გზავნილი
1. Dstori (Off)
[ 27 Sep 2013, 16:01 ]
ამ თემაში ვწერთ ქართული რაგბის შესახებ
[Pasuxi][Cit]|
2. Dstori (Off)
[ 27 Sep 2013, 16:01 ]
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრიზე მეორე, რუმინეთის ეტაპის შემდეგ კი მე-6 ადგილი დაიკავა და ჯამში, მერვე ადგილზე დამკვიდრდა.

პირველ, ლიონის ეტაპზე ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 12-გუნდა ელიტას დაემშვიდობებოდა, მით უმეტეს, რომ მეორე და ბოლო, ბუქარესტის ეტაპზე, უძლიერესი შემადგენლობის წაყვანა ვერ მოხერხდა და გუნდის უმეტესი ნაწილი, ქართულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებისგან შედგა.

მიუხედავად ამისა, ქართველთა შემართებამ ის შედეგი გამოიღო, რომ გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა, რომ ორი ეტაპის ჯამში ბოლო საფეხურს, ანუ გავარდნას, თავს დააღწევდა. მერე ბიჭებმა გერმანიას სძლიეს და ბოლოს მე-5 ადგილისთვოს პორტუგალიასთანაც იბრძოლეს. მეტოქემ გამარჯობის თქმა არ დაგვამთავრებინა პირველი ლელო ისე გაგვიტანა, ბურთი არ დაგვანება და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მე-9 წუთზე, ლევან გოგოლაშვილმა კიდით-კიდემდე ჩათამაშებული კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ამის შემდეგ, რამდენიმე სალელოვე შეტევა უშედეგოდ დასრულდა, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე კი, გიორგი კალმახელიძემ მეტოქე ისე შებოჭა, რომ დაჯარიმება აიძულა და ბურთის სწრაფ გათამაშებას ზურაბ ძნელაძის ლელო მოჰყვა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო და თამაში რომ განახლდა, ქართველებმა გარისკეს, მაგრამ ლელო აქეთ მიიღეს და 10:24 დამარცხდნენ.

მოკლედ, იმ პირობებში, რა პირობებშიც ქართული 7-კაცა იმყოფება, კახა ალანიამ და მისმა შეგირდებმა მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს და ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის დარჩნენ, ხოლო მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება, რუსეთმა და იტალიამ მიიღეს. ინგლისს, საფრანგეთს, პორტუგალიას, უელსს, შოტლანდიას და ესპანეთსს, მსოფლიო სერიაზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდათ.

ლიონის მსგავსად, ბუქარესტის ეტაპიც და სერიაც ინგლისმა მოიგო, რომელმაც ფინალში საფრანგეთს სძლია. გაისად, ელიტას დააკლდება ბოლო ადგილზე გასული უკრაინა და მის ადგილს ბელგია დაიკავებს.



საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.



ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში

II ეტაპი. ბუქარესტი (რუმინეთი). 21-22 სექტემბერი

ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში

II ეტაპი. ბუქარესტი (რუმინეთი). 21-22 სექტემბერი

A ჯგუფი

პორტუგალია - საქართველო 7:0

უელსი - რუმინეთი 14:10

ინგლისი - იტალია 19:0

რუმინეთი - საქართველო 14:19

პორტუგალია - იტალია 17:19

ინგლისი - უელსი 40:7

იტალია - საქართველო 14:5

ინგლისი - რუმინეთი 14:7

უელსი - პორტუგალია 7:10

რუმინეთი - იტალია 21:14

უელსი - საქართველო 7:24

ინგლისი - პორტუგალია 26:14

22 სექტემბერი

უელსი - იტალია 12:20

პორტუგალია - რუმინეთი 7:0

ინგლისი - საქართველო 24:7



1 ინგლისი 5 5 0 0 123-35 15
2 პორტუგალია 5 3 0 2 55-52 11
3 იტალია 5 3 0 2 67-74 11
4 საქართველო 5 2 0 3 55-66 9
5 რუმინეთი 5 1 0 4 52-68 7
6 უელსი 5 1 0 4 47-104 7
B ჯგუ

ფი

შოტლანდია - უკრაინა 41:7

საფრანგეთი - ესპანეთი 7:14

რუსეთი - გერმანია 24:21

ესპანეთი - უკრაინა 33:5

შოტლანდია - გერმანია 7:22

რუსეთი - საფრანგეთი 17:27

გერმანია - უკრაინა 28:0

რუსეთი - ესპანეთი 24:14

საფრანგეთი - შოტლანდია 19:12

ესპანეთი - გერმანია 17:21

საფრანგეთი - უკრაინა 40:5

რუსეთი - შოტლანდია 17:5

22 სექტემბერი

საფრანგეთი - გერმანია 40:14

შოტლანდია - ესპანეთი 15:10

რუსეთი - უკრაინა 33:0



საფრანგეთი 5 4 0 1 133-62 13
რუსეთი 5 4 0 1 115-67 13
გერმანია 5 3 0 2 106-88 11
ესპანეთი 5 2 0 3 88-72 9
შოტლანდია 5 2 0 3 80-75 9
უკრაინა 5 0 0 5 17-175 5


პლეი ოფები. 22 სექტემბერი

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

უელსი - უკრაინა 28:5

რუმინეთი - ესპანეთი 17:7

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

პორტუგალია - შოტლანდია 19:12

საქართველო - გერმანია 22:7

თასის ნახევარფინალები

ინგლისი - რუსეთი 24:14

იტალია - საფრანგეთი 0:21

XI ადგილისთვის

უკრაინა - ესპანეთი 5:21

IX ადგილისთვის

უელსი - რუმინეთი 12:17

VII ადგილისთვის

შოტლანდია - გერმანია 36:12

V ადგილისთვის

პორტუგალია - საქართველო 24:10

III ადგილისთვის

რუსეთი - იტალია 31:7

ფინალი

ინგლისი - საფრანგეთი 31:7



საერთო ცხრილი ორი ეტაპის ჯამში (საბოლოო)

ინგლისი 40
რუსეთი 33
საფრანგეთი 33
პორტუგალია 24
იტალია 18
უელსი 17
შოტლანდია 17
საქართველო 11
რუმინეთი 10
ესპანეთი 9
გერმანია 9
უკრაინა 3
[Pasuxi][Cit]|
3. Dstori (Off)
[ 27 Sep 2013, 16:04 ]
“დედაქალაქების ტურნირზე”, რომელიც 21-22 სექტემბერს პარიზში ჩატარდა, თბილისის სახელით მოასპარეზე საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.

ტურნირის პირველ დღეს 15-წლამდელებმა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ჩაატარეს – დუბლინთან და ნაირობისთან გაიმარჯვეს, ხოლო ტულუზასთან შეხვედრა კი დათმეს. მე-2 დღეს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, თბილისელი მორაგბეები ბუენოს აირესელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 17:7 მოიგეს.

მეოთხედფინალში U-15 ბრივის გუნდს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 5:10 დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისათვის მატჩში, ქეიფთაუნის გუნდმა დაგვამარცხა ანგარიშით – 26:0.

მონაწილე გუნდები: ბრიუსელი, ბუქარესტი, დუბლინი, ჰაიდელბერგი, თბილისი, ნაირობი, ბუენოს აირესი, ჟენევა, პარიზი (ილ დე ფრანსის ნაკრები), სიდნეი, ბრიჯენტი, სკოტიშ ბორდერსი, ვილნიუსი, კეიპტაუნი, ბრივი და ტულუზი

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები: რეზი ხარაზიშვილი (კაპ.), ლუკა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, საბა ჟორჟიკაშვილი, საბა ხურცილავა, აჩიკო ღონღაძე, საბა მინდიაშვილი, თედო აბჟანდაძე, მიხეილ შუბითიძე, დავით მარგველანი, გიორგი კეპულაძე, ნიკა ქართველიშვილი.
[Pasuxi][Cit]|
4. B I B I (Off)
[ 02 Oct 2013, 0:25 ]
ragbi momwons, dzlierebis sportia da azartuli sanaxavi.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას