გზავნილი
1. ***MaLeNa*** (Off)
[ 30 Aug 2013, 15:28 ]


წარმატებული ქართველი მომღერალი. ნინო ქათამაძე დაიბადა ბობოყვათში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წელს ჩაირიცხა ბათუმის მუსიკალურ ინსტიტუტში, ვოკალურ განყოფილებაში, მურმან მახარაძის კლასში.
1994 წელს ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი ინვალიდებისა და სოციალურად დაუცველ ხელოვანთა დასახმარებლად. 1999 წლიდან იწყებს თანამშრომლობას ჯგუფთან insight, რაც მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამად იგი ცნობილია რამდენიმე ქვეყანაში. აქვს შვიდი ალბომი და არც ერთი ვიდეო კლიპი.

ნინოს ბავშვობიდანვე ჰქონდა, რაღაც სპეციფიკური და ინდივიდუალური, რამაც საბოლოო ჯამში გახადა მისი მუსიკა ისეთი როგორიც არის, თვითმყოფადი და განსაკუთრებული. როგორც თვითონ ამბობს მუსიკალურ სასწავლებელში არ უყვარდა სოლფეჯიო და არც წარჩინებით გამოირჩეოდა. ერთ დღეს მან მიიღო მიწვევა კონსერვატორიისგან და ამან ძალიან გააკვირვა. აქედან იგი იწყებს თავისი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობას და ამვდროულად მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო ღონისძიებებში, ეხმარება სოციალურად დაუცველ და უნარ შეზღუდულ არტისტებს.

მის მუსიკას შეიძლება ეწოდოს სულის მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ ესმის სულის მუსიკა იგი მაინც პოპულარულია საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მაგალითად აღსანიშნავია ფაქტი, როცა ნინოს კონცერტმა მოსკოვში ჩაიარა სრული ანშლაგით მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში ალა პუგაჩოვას დიდი კონცერტი იმართებოდა.


ანსაკუთრებულია მისი დამოკიდებულება ფანების მიმართ. რომლებსაც ექცევა განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით.
გასულ წელს მას ჰქონდა გასტროლები აზერბაიჯანში და მეზობელ მოსკოვში. იმის მიუხხედავად, რომ ნინოს ვერ მოისმენთ ვერ რადიოთი და ვერ ტელევიზიით მას მაინც ჰყავს თავისი მსმენელი, რომლებსაც სულში აწვეთებს სითბოს ნაწილებს.

http://www.angel.ge/stars/1...bbb-bbbbbbbb.html

http://ka.wikipedia.org/wik...E1%83%AB%E1%83%94
[Pasuxi][Cit]|
2. bZzziki (Off)
[ 30 Aug 2013, 16:00 ]
Miyvars.
[Pasuxi][Cit]|
3. heretique (Off)
[ 06 Oct 2013, 12:30 ]
ra vqna, ar miyvars. saertod es janri autaneia chemtvis...
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას