გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 25 Sep 2013, 23:44 ]
ლაზანიის ფურცლების მომზადების რეცეპტი

მასალა:

• ფქვილი – 400 გრ;
• კვერცხი – 2ცალი;
• მარილი – 1 ჩ/კ;
• ზეთი – 1 ს/კ;

მომზადება:

ფქვილი დავყაროთ დაფაზე გავუკეთოთ ღრმული და შიგ ჩავასხათ კვერცხი. დავამატოთ ზეთი და მარილი.
მოვზილოთ ცომი, მოზელვა ცოტა დიდ ხანს მოგიწევთ დაახლოვებით 10 წთ.
თუ ცომი ძალიან მაგარი გამოვიდა დაასხით ცოტაოდენი წყალი.

მოვზილოთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება და ხელებს რომ ადვილად მოსცილდება ცომი მზადაა,
შევფუთოთ პოლიეთილენის პაკეტში და 30 წთით დავდგათ.

შემდეგ გავყოთ ცომი 6 ტოლ ნაწილად ან სხვა რაოდენობის გუნდებად ეს თქვენზეა დამოკიდებული.
თუ პატარა ლაზანია გინდათ გამოაცხოთ უფრო ბევრ ნაწილად დაყავით ეს ცომი.

ავიღოთ გუნდები სათითაოდ და გავაბრტყელოთ 1- 1,5 მმ სისქის ფენებად.
ამ ფენებს გვერდები დანით შევუსწოროთ შემოჭრილი ცომიც გამოვიყენოთ.

ეს ფენები შეიძლება მაშინვე გამოვიყენოთ ლაზანიისთვის ან გავაშროთ და გავყინოთ.
ხოლო ლაზანიის გაკეთების წინ ეს ფენები წყალში 2 წთ უნდა ვხარშოთ მარილიან წყალში.



ლაზანიისთვის მასალა:

• ხახვი - 1 ცალი;
• ძროხის და ღორის ხორცის ფარში - 500გრ;
• შავი წიწაკა - ½ ჩ/კ;
• ოხრახუში - ნახევარი კონა (კარგად დაკუწული);
• ფქვილი - 40 გრ;
• კარაქი - 50გრ;
• ყველი (პარმეზანი) - 50გრ(ან სხვა მაგარი ყველი);
• ზეთი - 40მლ;
• მარილი - ½ ჩ/კ;
• პომიდვრის პასტა - 500გრ;(კარგია მსხვილად დაკუწული პომიდვრს ფაფა);
• პიტნა ან ბაზილიკი - 1 ჩ/კ;
• რძე - 400 მლ;
• ლაზანიის გამზადებული ფურცლები - 10 ცალი


მომზადება:

ხახვი დაჭრით ალყა-ალყა და ზეთში მოშუშეთ

ხორცის ფარში დავამატოთ ხახვს და ვშუშოთ ერთად სანამ მზად არ იქნება, დავაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

როდესაც ფარში მზად იქნება მას უნდა დავამატოთ პომიდვრის ფაფა (პომიდორს კანი უნდა მოვაცლოთ).
შეგიძლიათ ცოცხალი პომიდორი იხმაროთ შეგიძლიათ დაჭრილი დაკონსერვებული პომიდორი. დაბალ ცეცხლზე შუშეთ 10 წუთი.
სითხე რომ დააშრება ოხრახუში დააყაროთ.


სოუსი ბეშამელის მოსამზადებლად კარაქი უნდა დავადნოთ დაბალ ცეცხლზე სქელ კედლებიან ქვაბში.
დავამატოთ ფქვილი და ამოვურიოთ (ამ მასას ქვია „რუ“), ცხელ მასას ნელ-ნელა დავამატოთ ცივი რძე.
მორევის დროს კარგი იქნება ცეცხლიდან გადმოვდგათ ქვაბი. როდესაც მთელი რძე იქნება დამატებული
ისევ შემოვდგათ ცეცხზლზე ქვაბი და ვხარშოთ 5 წთ, თან ვურიოთ,
რომ შესქელდება დავამატოთ მარილი და წიწაკა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.


ღრმა ჟარონაზე წავუსვათ ცხიმი და დავაფინოთ მასზე ლაზანიის ფურცლები. ზემოდან დავასხათ ცოტაოდენი ბეშამელის სოუსი.

ბეშამელზე გაანაწილეთ ხორცის ფარში. ისევ დავაფაროთ ლაზანიის ფურცლები და გავიმეოროთ წინა პროცედურა,
მანამდე გავიმეოროთ სანამ სასურველ სიმაღლეს არ მივიღებთ. ბოლო ფენა უნდა იყოს ბეშამელი.

ლაზანიას დავაყაროთ გახეხილი ყველი და გამოაცხეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის მანძილზე,
ყველი რომ არ დაიწვას მას დავახუროთ ფოლგა პირველი 20 წუთით, შემდეგ მოვხსნათ და კიდევ 10 წთ-ით ვაცხოთ.
შემდეგ გამოვიღოთ და ვაცადოთ ცოტა შეგრილება, შემდეგ დავჭრათ პორციებად.





[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. professor (Off)
[ 26 Sep 2013, 0:12 ]
ციტატა: LILITH გაიხარე ამ თემების გახსნისთვის, გავიმრავალფეროვნებ სამზარეულოს. ))
[Pasuxi][Cit]|
3. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 0:16 ]
ციტატა: professor თუ გააკეთებ ასეთ რთულ რეცეპტებს,კი :D

ნუ ლაზანია იტალიური ეროვნული საჭმელია,დაახლოებით ისეთი პოპულარული,როგორც ჩვენთან ხინკალი.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას