებები და მათთან
დაკავშირებული ხანმოკლე
"ბობოქარი" ნაცნობობის დრო
თითქმის მიიწურა. სამაგიეროდ,
იწყება "წუთიერი სიამოვნებით"
გამოწვეული პრობლემების
სტატისტიკური ათვლა.
გთავაზობთ იმ სიმპტომთა
ჩამონათვალს, რომელთა
აღმოჩენისას დაუყოვნებლივ
უნდა მიმართოთ სპეციალისტს
და მხოლოდ სპეციალისტს!
წინააღმდეგ შემთხვევაში,
მუდმივი ანთებითი პროცესებით
დაწყებული და უშვილობით
დამთავრებული, ძალზე
უსიამოვნო შედეგები გელით.
ვიდრე თითოეული ინფექციის
დახასიათებაზე გადავიდოდეთ,
ვახსენოთ რისკჯგუფებიც. სგგი-
ით დასნებოვნების ალბათობა
პარტნიორთა რაოდენობასა და
მათი ცვლის სიხშირეზეა
დამოკიდებული. რისკჯგუფებში
შედიან სექსმუშაკები,
სქესობრივი უმცირესობები
(მაგალითად, ჰომოსექსუალები,
რომლებიც ერთგვარ დახურულ
ჯგუფებს ქმნიან) და ის
ახალგაზრდები, რომლებიც
მოუწესრიგებელ სქესობრივ
ცხოვრებას ეწევიან. რისკჯგუფს
ეკუთვნიან ექიმები და ის
პირებიც, რომელთაც
პროფესიული საქმიანობისას
სისხლთან აქვთ კონტაქტი,
მაგრამ თუ ელემენტარულ
წესებს დაიცავენ, რისკი
მინიმუმამდე დადის. მაშ ასე,
სგგი-სთვის, უწინარეს ყოვლისა,
დამახასიათებელია გამონადენი
და შარდვის დროს წვა. ეს
სიმპტომები შეინიშნება შემდეგი
დაავადებების დროს:
სიფილისი;
გონორეა;
ტრიქომონიაზი;
ურეაპლაზმოზი;
მიკოპლაზმოზი;
ქლამიდიოზი;
არასპეციფიკური ურეთრიტი;
ურეთრიტი.
ურეთრიტი შარდსადენის
ლორწოვანი გარსის ანთებაა.
მამაკაცებში მისთვის
დამახასიათებელ სიმპტომად
შარდსასქესო არხიდან
გამონადენი მიიჩნევა. მაგრამ
გამონადენი შეიძლება
ფიზიოლოგიურიც იყოს. მეორე
მხრივ, ზოგჯერ ურეთრიტიც
მიმდინარეობს გამონადენის
გარეშე. სარწმუნო დიაგნოზი
რომ დაისვას, გამონადენი
ექიმმა უნდა შეაფასოს. ასე რომ,
მისი შემჩნევისთანავე ექიმს
მიმართეთ. ურეთრიტს, გარდა
გამონადენისა, თან სდევს
დიზურია (შარდვის გაძნელება)
და სასქესო ასოს თავის
გაღიზიანება. დიაგნოსტირება
ურეთრის ნაცხის ან შარდის
პირველი ულუფის გამოკვლევით
ხდება. ურეთრიტს ხშირად
იწვევს გონოკოკი, ქლამიდიური
ინფექცია და სხვა.
[Pasuxi][Cit]|
2. nucii (Off)
[ 13 Sep 2013, 1:14 ]
სიფილისი
ქართულად მას ათაშანგს
უწოდებენ. მისი გადაცემის
ძირითადი გზა სქესობრივი
კონტაქტია. სიფილისი
შეძენილიც შეიძლება იყოს და
თანდაყოლილიც. შედარებით
ხშირია შეძენილი ფორმა.
თანდაყოლილი სიფილისი,
რომელიც დედისგან ნაყოფს
მუცლად ყოფნის პერიოდში
გადაეცემა, იყოფა ნაადრევ
(ვლინდება ორ წლამდე) და
გვიან (ვლინდება უფრო გვიან
ასაკში) ფორმებად. საინკუბაციო
პერიოდი - დრო ინფექციის
ორგანიზმში შეჭრიდან შანკრის
გაჩენამდე - 10-90 დღეა
(პირველი ხანის სიფილისი).
მისი ხანგრძლივობა
ორგანიზმის რეზისტენტობაზე,
გამძლეობასა და ზოგიერთ სხვა
ფაქტორზეა დამოკიდებული.
შანკრი უმტკივნეულო,
მკვრივფუძიანი წყლულია,
რომელიც ინფექციის შეჭრის
ადგილას ვითარდება. ის,
როგორც წესი, ერთია. თან
ახლავს რეგიონული ლიმფური
კვანძების გადიდება-ანთება.
ათაშანგის განვითარებისას
უმეტესად სწორედ ასეთი
სურათი ვითარდება, თუმცა
ინფექცია შესაძლოა
ატიპურადაც გამოვლინდეს:
შანკრი იყოს მრავლობითი,
მტკივნეული ან ჩირქოვანი.
საზოგადოდ, სასქესო მიდამოში
არსებულ ყოველგვარ წყლულს,
სანამ მისი წარმომავლობა არ
გაირკვევა, ათაშანგად
განიხილავენ. შანკრი ხშირად
უკუვითარდება. მეორე ხანის
ათაშანგის დროს ზიანდება
სხვადასხვა ორგანო და სისტემა,
ვითარდება გენერალიზებული
გამონაყარი ქავილის გარეშე,
ყველაზე ხშირად -
ხელისგულებსა და
ფეხისგულებზე. შედარებით
იშვიათია ბუდობრივი
გამელოტება. მოსალოდნელია
თვალის სიფილისური
დაზიანება, მენინგიტი, ჰეპატიტი,
გლომერულონეფრიტი.
გამონაყარი იშვიათად
(შავკანიანებში) არის მქავანა.
ზოგიერთ სხვა სგგი-სთან
შედარებით, სიფილისის
მკურნალობა იოლია, რადგან
მის გამომწვევს ბოლო
რამდენიმე ათწლეულის
განმავლობაში მუტაცია
თითქმის არ განუცდია.
მკურნალობა გულისხმობს
პაციენტის სისხლში,
ნეიროსიფილისის დროს კი -
თავ-ზურგტვინის სითხეშიც,
ანტიბაქტერიული პრეპარატის
ტრეპონემისთვის (სიფილისის
გამომწვევისთვის) სასიკვდილო
კონცენტრაციის შექმნას. რაც
უფრო ხანგრძლივია ინფექცია,
მით უფრო ხანგრძლივი
მკურნალობაა საჭირო.
ათაშანგის გვიანი ფორმის
დროს (საბედნიეროდ, ბოლო
ხანს ის იშვიათია) მოკლე
კურსებით მკურნალობის
შემთხვევაში საკმაოდ ხშირია
რეციდივი. ათაშანგის უშედეგო
მკურნალობა და გვიანი
გართულებები ძალიან იშვიათია,
შიდსიან პაციენტებშიც კი, რაც
იმაზე მეტყველებს, რომ
სიფილისის მკურნალობის
სადღეისოდ არსებული
მეთოდები ადეკვატური და
ეფექტურია. სხვათა შორის,
შიდსის მქონე პაციენტებში
დაავადება შესაძლოა უფრო
აგრესიულად მიმდინარეობდეს -
ადრეულ ეტაპზევე განვითარდეს
თვალის ათაშანგი,
ნეიროსიფილისი. აქედან
გამომდინარე, გამოკვლევა აივ-
ის არსებობაზე აუცილებელია
ყველა სიფილისიანი
პაციენტისთვის - შიდსის
თანაარსებობა ცვლის
მკურნალობის სქემას,
მკურნალობის შემდეგ კი
საჭიროა აქტიური
მეთვალყურეობა.
[Pasuxi][Cit]|
3. DaDa (Off)
[ 13 Sep 2013, 1:45 ]
Amitomac frtxilad unda shearchiot partniori.samwuxarod saqartveloshi jer kidev imastan wvebian vistanac gasdit..(qorwinebis gareshe seqss vgulisxmob)(gamonaklisebis garda)sqesobrivi ganatleba dgesdgeobit chventan titqmis nulis tolfasia.!es ise..mominda azri damefiqsirebina!
[Pasuxi][Cit]|
4. nucii (Off)
[ 13 Sep 2013, 1:59 ]
SHIDSI

SHეძენილი იმუნური
დეფიციტის სინდრომი —
მდგომარეობა რომელიც
ვითარდება აივ-ინფექციის
( ინგლ. Acquired Immune
Deficiency Syndrome, AIDS)
ფონზე და ხასიათდება
CD4+ ლიმფოციტების
რაოდენობის კლებით,
მრავალი
ოპორტუნისტული
ინფექციური და
არაინფექციური
დაავადებებით.
არსებითად არის აივ-
ინფექციის ბოლო სტადია.

შიდსი რეგისტრირებულია
მსოფლიოს ხუთივე
კონტინენტის 206
ქვეყანაში. ოფიციალური
მონაცემებით, სადღეისოდ
მსოფლიოში შიდსის
ვირუსით ინფიცირებულია
20 მილიონამდე
ადამიანი, მათგან 80%
სქესობრივი გზით
დაავადდა. (აქედან 70%
ჰეტეროსექსუალურ,
ხოლო 10%
ჰომოსექსუალურ
კავშირებზე მოდის ). აივ-
ით ინფიცირებულია
მსოფლიოში აღრიცხულ
ნარკომანთა 80%.
პერინატალური გადაცემა
პერინატალური გადაცემა
ეწოდება აივ–ით
ინფიცირებული ან
შიდსით დაავადებული
დედიდან ახალშობილის
დაინფიცირებას. ბავშვი
შეიძლება დაინფიცირდეს
დედის ორსულობის
პერიოდში, მშობიარობის
დროს და ძუძუთი
კვებისას, რადგან დედის
რძეც შეიცავს ვირუსს.
ამ დროს მასპინძელი
ორგანიზმის ანუ ბავშვის
ინფიცირების რისკი
სხვადასხვა, როგორც
ვირუსთან, ასევე დედისა
და ახალშობილის
ორგანიზმთან
დაკავშირებული
ფაქტორების მიხედვით
არის 20-28%.
1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად
ამცირებდა ზიდუვოდინით
მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად
ინფიცირებულ ბავშვთა
რიცხვი საგრძნობლად
შემცირდა.
2008 წლის მონაცემებით
შვეიცარიაში არცერთი
ახალი შემთხვევა არ
დაფიქსირებულა, მთელ
ევროპაში კი
პერინატალური
გადაცემის რისცხვი ნულს უახლოვდება.
ანალოგიური სიტუაციაა
ჩრდილოეთ ამერიკაში.
სუბ-საჰარის აფრიკაში
2008 წელს აივ-ით
ინფიცირებული
ორსულების 45%-მა
გაიარა შესაბამისი
მკურნალობა და იქ დაახ.
390 000 (210 000–570
000) ინფიცირების
შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს სიტუაციის
თვალსაჩინო
გამოსწორებაა,
თუგავითვალისწინებთ
იმას, რომ 2004 წელს
მკურნალობა მხოლოდ
9%-მა გაიარა.
ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა
პერინატალური გზით
ინფიცირდება.
დანარჩენები
წარმოადგენენ
სექსუალური ძალადობის
მსხვერპლებს ან
დაინფიცირებული
სისხლის მათ ორგანიზმში
მოხვედრის შედეგად
ინფიცირებულთ.


სიმპტომები

ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად
გრძნობs 3-10 წლის
განმავლობაში ის
გამოვლინდება იმუნური
სისტემის ღრმა
დაზიანების შემდეგ და
ხასიათდება
სხვადასხვანაირად,
ყველაზე ხშირად კი ასე:
* ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი
ხნის მანძილზე;
* ლიმფური კვანძების
გადიდება;
* ძლიერი საერთო
სისუსტე;
* მუქი წითელი ფერის
ლაქები კანსა და
ლორწოვან გარსებზე;
* გახანგრძლივებული
პნევმონია (ფილტვების
ანთება), რომელიც არ
ექვემდებარება
ჩვეულებრივ
მკურნალობას;
* ძლიერი ოფლიანობა,
განსაკუთრებით ღამით;
* თეთრი ფერის ნადები
პირის ღრუს
ლორწოვანზე;
* პათოლოგიური
მოვლენები ცენტრალური
ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.


ინფიცირების დადგენა

დღეს ადამიანის
ინფიცირების
ლაბორატორიული
დიაგნოსტიკისთვის
სხვადასხვა საშუალებები
არსებობს, თუმცა
ძირითადი საშუალებებია
სისხლში აივ
საწინააღმდეგო
ანტისხეულების და
ვირუსის გენეტიკური
მასალის განსაზღვრა.
თავდაპირველად
შესაძლო ინფიცირებულ
ადამიანს უტარდება
პირველადი ანუ
სკრინინგული
დიაგნოსტიკა.
სკრინინგულ მეთოდებს
შორის ფართოდაა
გავრცელებული ე. წ.
„სწრაფი/მარტივი“
მეთოდები და
ანტისხეულების
გამოვლენა
იმუნოფერმენტული
ანალიზის მეშვეობით.
სკრინინგული მეთოდით
ინფიცირების
დადასტურებულ
სუბიექტს უნდა
ჩაუტარდეს
დამადასტურებელი ანუ
კონფირმაციული
დიაგნოსტიკა.
დღესდღეობით
კონფირმაციულ
მეთოდებს შორის
ყველაზე ზუსტია
პოლიმერიზაციის
ჯაჭვური რეაქციის
მეთოდი (PCR). საკუთრივ
PCR ორი სახისაა:
თვისობრივი და
რაოდენობრივი.
თვისობრივი მეთოდი
გამოიყენება ინფიცირების
ადრეულ სტადიაში
ყოფნის, სკრინინგული
დიაგნოსტიკის
გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის
ინფიცირების
გამოსავლენად.
რაოდენობრივი მეთოდი
საშუალებას იძლევა
განისაზღვროს ვირუსის
რაოდენობა ორგანიზმში,
რაც ხელს უწყობს
მკურნალობის
ეფექტურობას.
წარმოქმნა ადამიანის
იმუნოდეფიციტის
ვირუსში, გამოიყოფა ორი
ტიპი, რომელიც
აინფიცირებს ადამიანს:
აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად
გადაცემადი. მსოფლიოში
აივ ინფექციების
ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006
წლის 25 მაისს ჟურნალ
Science-ში გამოქვეყნდა,
რომ სწორედ აივ-1 არის
მსგავსი მაიმუნის
იმუნოდეფიციტის
ვირუსისა, რომელიც
აღმოაჩინეს შიმპანზეებში. მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს,
რომ აივ შიმპანზეებიდან
ადამიანში გადაცემულა
ახლო წარსულში.
მეცნიერების მტკიცებით
ვირუსის შიმპანზედან
ადამიანებში გავრცელდა
XIX საუკუნის ბოლოს ან
XX საუკუნის დასაწყისში
კამერონის ტყეებში,
მდინარე სანაგასთან
ახლოს ან კონგოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე
ტერიტორიებში. ერთერთი ვერსიის მიხედვით, აივ
გავრცელდა
მონადირისგან,
რომელსაც ნადირობისას
უკბინა შიმპანზემ.
ვირუსის დიდ არიალზე
გავრცელებას ხელი
შეუწყო აფრიკის
კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
[Pasuxi][Cit]|
5. bZzziki (Off)
[ 17 Oct 2013, 10:22 ]
Ooommm.... Cudi ragaceebia.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას