გზავნილი
9. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:36 ]
სიახლეები კინოში
ნაცისტები ინტერესით ეკიდებოდნენ მუსიკასა და კინოს, როგორც კულტურის გამორჩეულ სფეროებსა და ქვეყნის პროპაგანდის საშუალებებს. მაგნიტური ლენტით პირველად ჰიტლერის გამოსვლა ჩაიწერეს. იოზეფ გებელსის ინიციატივით, ფილმის გადაღების მრავალი რთული მეთოდი შემუშავდა. მაგალითად, პროპაგანდულ ფილმს “ნებისყოფის ზეიმი / Triumph des Willens”, რომელიც წარმოადგენს სიქველს ასევე პროპაგანდული ფილმისა “რწმენის ზეიმი / Der Sieg des Glaubens”, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კინემატოგრაფიის ისტორიაში. რეჟისორი ლენი რიფენშტალი (სურათზე მარჯვნივ) იყენებდა უმაღლესი ხარისხის 30 კამერას, ასევე დაიხმარა 100-მდე ტექნიკოსი, რათა ორსაათიანი ფილმი გადაეღო. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტზე შეზღუდვა არ იყო, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს. პროპაგანდული ფილმების ეპოქა დასრულდა, მაგრამ იმდროინდელი ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი დღესაც იხმარება ჰოლივუდში სპეცეფექტების მისაღებად.
[Pasuxi][Cit]|
10. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:36 ]
მოდა
ნაცისტების უნიფორმა მათ მმართველობას შეესაბამებოდა: მსხვილლანჩიანი ტყავის ჩექმები, უხეში ქუდი, ხარის ტყავისგან შეკერილი პალტო. ფერები ძირითადად შავი, ნაცრისფერი და მოყავისფრო. ამით ისინი მოწინააღმდეგეებში შიშს აღძრავდნენ. პალტოსა და ქუდის ფორმა მოგვიანებით ამერიკელებმაც გადაიღეს. ბრიტანული ფირმის Dr. Martens-ის ნაწარმი კი შეხედვისთანავე მოგვაგონებს ნაცისტურ ჩექმებს. ბევრი იმდროინდელი (და არამარტო) ევროპელ-ამერიკელი როკერის ჩაცმულობაში იყო ნაცისტური მოდის გავლენა. “ადიდასის” დამაარსებელი, ადოლფ დასლერი ასევე ნაცისტი იყო. ის ომის პერიოდში ვერმახტისთვის ამზადებდა ფეხსაცმელებს. ბერლინის ოლიმპიადის დროს კი გერმანელ და ამერიკელ მონაწილეებს ამარაგებდა სპორტული ფეხსაცმლით. მისმა ძმამ, ასევე ნაცისტმა რუდოლფ დასლერმა კი დააარსა… “პუმა”. ამათ დამატებული კიდევ ერთი ნაცისტი, სახელად ჰუგო ბოსი.
[Pasuxi][Cit]|
11. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:37 ]
სამედიცინო წინსვლა
როგორც უნდა მიუდგე, ცხადია, რომ ნაცისტების სამედიცინო ექსპერიმენტები ენით აღუწერელი საშინელება იყო, შეუბრალებელი და ავადმყოფური ქმედებები. თუმცა ამ ექსპერიმენტების დროს ბევრი ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც მედიცინას წაადგა. შეკრიბეს ინფორმაცია, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება ექიმების მიერ. მაგალითად, ნაცისტები დაკვირვებით სწავლობდნენ ჰიპოთერმიას (ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად) დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში. თუმცა ეს ხდებოდა მსხვერპლების არაადამიანური წამებით. ნაცისტები უშვებდნენ მათ სპეციალურ ავზში, რომელიც გაყინული წყლით იყო სავსე, ან კიდევ ზამთრის სიცივეში გარეთ აგდებდნენ შიშველს. თან აკვირდებოდნენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, გულისცემის სიხშირეს, კუნთების მოქმედებასა და შარდის ცვლილებებს. თავიდან ეს ექსპერიმენტი მოხალისე ჯარისკაცებზე ტარდებოდა, მაგრამ ნაცისტები არ იყვნენ კმაყოფილნი შედეგებით და ბანაკებს მიადგნენ. ისინი ცდილობდნენ, შეემუშავებინათ ფორმულა, რომლითაც სხეული ძველ ტემპერატურას აღიდგენდა. მათ შორის იყო ე.წ. სხეულის ხელახალი ჩქარი გახურება, რომელსაც დღესაც იყენებენ დასავლეთში ჰიპოთერმიის წინააღმდეგ. ქირურგიაში კი დღესდღეობით გულსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ოპერაციების ჩატარების დროს იყენებენ ხელოვნურ ჰიპოთერმიას ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირების მიზნით.
http://ucnauri.com
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 08 Sep 2013, 13:07; sul 1 -jer
12. Eichmann (Off)
[ 08 Sep 2013, 12:38 ]
ალბათ ბევრ ამ ფორუმელთაგან არ ესიამოვნება ეს ფაქტები მაგრამ ვერ გაექცევა!
[Pasuxi][Cit]|
13. Eichmann (Off)
[ 21 Sep 2013, 0:01 ]
მენიერებმა დაადგინეს რომ როდესაც დემოკრატია თავისი განვითარების უმაღლეს საფეხხურს მიაღწევს და დაიშლისკენ წავა, ფაშიზმი და ნაციზმისეული იდეები დასაბამი გახდება სახემწიფოთა წყობისა
[Pasuxi][Cit]|
14. Eichmann (Off)
[ 30 Sep 2013, 21:33 ]
ნაციზმის წარმოშობა, ისევ და ისევ სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას