1. ***MaLeNa***
(Off)
[ 07 Oct 2013, 15:58 ]
იოჰან სებასტიან ბახი არის უდიდესი ჰუმანისტი კომპოზიტორი, რომელმაც თავის შემოქმედებაში განასახიერა უბრალო ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო.
იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685წელს გერმანიის ქალაქ ეიზენახში. ბახის გვარიდან არა ერთი დიდებული კომპოზიტორი გამოსულა, ამიტომ გერმანიაში ყოველ მუსიკოსს უწოდებდნენ ბახს და ყოველ ბახს უწოდებდნენ მუსიკოსს. პირველი მუსიკალური გაკვეთილები ბახმა მამისაგან მიიღო, რომელიც იყო მევიოლინე. იგი ბავშვობიდან სწავლობდა ორღანზე დაკვრას, ასევე მას ჰქონდა კარგი ხმა (სოპრანო). 9 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა უფროსმა ძმამ ქრისტოფმა იტვირთა. მისი ძმა იყო არაგულისხმიერი მუსიკოსი, ამიტომ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები ერთფეროვანი იყო, რამაც ბახს თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა უფრო გაუღვივა.
15 წლის ბახმა დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. იგი მუშაობდა ვიოლინოზე, ორღანზე, კლავესინზე დამკვრელად, კაპელმეისტერად და კომპოზიტორად. იგი სწავლობდა არა მარტო გერმანელი, არამედ იტალიელი, ფრანგი და სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებას.
მას იმ დროისათვს ცნობდენენ გამოჩენილ ვირტუოზ იმპროვიზატორად ორღანზე. ერთხელ იგი მიიწვიეს ქ.დრეზდენში შესაჯიბრებლად ფრანგ ორღანისტსა და კლავისინისტ ლუი მარშანთან, როდესაც მარშანი შეჯიბრის წინა დღეს შეხვდა ბახს და მოუსმინა, იმ ღამესევე იგი ქალაქიდან წავიდა.
1708წლიდან ბახი გადასახლდა ვაიმარში სასახლის კარის მუსიკოსად და ქალაქის ორღანისტად. აქ მან დაწერა თავისი საუკეთესო საორღანო ნაწარმოები ტოკატა და ფუგა რე მინორი, პასკალი დო მინორი. ეს ნაწარმოებეი გამოირჩევა სინაარსის უდიდესი სიღრმით, მასშტაბის გრანდიოზულობით, ოსტატობის სრულყოფით.
1717 წელს იგი გადასახლდა თავისი ოჯახით ქ.კეტენში, სადაც წერდა საკლავირო და საორკესტრო ნაწარმოებებს. მათ სორისაა 24 პრელუდია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავირისათვის /I ტომი/. იგი მიწვეული იყო კეტენის პრინცის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა პატაერა ორკესტრს. ამ პერიდში აქვს დაწერილი ორხმიანი და სამხმიანი ინვენციები, ფრანგული და ინგლისური სუიტები.
1823 წლიდან ბახი გადასახლდა ლაიფციგში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. იგი მუშაობდა წმ. თომას საეკლესიო სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად, სადაც უნდა ეწერა მხოლოდ ისეთი მუსიკა, რომელიც ღმრთისმსახურებასი გამოდგებოდა.
ლაიფციგში მან დაწერა საუკეთესო ვოკალურ – ინსტრუმენტული ნაწარმოებები: 250 კანტატა, მათეს და იოანეს პასიონები (პასიონი – ლათ. წამება),სადაც ასახული ქრისტეს ტანჯვანი. მან დაწერა მეს სი მინორი, რომელიც გასცდა საეკლესიო ჩარჩოებს და საკონცერტო ხასიათი მიიღო. მან დაწერა კარგად ტემპერირებული კლავირის II ტომი, სადაც შევიდა 34 პრელუდია და ფუგა.
ბახს ყავდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი. მისი მეუღლეს ანა მაგდალინა ბახს საუცხოო სოპრანო ჰქონდა, ასევე მის ქალიშვილსაც. მისი ვაჟებიც ვილჰელმ ფრიდმანი, ფილიპ ემანუილი, იოჰან ქრისტიანიც ბრწყინვალე ნიჭის პატრონები იყვნენ. ბახი საკუთარი ოჯახისთვის წერდა ანსამბლებს.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბახი დაბრმავდა და კარნახით აწერინებდა იგი საკუთარ ნაწარმოებებს.
1750 წელს ლაიფციგში გარდაიცვალა ბახი.
იგი მალე მიეცა დავიწყებას. მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონტრუქციის დროს. მისი აღიარება, მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიწყო, გრემანელი კომპოზიტორის მენდელსონის თაოსნობით.
http://www.youtube.com/watch?v=_FXoyr_FyFw
http://www.youtube.com/watch?v=rrVDATvUitA
http://www.youtube.com/watch?v=2x-OHljZzHQ
წყარო: pianokomposer.blogspot.com/2009/03/1685-1750.html
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 07 Oct 2013, 16:04; sul 1 -jer