15. DiGiTaL
[Mod] (Off)
[ 17 Oct 2013, 19:25 ]
თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ტურნირი YOUNG TALENTS CUP 2013-ი ტარდება.
ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფად არიან დაყოფილი. ჯგუფში “დინამოს” მეტოქეები არიან: “ნიჟნი ნოვგოროდი”, “ზენიტი” (სანქტ-პეტერბურგი), “კურსკი” და ირკუტსკის “ბაიკალი”.
ხუთშაბათს, დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი გამართეს.
პირველ შეხვედრაში თბილისელები “ნიჟნი ნოვგოროდის” გუნდს დაუზავდნენ - 1:1. გოლი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა.
შემდეგ მატჩში “დინამომ” “ბაიკალი” 2:1 დაამარცხა. დავით ზურაბიანმა დუბლი შეასრულა.
მესამე თამაშში დინამოელებმა “კურსკს” 3:0 მოუგეს. ორი გოლი ზურაბიანმა გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი ირაკლი აზაროვის ანგარიშზეა.
ჯგუფის დარჩენილ ბოლო შეხვედრას “დინამო” პარასკევს, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” წინააღმდეგ გამართავს.
დინამოელებმა სამივე შეხვედრა შემდეგი შემადგელობით ჩაატარეს: ხარშილაძე, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი.
შეცვლებზე შედიოდნენ: შიუკაშვილი, ხვედელიძე, ხორავა, ლურსმანაშვილი, ბექაური
წყარო მსოფლიო სპორტი
[Pasuxi][Cit]|