1. VampirE
(Off)
[ 15 Oct 2013, 1:23 ]
ეს არის ძალიან მარტივი რეცეპტი კარაკულის..არ სჭირდება სხვა ნამცხვრებივით ბევრი წვალება...
ე.ი.
5 ც. კვერცხის გული+1 ჭიქა შაქარი+100 გრამი მარგარინი+სოდა ძმრით+ვანილი, ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ მაგარი ცომი.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ.გაყინული ცომი დავახეხოთ ტაფაზე და წავუსვათ ზემოდან ბეზე..
ბეზე: 5 კვერცხის ცილა+1 ჭიქა შაქარი+3 კოვზი ვაშლის ჯემი (ნებისმიერი სხვა ჯემიც უხდება)
ბეზეს მოვაყაროთ ქიშმიში და მოხალული თხილი ან ნიგოზი...დავახეხოთ მორჩენილი ცომი და გამოვაცხოთ...
[Pasuxi][Cit]|