mogwont tema?
ki: 100%
ara: 0%
გამოკითხულია: 3
გზავნილი
9. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:54 ]
4. ჩვენი პირველი პროგრამა.

გახსენით ტექსტური რედაქტორი ბლოკნოტი, notepad (start menu >> all programs >> accessories >> notepad) და მასში აკრიბეთ შემდეგი ტიპის ტექსტი:
<?php
print "es chemi pirveli programaa php-ze";
?>
შეინახეთ ფაილი როგორც index.php (შევთანხმდეთ კიდევ ერთხელ იმაზე, რომ php ფაილებს შეინახავთ D:\saiti\www საქაღალდეში) და შემდგომ მიაკითხეთ თქვენს შექმნილ ფაილს http://localhost მისამართზე. თუკი ეკრანზე აისახება წარწერა „es chemi pirveli programaa php-ze“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუკი რეზულტატი ვერ მივიღეთ, მაშინ შესაძლოა ფაილის გაფართოება .php არასწორადაა მითითებული, ან აპაჩის კონფიგურაციის დროს დაშვებულია შეცდომა.
თუკი დაფიქსირდა error, მაშინ თავიდან გადახედეთ პროგრამას და გაასწორეთ შეცდომით ჩაწერილი ხაზი.
დავბრუნდეთ დასაწყისში და განვიხილოთ ჩვენი პირველი მაგალითი. სდაც გამოყენებულია ტექსტური მონაცემი "es chemi pirveli programaa php-ze" და ოპერატორი print. მაშასე გავშიფროთ ზემოთ მოყვანილი პროგრამა:
print ჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მონაცემების (ტექსტური, გრაფიკული თუ სხვა სახის) ეკრანზე გამოსახვა. ასევე იყენებენ ჩანაწერს echo რომელსაც ზუსტად იგივე ფუნქცია აკისრია რაც print -ს, მაგალითად:
<?php
echo "es chemi pirveli programaa php-ze";
?>
შედეგად მივიღებთ იგივე რეზულტატს რაც პირველი პროგრამის გაშვებისას დაფიქსირდა. ეხლა კი მოდით დავწეროთ ქართული შრიფტით.
გაითვალისწინეთ, რომ notepad -ში ქართული შრიფტით წერის დროს, სტანდარტული ANSI კოდირების ნაცვლად უნდა გამოიყენოთ კოდირების რეჟიმი იუნიკოდი ან კოდირება UTF-8, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული შრიფტი გამოისახება კითხვის ნიშნებით, მაგალითად:
<?php
echo "ეს ჩემი პირველი პროგრამაა php -ზე";
?>
ამ ტიპის ჩანაწერის შენახვის დროს თქვენ ირჩევთ UTF-8 რეჟიმს, რათა ქართული შრიფტი გამოისახოს კორექტულად. იუნიკოდის არჩევის შემდეგ ზემოთ მოცემული პროგრამის გაშვებისას ეკრანზე გამოვა ჩანაწერი: „ეს ჩემი პირველი პროგრამაა php -ზე“.
ბოლოს კი განვიხილოთ მაგალითი, სადაც html ტეგები და php პროგრამა ერთადაა გამოყენებული:
<html>
<head>
<title>
HTML და PHP
</title>
</head>
<body>
<?php
print "html და php მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს!";
?>
</body>
</html>
როგორც ხედავთ html და php თავისუფლად შეიძლება განთავსდეს ერთ ფურცელზე.
შემდგომ გაკვეთილში უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს თემა.
[Pasuxi][Cit]|
10. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:54 ]
5. html და php ერთად.

აუცილებელია იცოდეთ, რომ html არაჩვეულებრივად „მეგობრობს“ php -თან. html -ს ყველა ტეგი მშვენივრად თავსდება php -ში, მხოლოდ შევთანხმდეთ, რომ html ტეგებში ორმაგი ბრჭყალის ნაცვლად გამოიყენებთ ერთმაგს, ეს მეტად აუცილებელია, რათა php „გაუგებრობაში არ ჩავარდეს“, ვინაიდან და რადგანაც php სხვა დანიშნულებისათვისაც იყენებს ორმაგ ბრჭყალს, ამიტომ ადვილია ალბათობა იმისა, რომ „php -ს საკუთარი ბრჭყალი, html -ს ბრჭყალში აერიოს“.
მაგალითად: html -ში სურათის ჩასმა:
<img src="file.png" alt="surati" title="surati html-shi">
php -ში კი ეს ყოველივე ასე გამოიყურება:
print "<img src='file.png' alt='surati' title='surati php-shi'>";
სხვა ტეგები კი, რომელთაც ბრჭყალები არ სჭირდებათ ჩვეულებრივად ჩაიწერება, მაგალითად:
print "<br>";
print"<h1>tetx</h1>";
print "<hr>";
აქვე შევთანხმდეთ, რომ php -ში ტექსტურ მონაცემებს ჩავსვავთ ორმაგ ბრჭყალებში, ხოლო ციფრებსა და რიცხვებს ჩავწერთ ბრჭყალების გარეშე, მაგალითად:
print "ტექსტური მონაცემი";
print 30;
ეხლა განვიხილოთ მაგალითი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ დაინახოთ, თუ რა მარტივად შეიძლება html ტეგების გამოყენება php -ში, კერძოდ, მოდით ამოვბეჭდოთ ცხრილი.
მაგალითი 1:

<html><head><title>ცხრილი</title>
</head><body><?php
print "<table border=2 width=500 height=200 align='center'>
<tr>
<td align='center' bgcolor='#FFFF99'><h1>hello</h1></td>
<td align='center' bgcolor='#CCFF99'><h1>hello</h1></td>
</tr>
</table>";
print "<br><br>";
print "<HR WIDTH='80%' COLOR='#800080' SIZE=7>";
?></body></html>

ჩვენ ავღნიშნეთ, რომ php -ში ყოველი დასრულებული ხაზის შემდეგ დაისმის წერტილ-მძიმე, ზემოთ მოცემულ პროგრამაში, ცხრილის ამობეჭვდვისას, ახალ ხაზზე გადასვლა მრავალჯერ მოხდა, თუმცაღა წერტილ-მძიმე არ გამოვიყენეთ, რადგანაც ცხრილის ამობეჭდვა არ დაგვისრულებია, ანუ print ჩანაწერში ვათავსებთ არა ერთ არამედ რამოდენიმე ტეგს ერთდროულად, ყველა ტეგის ჩაწერის შემდეგ კი print ჩანაწერი დაიხურება ორმაგი ბრჭყალით და დასრულდება წერტილ-მძიმით.
[Pasuxi][Cit]|
11. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:54 ]
6. php -ს ზოგიერთი მოთხოვნა.

ამ პარაგრაფში განვიხილოთ ორი მაგალით, მაშასე: პირველი მაგალითი:
<?php
print 5+2;
?>
და მეორე მაგალითი:
<?php
print "5+2";
?>
ალბათ შეამჩნევდით განსხვავებას, პირველი პროგრამა ეკრანზე გამოიტანდა ციფრს 7, ხოლო მეორე დაბეჭდავდა 5+2 -ს. ეს განპირობებულია იმით, რომ პირველ მაგალითში ჩვენ არ გამოვიყენეთ ბრჭყალები, ანუ php -მ ციფრები 5 და 2 აღიქვა როგორც ჩვეულებრივი ციფრი და შეკრიბა ისინი, რადგანაც მათ შორის შეკრების ნიშანია დასმული, შედეგად ეკრანზე გამოვიდა ციფრი 7. მეორე მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ ბრჭყალები, შედეგად php -მ ციფრები 5, 2 და ნიშანი + აღიქვა როგორც ტექსტი და დაბეჭდა ისინი ეკრანზე print ჩანაწერის საშუალებით.
მაშასე, კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ თუკი თქვენ მოგესურვებათ, მონაცემების, როგორც ტექსტის, ისე ამობეჭვდვა, მაშინ თქვენ გამიყენებთ ორმაგ ბრჭყალებს. ასევე შევთანხმდეთ იმაზედაც, რომ ბრჭყალების და მსგავსი სიმბოლოების გამოყენების დროს იქნებით მაქსიმალურად დაკვირვებულები, ჯერ ლოგიკურად ჩამოაყალიბებთ, იმას თუ რა გსურთ და ამის შემდეგ კი დაიწყებთ პროგრამის წერას. ეხლა კი დროა გადავიდეთ მომდევნო თემაზე.
[Pasuxi][Cit]|
12. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:55 ]
7. კომენტარები php -ში.

კომენტარის არსი ალბათ html -დანაც კარგად გახსოვთ. ისევე როგორც სხვა პროგრამირების ენებს, ასევე php -საც გააჩნია კომენტარების ჩაწერის საშუალებები.
კომენტარი პროგრამის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განთავსდეს, თუმცაღა მისასალმებელია, თუკი თქვენ, თქვენს საკუთარ კომენტარებს განათავსებთ ისეთ ადგილზე, სადაც შედარებით უფრო მოსახერხებელია მათი ჩაწერა, რათა ხელი არ შეუშალოთ „პროგრამის მოწესრიგებულად წერას“, ანუ არ შევქმნათ ქაოსი პროგრამულ კოდში.
მაშასე php -ში არსებობს კომეტარის ჩაწერის სამი ვარიანტი:

// ეს კომენტარია ოღონდ მხოლოდ ერთ ხაზზე
# ესეც კომენტარია და ესეც მხოლოდ ერთ ხაზზე
/* ეს კი კომენტარია არა ერთ, არამედ რამოდენიმე ხაზზე, კერძოდ მასში შეიძლება განთავსდეს უაზრმაზარი ტექსტი */

<?php
print 50; // დაიბეჭდება ციფრი 50 (ეს კომენტარია და არ ჩანს!)
[Pasuxi][Cit]|
13. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:55 ]
8. ცვლადები.

ცვლადი არის რაიმე მნიშვნელობის მქონე ელემენტი. ცვლადს წინასწარ უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა. ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იყოს, ციფრები, ტექსტი, ობიექტები, მასივი და ასე შემდეგ.
Php -ში ცვლადები გამოისახება $ სიმბოლოთი, შემდეგ ეტაპზე კი მას უნდა მიენიჭოს სახელი. ცვლადის სახელი არ შეიძლება იყოს ციფრები, კერძოდ $12 არასწორია, ხოლო ანბანის სიმბოლოების გამოყენების დროს ციფრების გამოყენება დასაშვებია, მაგალითად, ჩანაწერი $cvladi12 აბსოლიტურად ჭეშმარიტია. ცვლადის სახელში შეიძლება ასევე დეფისის გამოყენებაც, მაგალითად: $cvladi_1, $cvladi-2, $cvl-adi_3.
აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება დიდი და პატარა ასოებით წერას, კერძოდ $cvladi და $CVLADI ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული ცვლადებია.
მაგალითი 2:

<?php
$cvladi = "გამარჯობა php"; //მივანიჭეთ ცვლადს მნიშვნელობა
print $cvladi; // ამოვბეჭდეთ ცვლადის მნიშვნელობა ეკრანზე
?>

შედეგად ეკრანზე დაიბეჭდება „გამარჯობა php“, ანუ მოვახდინეთ ცვლადის მნიშვნელობის ეკრანზე გამოტანა print ჩანაწერით.
ეხლა გამოვიყენოთ სიმბოლო წერტილის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს ორი ტექსტური, ან თუნდაც რიცხვითი მონაცემის შეერთებას.
მაგალითი 3:

<?php
$cvladi_1 = "ჩვენ ვაგრძელებთ ";
$cvladi_2 = "ცვლადების შესწავლას";
print "$cvladi_1" . "$cvladi_2"; //მოხდა ორი ტექსტის შეერთება
?>

შედეგად ეკრანზე დაიბეჭდება ფრაზა „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლადების შესწავლას“. ზოგადად ცვლადები ბრჭყალებში არ ჩაისმის, გამომდინარე იქედან, რომ php -მ ცვლადი უნდა აღიქვას, როგორც ცვლადი და არა როგორც ტექსტური მონაცემი. ზემოთ მოყვანილ მაგალითში კი ჩვენ ცვლადები ჩავსვით ბრჭყალებში, რაც მოცემულ სიტოაციაში აბსოლიტურად გამართლებულია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ცვლადებს შორის გამოვიყენეთ სიმბოლო წერტილი, რომლის საშუალებითაც მოხდა ორი ცვლადის მნიშვნელობის ერთმანეთზე მიბმა. ეხლა კი განვიხილოთ მომდევნო მაგალითი, სადაც ხდება ცვლადების მნიშვნელობების შეკრება.
მაგალითი 4:

<?php
$cvladi_1 = 10;
$cvladi_2 = 20;
print $cvladi_1 + $cvladi_2; //დაიბეჭდება რიცხვი 30
?>

ამ შემთხვევაში, თუკი ცვლადებს ჩავსვავდით ბრჭყალებში, ეკრანზე დაიბეჭდებოდა ტექსტი 10+20, ხოლო რადგანაც ჩვენ გვსურდა, რომ მოგვეხდინა რიცხვების შეკრება, ანუ php -თვის „მიგვეცა საშუალება“ რომ ცვლადი აღექვა როგორც ცვლადი და არა როგორც ტექსტური მონაცემი, ამიტომაც არ გამოვიყენეთ ბრჭყალები.
მაგალითი 5:

<?php
$cvladi_1 = 10;
$cvladi_2 = $cvladi_1;
print $cvladi_2; //დაიბეჭდება რიცხვი 10, რადგანც ერთი ცვლადი მეორეს გაუტოლეთ.
?>
[Pasuxi][Cit]|
14. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:56 ]
9. მონაცემთა ტიპები.

ქვემოთ მოცემულია მონაცემთა ტიპების ცხრილი.

integer
მთელი რიცხვი: 5; -5; 10;
double - float
მცურავმძიმიანი, ათწილადი რიცხვი: 3.14; -3.14;
string
ტექსტური ტიპის მონაცემი: "text"
array
მასივი: array
object
ობიექტი: object

gettype ჩანაწერს გამოაქვს ეკრანზე ცვლადის ტიპი.
settype ჩანაწერი ცვლის ცვლადის ტიპის მნიშვნელობას.
მაგალითი 6:

<?php
$cvladi = 10;
print gettype ($cvladi); // გამოვიყვანეთ ცვლადის ტიპი ეკრანზე
?>

მაგალითი 7:

<?php
$cvladi_1 = 3.14; // მოვახდინოთ ცვლადის ტიპის შეცვლა.
$cvladi_2 = (double) $cvladi_1;
print gettype ($cvladi_2);
print " -- $cvladi_2<br>";
$cvladi_2 = (integer) $cvladi_1; // მოვახდინეთ double -ს გადაყვანა integer ტიპში
print gettype ($cvladi_2);
print " -- $cvladi_2<br> ";
?>
[Pasuxi][Cit]|
15. Bing (Off)
[ 30 Sep 2013, 21:56 ]
ციტატა: ~FRONT~ saidan akopireb am teqstebs?
[Pasuxi][Cit]|
16. ~FRONT~ (Off)
[ 30 Sep 2013, 21:57 ]
Bing, http://aka.net23.net/pages/...ucts/aka_php.html cignebs tavi danebet es ikitxet ak bevri ram aris am sqeros shesaxeb da iscavlet akedan yvelaperi:)
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას