გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 17 Sep 2013, 3:10 ]
ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მოშაობის მოშლა).

ნევროზისთვის დამახასიათებელია:

სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ), ემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, გაფანტულობა, უძილობა ღამით და თვლემა დღისით, ოფლიანობა, არტერიული წნევის მერყეობა.

მიზეზები:

ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება: ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ გაქტორის შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია.

ზოგჯერ ნერვიული სისტემის დასუსტება ხდება საქმის ბოლომდე მიუყვანლობის, რთული სიტუაციებიდან თავდაღწევის შეუძლებლობის გამო.

ნევროზის აღმოცენებას ხელს უწყობს თავდაუზოგავი შრომა და თავისთვის დასვენების უფლების ჩამორთმევა.

ნევროზის განვითარების დამატებით ფაქტორად ითვლება ორგანიზმის დაავადებით დასუსტება – გამოფიტვაც (მაგ. გრიპი)

ნევროზით დაავადებულთათვის დამახასიათებელია შფოთვა, შიში, რასაც სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს:

ემოციური შფოთვა მუდმივი მწუხარე ფიქრები, რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, ან შიშის მოლოდინი.

ფიზიკური შფოთვა , ის ჩვეულებრივ ვლინდება კუნთების დაძაბვით, მოდუნების უუნარობით, მკერდის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნებებით.

მოტორული შფოთვა: შიშის დაძლევის მიზნით მუდმივად მოძრაობის აუცილებლობით, ფეხების გამუდმებული ტოკვით.

ნევროზის შედეგები

ნევროზები იწვევენ შრომისუნარიანობის და გამძლეობის დაქვეითებას. გარდა ამისა ავადმყოფთა გაღიზიანებულობა-შეუწყნარებლობა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

მკურნალობა

ნევროზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიუეკუთვნება.

მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

წყარო:wignebi.com
[Pasuxi][Cit]|
2. heretique (Off)
[ 17 Oct 2013, 0:08 ]
nervozia tu nevrozi?
[Pasuxi][Cit]|
3. shamani (Off)
[ 17 Oct 2013, 0:20 ]
ციტატა: heretique
ნევროზი
[Pasuxi][Cit]|
4. VampirE (Off)
[ 17 Oct 2013, 0:25 ]
მქონდა..
ერთბაშად იმდენი პრობლემა დამატყდააა..
ახლა შედარებით მშვიდად ვარ...
[Pasuxi][Cit]|
5. G (Off)
[ 17 Oct 2013, 9:09 ]
Axlac maq
[Pasuxi][Cit]|
6. bZzziki (Off)
[ 17 Oct 2013, 10:14 ]
AR mqavs.
[Pasuxi][Cit]|
7. A,N,R,I (Off)
[ 17 Oct 2013, 11:02 ]
au magari nervozi maq :D
[Pasuxi][Cit]|
8. Gelford (Off)
[ 17 Oct 2013, 11:19 ]
exx nervozi dxevadell saqartvelosi mgoni kvelas aqvss umusevrobaa kvelaze didi nervoziii :)me linnatt nervozi kiara racxa meti ubedureba maqvs umusevari uukvelaprooottt ro mamovtvaloo erti dxe ar mekopaa nervozii iseti mqoda sul cnevis aparatan vikavi kvelapers kuradxebas vaqcevdii uff mere eqima mirhia bunebasi iare xsiratoo xoda nadiroba davicxee ki misvelaa amsvidebss gonebasac da sxeulsacc
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას