1. patrioti
(Off)
[ 25 Aug 2013, 21:10 ]
F-15 Eagle ორ ძრავიანი, ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია და ის დაპროექტებულია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად, რაზეც მეტყველებს, ის რომ ჩატარებული 100-ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან არცერთი არ წაუგია.
წინადადებათა მიმოხილვის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეარჩია McDonnell Douglas-ის დიზაინი 1967 წელს, რათა თანხვედრაში მოსულიყო მათ მოთხოვნებთან საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელთან დაკავშირებით. Eagle-მა პირველი გაფრენა 1972 წლის ივლისში განახორციელა, ხოლო შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს. F-15-ის შეიარაღებაში დატოვებას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები 2025 წლამდე აპირებს.
1970-იანების შემდეგ Eagle-ის ექსპორტირება მოხდა ისრაელში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად F-15 გათვალისწინებული იყო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, მან დაამტკიცა თავისი კონსტრუქციის მოქნილობა ნებისმიერ ამინდში ბრძოლის საწარმოებლად. მოგვიანებით განვითარდა მისი გაუმჯობესებული ვარიანტი F-15E Strike Eagle და შეიარაღებაში 1989 წელს მიიღეს.
წყარო :
საინფორმაციო ბლოგი
[Pasuxi][Cit]|