გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 25 Sep 2013, 18:56 ]
მასალა:

1 კგ ხორცი (ძროხის და ღორის,შერეული)
3-4 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი ერბო
0.5 ჭიქა კოწახური
2 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა
პილპილი და მარილი(გემოვნებით)
მომზადება:

რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილაში ან შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. სურვილისამებრ გავახვიოთ თხელ ლავაშში სათითაოდ დაჭრილ ხახვთან,მწვანილთან და კეტჩუპთან ერთად.



[Pasuxi][Cit]|
2. DaDa (Off)
[ 25 Sep 2013, 20:10 ]
მიყვარს მე ქაბაააბი .adminuka.
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 25 Sep 2013, 20:41 ]
Uazro sachmelia, xaxvebi kargia
[Pasuxi][Cit]|
4. VampirE (Off)
[ 16 Oct 2013, 22:08 ]
არ ვგიჟდები...მშრალია ძალიან..
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას