გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 26 Aug 2013, 23:55 ]
* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.

* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.

* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები.

* ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.

* ჯორჯ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.

* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.

* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.

* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა.

* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.

* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი.

დაწერეთ თუ თქვენც გსმენიათ რომელიმე ცნობილი ადამიანის რამე უცნაური ჩვევა.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას