1. david
(Off)
[ 08 Oct 2013, 14:18 ]
რამდენიმე დღის წინ დამჭირდა doc ფაილის გახსნა, და ის ოფისი, რომელიც იყო დაყენებული ჩემს ტელეფონში ვერ გახსნა დოკუმენტი ისე როგორც მე მინდოდა (კერძოდ დოკუმენტი იყო litnusx შრიფტში შენახული ოფისი კი (Quick Office) ინგლისური ასოებით გახსნა ტექსტი), შრიფტის დამატების ფუნკცია კი ამ ოფისში არ იყო, ამის შემდეგ შევამოწმე რამდენიმე ოფისი მათ შორის Office Suite (ანალოგიური პრობლემა), Smart Office 2 (ამ ოფისში კი გავახსნევინე მაგრამ ბევრი ჩალიჩი დასჭირდა) და ბოლოს შევამოწმე Kingsoft Office, რომელიც უპრობლემოდ გახსნა ჩემი ფაილი litnusx შრიფტში (ერთი შენიშვნა, ფონტების სისტემურ პაპკაში მაქვს დაკოპირებული რამდენიმე ქართული შრიფტი) ასევე პროგრამა ქმნის პაპკას (/Kingsoft Office/.fonts) რომელშიც თქვენ შეგიძლიატ ჩაყაროთ ნებისმიერი შრიფტები.
პროგრმა არის ძალიან ფუნკციონალური, მას შეუძლია ოფისის სტანდარტული ფორმატების გახსნა, შექმნა და რედაქტირება (DOC/DOCX/TXT/XLS/XLSX/PPT/PPTX/PDF)
აქვს dropbox-ის და google docs-ის მხარდაჭერა ასევე ინტეგრირება ფოსტასთან და კიდევ უამრავი ფუნკცია, ჩემი აზრით საუკეთესო ოფისია ანდროიდ პლანშეტებისთვის და სმარტფონებისთვის
მწარმოებელი: Kingsoft
https://play.google.com/stor...ce_i18n&hl=ru
3 ქართული შრიფტი
http://upfile.mobi/249645
[Pasuxi][Cit]|