1. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 04 Sep 2013, 1:26 ]
საქართველოში 4 სექტემბერს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია რომ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გადმოინაცვლებს ციკლონი,ცივ და ნოტიო ჰაერის მასებთან ერთად. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, ", - ნათქვამია განცხადებაში.მათივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
საქართველოში საგრძნობლად აცივდება. ტემპერატურის მკვეთრი დაცემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი. სინოპოტიკოსების პროგნოზით, ციკლონი ქვეყანაში შავი ზღვიდან შემოვა. “საქართველოს უახლოვდება ციკლონი, რომელიც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურის დაცემას გამოიწვევს. შედეგად, როგორც დასავლეთ, ის აღმოსავლეთ საქართველოს ბარში თბილი ამინდი ცივით შეიცვლება და იწვიმებს. მთაში კი მოსალოდნელია თოვლი და ყინვა”, – აცხადებენ სინოპტიკოსები. ცნობისთვის, ციკლონმა ქაოსი უკვე გამოიწვია მეზობელ თურქეთში.
[Pasuxi][Cit]|
2. Mon Ami
[Adm] (Off)
[ 04 Sep 2013, 1:28 ]
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
ციკლონთან დაკავშირებით საქართველოში გაძლიერდა სტიქიის შემოტევის საფრთხე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობანად ჩაივლის და აქვე გთავაზობთ მაშველთა რჩევებს თუ როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ სტიქიური მოვლენის შემოტევისას. მაშველები აცხადებენ, რომ სტიქიის შემოტევისას ადამიანების მთა-ვარი მტერი პანიკაა.
ძლიერი ქარი
თუ ძლიერი ქარისას შენობაში იმყოფებით, აუცილებელია, დაკეტოთ ფანჯრები, კარები. უმჯობესია შორს იდგეთ ფანჯრიდან ან შეხვიდეთ შიდა ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები. შეიძლება ეს იყოს დერეფანი ან აბაზანა; გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა; დარჩით სახლში შტორმის დასრულებამდე. გახსოვდეთ, რომ შტორმის დასრულების შემდეგ ის შეიძლება განმეორდეს. თუ ქარმა ქუჩაში მოგისწროთ, ერიდეთ აივნებიდან გადმოცვენილ საგნებს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი მყარ შენობებში. დაიცავით თავი ჰაერში ატაცებული ნივთებისაგან; საჭიროა თვალებისა და ცხვირ-პირის დაცვა მტვრისაგან; გახსოვდეთ, შენობებს შორის ვიწრო გასასვლელებში ქარის სიჩქარე კიდევ უფრო იზრდება; თუ ბუნებაში იმყოფებით, ეცადეთ, თავი შეაფაროთ მოფარებულ ადგილს. თუ ასეთი ადგილი თქვენ გარშემო არ არსებობს, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას. თუკი ავტომობილში იმყოფებით, ჯობია, მანქანაში დარჩეთ და ფანჯრები დახუროთ. არ შეაფაროთ მანქანა არამდგრად ობიექტებს, რომლებიც შესაძლოა, ჩამოინგრეს;
სეტყვა
თუ სეტყვის დროს შენობაში იმყოფებით, საჭიროა, ფანჯრებს მოშორდეთ, რათა ჩამსხვრევის შემთხვევაში არ დაზიანდეთ. ხშირად სეტყვას თან ახლავს ელჭექი და თავსხმა, შესაბამისად, მოერიდეთ ელექტრომოწყობილობებით სარგებლობას; თუ სეტყვამ ქუჩაში მოგისწროთ, სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი; თავშესაფრის არარსებობის შემთხვევაში, თავზე გადაიფარეთ ჩანთა ან ტანსაცმელი; ერიდეთ დადაბლებულ ადგილებს, რადგან ისინი მცირე დროში შეიძლება დაიფაროს წყლით ან სეტყვის მარცვლებით; თუ ბუნებაში იმყოფებით, თავი უნდა შეაფაროთ მოფარებულ ალაგს. თუ სივრცე ღიაა, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას, არ დაგავიწყდეთ ამ დროს თავისა და სახის დაფარვა; თუ ავტომობილში იმყოფებით, გააჩერეთ და დარჩით ადგილზე; სასურველია, იპოვოთ რაიმე საფარი, მაგალითად, ხიდი, გადახურული სადგომი; მოერიდეთ სეტყვის მარცვლებით დაფარულ ადგილებს, სადაც მანქანამ შესაძლოა მართვა დაკარგოს. ფანჯრები დახურეთ და ფან-ჯრისკენ ზურგით დასხედით, რათა ჩამსხვრევის შემთხვევაში, აირიდოთ დაზიანებები.
[Pasuxi][Cit]|